Daily Archives: ოქტომბერი 16, 2017

რატომ მოწმდება თვითმფრინავის ძრავი

თბილისი (BPI) – უსაფრთოების მიზნით, ფრენის წინ ნებისმიერი თვითმფრინავი გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ისინი , რომლებიც შორ მანძილზე ან ოკეანეების თავზე დაფრინავენ. საქაერონავიგაცია ამის აუცილებლობას განმარტავს მიზეზებსაც ხსნის. უწყების განმარტებით, შემოწმებას გადის ასევე, თვითმფრინავის ძრავიც, თანაც არაერთხელ. თვითმფრინავის ძრავის ტესტირება ხდება: ძრავის წარმოების პროცესში; ძრავის თვითმფრინავზე ინსტალაციის პროცესში; თვითმფრინავის შემოწმების, შეკეთების და ინსპექტირების დროს. ძრავის წარმოების პროცესში შემოწმება ხდება ყინვაზე, სხვადასხვა ...

Read More »

გიორგი გახარია ბიზნესს საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის საკითხებზე ესაუბრა

თბილისი (BPI) – ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები – მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და ბიზნესსახლის პროექტი – ამ და სხვა მიმართულებებზე, რომელსაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. “ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და ...

Read More »

FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპისთვის ფასდაკლების აქცია თბილისიდან ლონდონის მიმართულებაზეა და თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 255 ევროა. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 22 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა. „დაჯავშნეთ იაფად – იმოგზაურეთ ხშირად“, მოუწოდებს ...

Read More »

Wizz Air-ი ქუთაისიდან ათენში იწყებს ფრენებს

თბილისი (BPI) – Wizz Air-ი ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით ფრენებს მაისიდან იწყებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ერთი მიმართულებით ფრენის ღირებულება 190,99 ლარიდან იქნება. Wizz Air-ი ​ათენის მიმართულებით პირველ რეისს 17 მაისს განახორციელებს. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

Read More »

ფულადი გზავნილების სექტემბერში 24%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 124.4 მლნ დოლარს (306.8 მლნ ლარი) მიაღწია, რაც 24.2%-ით (24.2 მლნ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების ...

Read More »

ბახტურიძე: საქართველოს აქვს შანსი 2040 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ საქართველო რამდენიმე წელში შესაძლოა თამბაქოსგან სრულიად თავისუფალი ქვეყანა გახდეს. ბახტურიძე BPI-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია სახელმწიფო ჩინოსნების და ქვეყნის ნება. “სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს რომ 2040 წლისთვის საქართველო გახდეს თამბაქოსაგან თავისუფალი ქვეყანა და თამბაქოს მოხმარება 5%-ზე ნაკლები იყოს. ეს რა თქმა უნდა მიღწევადი და შესაძლებელია თუ რეალურად განხორციელდება ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით, “ლიბერალმა“ სარაგბო ჟურნალი “ჩვენი თამაში“ გამოსცა

თბილისი (BPI) – სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, კაფეში „ჩარლი ლისი“ გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ. „ჩვენი თამაში” ჟურნალ „ლიბერალის” სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური ...

Read More »

პრემიერი: ახალი მეტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგური “უნივერსიტეტის”ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მეტროსადგური  აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. “აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისათვის, თბილისის მეტროთი, ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება, დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მოგეხსენებათ, რომ ...

Read More »

კვირიკაშვილი: ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს გეგმები სრულად და წარმატებით განხორციელდება, რაც თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის. პრემიერმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ძალიან დიდი მასშტაბის ზრდა. “მარტო 2017 წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. 2016 წლის დანახარჯები ამ მიმართულებით, ...

Read More »

თბილისში ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა

თბილისი (BPI) – აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით  ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნეს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია. გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. მათ შორის: მეღვინეობა, თაფლის ...

Read More »