Daily Archives: ოქტომბერი 13, 2017

გვენეტაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციებისთვის

თბილისი (BPI) – აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტაო ჟანგთან განიხილეს. “განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა ამ ეტაპზე. ამავე დროს ვისაუბრეთ შემდეგი მიმოხილვის მაჩვენებლებზე და იმ რეფორმების მიმართულებებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს ...

Read More »

ოპოზიცია კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს

თბილისი (BPI) – ოპოზიცია კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ანტიისტორიული, კონსტიტუციას, ანტისახალხო უწოდა. უმრავლესობის მრავალპარტიულობაზე კი გოცირიძეს თავისი მოსაზრება აქვს. მიაჩნია, რომ მორჩილი პარტიები სათვალავში არ შედის. 1+1 ყოველთვის 2 რომ არ არის, მან სერვანტესის და სანჩოს მაგალითზე განიხილა, რასაც +1-ში ნაგულისხმები მწვანეთა პარტიის ლიდერის კონტრბრალდება მოყვა. თუ 1+1 =1 -ია მაშინ, ნაციონალების მიზანი ...

Read More »

ზურაბ ალავიძე: ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას მთლიანი სატრანზიტო პოტენციალი გამოვიყენოთ

თბილისი (BPI) – ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების იურიდიული ნაწილი დასრულებულია და მშენებლობის ეტაპი წლის ბოლოს დაიწყება. როგორც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ,,ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი  ანაკლიის პორტის მშენებლობას უჭირავს. ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ...

Read More »

“სილქ როუდ ბანკს” დეპოზიტები კიდევ შეუმცირდა

თბილისი (BPI) – “სილქ როუდ ბანკს” დეპოზიტები კიდევ შეუმცირდა (-11.8%m.m). 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 15 მლნ-მდე ლარი აქვს მიმდინარე, ვადიან და ოთხოვნამდე ტიპის ანაბრების ანგარიშებზე. აქტივების მიხედვით  ბანკი, ბაზარზე, ბოლო, მე-16 ადგილზეა. საბაზრო წილით  0.2%. 2017 Q3 01.09 აქტივები 44 672 780 46 423 010 დეპოზიტები 14 997 079 16 911 763 სესხები   6 054 892  5 830 184 ზარალი (მოგება)  338 827   253 623 წყარო:კომერციული ბანკი

Read More »

ენდრიუ ბლექი: საქართველო თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი კრისტინა მაუერ-სტენდერი მიიჩნევს, რომ თამბაქოს შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშნელოვანია მისი ამოქმედება. “ჩვენ გზის ნახევარი უკვე გავიარეთ – კანონი მიღებულია, მაგრამ მისი ამოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი ამ გზაზე. კანონი ტესტს 2018 წლის 1 მაისს გაივლის“, – აღნიშნა კრისტინა მაუერ-სტენდერმა ჯანდაცვიოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე. მაუერ-სტენდერის ინფორმაციით, საზოგადოების 85 % ...

Read More »

ფაროსანასგან ციტრუსების დაცვის მიზნით სეს-ი ფერმერებს კულტურის შეწამვლისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ციტრუსოვანი კულტურების დაცვის მიზნით მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა. ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა. ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი (ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ) მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, ...

Read More »

თამბაქოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობის საბჭო შეიქმნა

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში. შეხვედრაზე განიხილეს უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტივობებიც. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით კომიტეტში შეიქმნა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ საბჭო რომელიც, მისივე თქმით, არა მარტო თამბაქოს კონტროლის მნიშვნელოვანი კანონის დანერგვის ეფექტიან ინსტრუმენტად, არამედ, ზოგადად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის მაგალითად იქცევა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის დანერგვის კუთხით. „საქართველოში ...

Read More »

მთის მარათონის ეროვნული ფედერაცია ჟურნალისტებისთვის მარათაონს მართავს

თბილისი (BPI) – საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის მარათონი იმართება. მედია გარბენი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ოქტომბერს (12:00 საათი) გაიმართება. პირველ ადგილზე გასული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი ფულად ჯილდოს 1000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 500 ლარს, მესამე ადგილის მფლობელს კი 250 ლარი გადაეცემა. ფედერაციის ცნობით, მარშრუტი 10 კმ-ს მოიცავს. მარათონი კუს ტბის სარბენი ბილიკიდან უძოს მთამდე და უკან, ...

Read More »