Daily Archives: ოქტომბერი 12, 2017

ანაკლიის პორტისთვის $190 მლნ მოზიდულია, $350 მლნ-ზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს იწყება. $540 მლნ-დან $190 მლნ მობილიზებულია და $350 მლნ-ის მოზიდვაზე კონსორციუმი საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „იაპონელები 5 წელი სწავლობენ და 1 წელში აშენებენ, ამერიკელები პირიქით“, – კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  იაპონური მოდელის არჩევანზე, გადასახადის გადამხდელთა კავშირში, ბიზნესმენებთან განაცხადა, რომლებსაც სამომავლო გეგმები გააცნო. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) ოპერატორს, გენგეგმის ავტორის გამოვლენის ...

Read More »

ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ევროპული სტანდარტების ახალი სადგური ემსახურება

თბილისი (BPI) – ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი სადგური ემსახურება. ბორჯომ-ბაკურიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენები კონტეინერში იტვირთება და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით ხაშურის ნაგავსაყრელზე რეგულარულად გადააქვთ. ძველი ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურა და ახალი სადგური უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. სამუშაოები რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიის დაცვას, ტურისტების და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ...

Read More »

მარტიდან Georgian Airways-ი დიუსელდორფის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – მარტიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი გერმანიის სიდიდით მერვე ქალაქ, დიუსელდორფის მიმართულებით იწყებს ფრენას. როგორც ავიაკომპანიაში განმატტვენ, დიუსელდორფის მიმართულებით რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მარტის ბოლოდან დაიწყება და კვირაში 2 რეისი განხორციელდება. იმისათვის, რომ Georgian Airways-მა აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია მოახდინოს, კომპანია სხვადასხვა ტიპის აქციებს გეგმავს. Georgian Airways-ში არ გამორიცხავენ ასევე, რომ უკვე დაანონსებული ბოლონიის (იტალია) გარდა რომის მიმართულებაც დაამატონ, კვირაში ორი ...

Read More »

ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება. საწარმო სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავებას და მოჩუქურთმებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავს. შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს. პროექტს კომპანია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელებს. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საწარმოს ასაშენებლად ...

Read More »

Lufthansa Air Berlin-ის 81 თვითმფრინავს იყიდის

თბილისი (BPI) – Lufthansa AG-ი გაკოტრებულ გერმანული ავიაკომპანიის Air Berlin-ის მიერთებაზე დღეს გააფორმებს ხელშეკრულებას. მოსალოდნელია, რომ Lufthansa იყიდის Air Berlin-ის 81 თვითმფრინავს და ასევე სამსახურში აიყვანს გაკოტრებული ავიაკომპანიის 3 ათას თანამშრომელს. „დღეს რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი დღეა“, აღნიშნა Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპირმა Rheinische Post-თან ინტერვიუში. იმავდროულად გერმანიის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი მზადაა შემოიერთოს Air Berlin-ის შვილობილი ავსტრიული Niki, რომელზედაც Air Berlin-ის გაკოტრება ...

Read More »

ბანკების რეიტინგი მისაკუთრებული ქონების მიხედვით – სექტორს ანგარიშზე უკვე 193 მლნ-ის ქონებაა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორს უკვე მსესხებლების 193 მლნ ლარის ქონება აქვს მისაკუთრებული. მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე სებ-ის ახალი მიმოხილვის (https://www.nbg.gov.ge/) თანახმად, I კვარტლის (Q1/2017) ბოლოს იყო 163 მლნ ლარამდე,  Q2/2017 – ₾ 169 მლნ)მე-2 კვარტლი. ბანკების რეიტინგი მისაკუთრებული ქონების მიხედვით (Q2/2017) ●  ₾ მლნ საქართველოს ბანკი 70.3 თიბისი ბანკი 59.2 ბანკი ქართუ 15.2 ვითიბი ბანკი  5.4 ლიბერთი  ბანკი  0.1 წყარო: სებ* ...

Read More »

სამხრეთ კავკასიაში შვეულმფრენის მომზადების პროგრამა პირველად საქართველოში იწყება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში საავიაციო უნივერისტეტისთვის  შვეულმფრენის სიმულატორი დამზადდა. შესაბამისად, პირველი თანამედროვე შვეულმფრენის სიმულატორი პილოტის პირველად მომზადებას ემსახურება. ეს არის სასწავლო აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ პრაქტიკული სწავლება და შეისწავლონ შვეულფრენის მართვა. ამ დრომდე შვეულმფრენის პილოტის მომზადების პროფესიული პროგრამა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არ არსებობდა. „სამხრეტ კავკასიაში ამ სიმულატორის ანალოგი ...

Read More »

შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება, მსოფლიოში კი კაკაოს მარაგი იწურება

თბილისი (BPI) – აზიაში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში, შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება. ამან კი მსოფლიოში შესაძლოა კაკაოს მარაგების შემცირება გამოიწვიოს, პროგნოზირებენ Cargill Inc-სა და Barry Callebaut AG-ში. Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს წლებში შოკოლადსა და კაკაო-ბობოვზე მოთხოვნა მხოლოდ აზიაში 3-4%-ით გაიზრდება, ხოლო სხვა რეგიონებში კი 2%-ით ინდოეთში კაკაოს მოხმარება 5 წლის განმავლობაში 15%-მდეა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კაკაოს მარალი მოსავლის ფონზე ...

Read More »

აკაკი ზოიძე: დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს

თბილისი (BPI) – საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა განიხილოს. მთავრობას „საპენსიო რეფორმის“ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ კანონპროექტი შეეხება როგორც, „დაგროვებით პენსიას“, ისე პენსიის ზრდის მექანიზმს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. როგორც ...

Read More »

ქვეყნის საგარეო ვალი ერთ წელში $0,5 მლრდ-ზე მეტით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ისევ ზრდის ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,5 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,005 მლრდ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში თითქმის 60 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2017 წლის 31 აგვისტოსთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,946 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 ...

Read More »