Daily Archives: ოქტომბერი 17, 2017

პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. „კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ...

Read More »

ბიზნესის დაწყების მხარდასაჭერად თბილისში ყველაზე მასშტაბური გამოფენა გაიმართება

თბილისი (BPI) – ბიზნესის დაწყების, ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველთათვის საქართველოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა  Start in Georgia გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია Start – Business Solutions-ი და ქართული სტარტაპების ასოციაცია, გამოფენას საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” 18 ნოემბერს უმასპინძლებს. ორგანიზატორების ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც მომავალ მეწარმეებს ეხმარებიან ბიზნესის დაწყებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიები: ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები; ფონდები, ...

Read More »

პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის შენობების რეაბილიტაცია 4,5 მლნ ჯდება

თბილისი (BPI) – პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის შენობების რეაბილიტაციის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კომისია უკვე შექმნილია და მუშაობა მიმდინარეობს. „წინასწარი გეგმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც როგორც ქუთაისის, ასევე, თბილისის შენობაზე უნდა დაიხარჯოს. პარლამენტის ქუთაისის სასახლე დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, იქიდან გამომდინარე, რომ რეაბილიტაციას საჭიროებს პირველ რიგში, გადახურვა, მათ შორის, შუშის კონსტრუქცია, საიდანაც წყალიც კი ჟონავს წვიმის შემთხვევაში. ამ ...

Read More »

ბია-მ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უკვე მეორედ უმასპინძლა

თბილისი (BPI) – “ბია”-ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, სასტუმროში “ბილტმორ თბილისი”, “აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი” გაიმართა, რომლის მიზანი იყო საქართველოში თოთოეული დარგის განვითარება და ბიზნესისთვის სოლიდური პლატფორმის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით კავშირების გასაფართოვებლად და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გასაზიარებლად. ფორუმი ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ გახსნა, ხოლო ეკონომიკისთვის სალიზინგო მომსახურების მნიშვნელობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ...

Read More »

“ბადაგონმა“ ჩინურ კომპანიას დავა მოუგო

თბილისი (BPI) – კომპანია „ბადაგონმა“ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო, რაც სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ჩინეთის ბაზარზე ქართული კომპანიის მიერ დავის მოგების პირველი პრეცედენტია. ეს ფაქტი  ხელს შეუწყობს ქართული ბრენდების ჩინეთის  უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და, შედეგად, ქართული, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას. ამასთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 13:00 ...

Read More »

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4839 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.13 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9223 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.82 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6796 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2842 ლარი ...

Read More »

LOT-ის ფასდაკლების აქცია ქართველ მომხმარებელს

პოლონური ავიაკომპანია LOT-ი ქართველ მგზავრებს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. აქცია ძირითადად ევროპულ მიმართულებებს ეხება და ბილეთების შეძენა 23 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ფრენები სრულდება ვარშავის გავლით. LOT-ის მიმდინარე ფასდაკლების აქცია მოიცავს ორმხრივ ბილეთს მოსაკრებლის ჩათვლით და ის ასე გამოიყურება:​ თბილისი-პარიზი-თბილისი – 215 ევრო; თბილისი-ამსტერდამი-თბილისი – 225 ევრო; თბილისი-პრაღა-თბილისი – 210 ევრო;​ თბილისი-ვენა-თბილისი – 215 ევრო;​ თბილისი-ბერლინი-თბილისი – 219 ევრო;​ თბილისი-ჰამბურგი-თბილისი – 225 ...

Read More »

სილქნეტს ახალი აბონენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) თბილისში სილქნეტის ახალი აქცია ამოქმედდა. მსურველი, რომელიც დარეგისტრირდება ოპტიკურ ქსელში და გაიაქტიურებს პაკეტს ინტერნეტითა და ტელევიზიით, 2 თვის მანძილზე უფასოდ ისარგებლებს სერვისით, ასევე ინსტალაციით. „არსებულ აბონენტებს ბოლო ერთი თვის მანძილზე არაერთი საჩუქარი გავუკეთეთ – სილქ ტვ-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გაუაქტიურდა ექსკლუზიური თემატური პაკეტი „სილქ სპორტი“- ყველა წამყვანი სპორტული ჩემპიონატის ყურება მხოლოდ ჩვენი ტელევიზიით არის შესაძლებელი. თბილისში, ინტერნეტისა და ...

Read More »

Lufthansa Alitalia-ს შეძენით დაინტერესდა

გერმანული Lufthansa Group-ი მზადაა იტალიური ავიაკომპანია Alitalia-ს ზოგიერთი აქტივი იყიდოს. Lufthansa-მ შესაბამისი შეთავაზება Alitalia-ს უკვე გაუკეთა და გაკოტრების პირას მყოფი ავიაკომპანიის ბაზაზე ახალი ავიაკომპანიის NewAlitalia-ს დაფუძნება დაანონსა. როგორც გერმანულ ავიაჰოლდინგში განმარტავენ, Alitalia-თვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, თუ როგორი იქნება მათი კონცეფციით, ახალი ავიაკომპანიის სტრუქტურა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანული კომპანია მზადაა Alitalia-ში 0,5 მლრდ ევრო გადაიხადოს. ცნობილია ასევე ისიც, რომ Alitalia-ს აქტივის ...

Read More »

ქართული ავიაბაზრის 11%-ს Turkish Airlines-ი, ხოლო 10%-ს Georgian Airways-ი ფლობს

საქართველოს ავიაციის ლიდერი კომპანია ისევ თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 11 % უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის 9 თვის განმავლობაში 350 ათას 706 მგზავრს მოემსახურა. საავიაციო ბაზრის ნომერ მეორე ავიაკომპანია (გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით) ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ია, რომელსაც 9 თვის მონაცემებით, ბაზრის 10%-ი ...

Read More »