Daily Archives: ოქტომბერი 18, 2017

გონიოში 13 პირს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნდა

მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

თბილისი (BPI) – ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, 13 გონიოელს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნდა. თითოეული მათგანის საკითხის შესწავლა ინდივიდუალურად მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან მიღებული დადებითი პასუხის გათვალისწინებითა და შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება კომისიამ 13 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კომისია განაგრძობს თითოეულ საკითხის დეტალურად შესწავლას. მომდევნო სხდომა დაახლოებით 10 დღის ვადაში გაიმართება. საკითხი ეხება მიწებს, რომლებიც ...

Read More »

თბილისის აეროპორტის აეროდრომი ICAO-ს სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადადის

თბილისი (BPI) – 2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადადის. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნული სიახლით თბილისის საერთაშორის აეროპორტი მეცხრე კატეგორიის ბორტების მიღებას უზრუნველყოფს.

Read More »

FlyUIA უკრაინიდან განხორციელებულ რეისებზე საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA უკრაინიდან განხორციელებულ რეისებზე საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს. აქციის ფარგლებში 30%-იანი ფასდაკლებით ევროპის, ამერიკისა და აზიის მიმართულებებზე გაიყიდება 10 ათასი ეკონომ-კლასის ბილეთი. FlyUIA-ს მიერ დაანონსებული საშემოდგომო ფასდაკლება შეეხება კიევიდან თბილისის მიმართულებით განხორციელებულ რეისებსაც. კევი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 123 ევროდან იქნება. ფასდაკლების ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 31 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2018 წლის 10 იანვრიდან ...

Read More »

კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი გამოთქვა

თბილისი (BPI) – საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. „ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ – მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ...

Read More »

“თსუ ინოვაცია”-ში გამარჯვებული პროექტის ავტორი NASA-სთან თანამშრომლობას გეგმავს

თბილისი (BPI) – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “თსუ ინოვაცია” ფარგლებში საუკეთესო სტუდენტური ინოვაციური პროექტები გამოვლინდა. განათლების სამინისტროს ცნობით, საუკეთესო 8 პროექტი უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინა, სამი საუკეთესო პროექტის ავტორებს კი ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი გახდა პროექტი: “ინოვაციური ავია-კოსმოსური ტექნოლოგიები”, რომლის ავტორიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ქაჩლიშვილია. მისი პროექტით საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრები დაინტერესდნენ. სამინისტროს ცნობით, ...

Read More »

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი ...

Read More »

განათლების სამინისტრომ 5 წელში 2085 საჯარო სკოლიდან 377-ის საპირფარეშოების რეაბილიტაცია შეძლო

თბილისი (BPI) – განათლების სამინისტრომ 5 წელში 2085 საჯარო სკოლიდან 377-ის საპირარეშოს რეაბილიტაცია შეძლო. საპირფარეშოების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია (გრაფიკის სახით) განათლების სამინისტრომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, 2013-2016 წლებში 277 საჯარო სკოლების საპირფარეშოების რეაბილიტაციაზე 11 მლნ-მდე ლარი დახარჯა. იქვე მითითებულია, რომ 2017 წელს დაფინანსდა 100-ზე მეტი საპირფარეშოს რეაბილიტაცია, აქედან 74 უკვე მოქმედებს (კონკრეტულად რა თანხა გამოიყო 2017 ...

Read More »

Turkish Airlines-მა ახალი ფასდაკლების პროგრამა გაუშვა

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ახალი ფასდაკლების პროგრამა გაუშვა, რომელიც ავიაკომპანიის მგზავრებს საშუალებას მისცემს შიდა რეისებზე ავიაბილეთები საკმაოდ დაბალ ფასებში იყიდონ. იმისათვის, რომ Turkish Airlines-ის ფასდაკლებით ისარგებლოთ ბილეთები 22 ოქტომბრამდე უნდა დაჯავშნოთ, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2018 წლის 19 აპრილამდე უნდა დაგეგმოთ. სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებზე ავიაბილეთების ფასი 55 ლირადან იქნება, ხოლო სტამბოლის ...

Read More »

ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის ეკონომიკურ დასაბუთებაზე განაცხადები 13 ნოემბრამდე მიიღება

თბილისი (BPI) – ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, დეტალურ პროექტირებაზე სატენდერო წინადადებების წარსადგენად ერთ თვეზე ნაკლები რჩება. სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 13 ნოემბრამდეა. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება. ხის კენწეროების ბილიკის შექმნის მიზანია, ადამიანებმა უკეთ, ახლოდან შეიცნონ ბუნება და ხელშესახები გახდეს ...

Read More »

“ბაზისბანკმა” ლარის პორტფელი გაზარდა

თბილისი (BPI) – „ბაზისბანკმა“ ლარში დაკრედიტება გაზარდა, +8%Q.Q. ● 01.09.2017     H1/2017 ● აქტივები 1 118 294 839 902 478 923  ₾ სესხები ₾ 203 000 000 188 430 537 ₾ სესხები $/€/£ 677 683 814 610 696 512 ₾ წყარო: კომერციული ბანკი

Read More »