Daily Archives: ოქტომბერი 15, 2017

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია

თბილისი (BPI) – 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. 15 ოქტომბერს საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაეცა. მთავრობის ადმინისტრაცია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსალოდნელ შედეგებს შორის ასახელებს მსოფლიოსთვის ქართული ლიტერატურის საერთაშორისო მნიშვნელობის წარმოჩენას; ქართველი ავტორებისა და საგამომცემლო ინდუსტრიისთვის ევროპაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას; ტურისტული ნაკადის ზრდას; ქართველი მწერლებით დაინტერესება ადგილობრივ ბაზარზე. ფრანკფურტის ბაზრობის პერიოდში მსოფლიო მედიის ...

Read More »

კობა გვენეტაძე: წელს დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოს მთავარმა ბანკირმა დოლარიზაციის მაჩვენებლების შემცირებაზე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „სტანდარდ ენდ ფუარსის“ წარმომადგენელთან შეხვედრაზე. კობა გვენეტაძემ ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმასა და მის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 2017 წელს დოლარიზაციის  სექტემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების დოლარიზაცია წლის დასაწყისიდან შემცირდა 6%-ული პუნქტით 65%-მდე. რაც შეეხება სესხების დოლარიზაციას, შემცირდა 9 პროცენტული პუნქტით 56%-მდე; ფიზიკური პირების სესხების ...

Read More »

ქუმსიშვილი: ბიზნესმა წლის I ნახევარში 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

თბილისი (BPI) – პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს FitchRatings-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებლებს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი როლი შეასრულა კერძო სექტორმა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ...

Read More »

“რემუსი” – პოლონური თეატრი “მინიატურის” სპექტაკლს ქართველი მაყურებელიც იხილავს

თბილისი (BPI) – პოლონური თეატრი “მინიატურის” მრავალი ჯილდოს მფლობელ სპექტაკლს ქართველი მაყურებელი ოქტომბერში ბათუმსა და თბილისში იხილავს. ესაა ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე იმ სამყაროში, სადაც უნიფიკაცია ბატონობს. რემუსი, მოხეტიალე გმირი, ცდილობს გააერთიანოს კაშუბი – პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის პირას მდებარე სულ უფრო მეტ დავიწყებას მიცემული საზოგადოება. სპექტაკლი დაიდგა კაშუბური ლიტერატულის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების,  ალექსანდრა ...

Read More »

თბილისში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით მონიტორინგი მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, თბილსის მერიასთან შეთანხმებით პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) უკვე დაამონტაჟეს ხაფანგები დამონტაჟდა ვაკის პარკში; პარკში „მზიური“; ვ.გოძიაშვილის სახ.პარკში; რიყის პარკში; ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკში (კიკვიძის პარკი); დიღმის ტყე-პარკში; თბილისის ზღვის პარკში; დედა ენის პარკში; 9 აპრილის პარკში; 9 მარტის პარკში; ...

Read More »

10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ – დღეიდან ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – 10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ, – დღეიდან ახალი პროექტი იწყება. ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით “მეიდანი ჯგუფი” და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებს. პროექტში 40-მდე ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო 10 ღვინის დასახელება ბრმა დეგუტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით შეირჩევა. საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, ქართული ღვინის ფესტივალზე გაიმართა. ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 30 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისი (BPI) – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგება. უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება. თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის აჰმეტ არსლანის განმარტებით, სატესტო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. „ბაქო-თბილისი-ყარსი ახალ პერსპექტივას გააჩენს თურქეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა. არსლანის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების გარდა ...

Read More »

საცობების ეპოქა – რომელი ტრანსპორტით გადაადგილდებიან თბილისელები

თბილისი (BPI) – თბილისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (68%) ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი, მეტრო) მგზავრობს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც მარკეტინგულმა კომპანია ACT-იმ ჩაატარა. თბილისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის (84%) დედაქალაქში არსებული საცობების საკითხი ძალიან შემაწუხებელია. მოსახლეობის თითქმის ნახევარი (44%) ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას ყოველდღე ხვდება საცობში. მოსახლეობის 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც ხვდება. თბილისის მაცხოვრებლები ...

Read More »