Daily Archives: ოქტომბერი 10, 2017

რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები იხსნება

თბილისი (BPI) – Galt&Taggart-ი საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკი უკვე გახსნილ და დაანონსებულ მშენებლობებზე თავმოყრილ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარა ჯგუფი გეგმავს 100-ოთახიანი Rooms Hotel-ის გახსნას კოხტა-მიტარბიზე, ბაკურიანთან მდებარე სამთო კურორტზე, რომელიც ვიზიტორებისთვის წინა სეზონზე გაიხსნა. ბათუმსა და საგარეჯოში დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, Rooms-ის ბრენდის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში შესაძლებელია 5-მდე გაიზარდოს 2019 წლისთვის. კახეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებს – Radisson Blu წინანდალში და Golden Tulip ...

Read More »

GulfAir-ის და FlyDubai-ს შემოსვლამ საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტების ზრდას შეუწყო ხელი

თბილისი (BPI) – საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში, საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება – Tourism Opportunities in Georgia and Future Perspectives – გაიმართა. Al-Hamra Palace Hotel-ში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯაღავამ საუდური მსხვილი ტურისტული კომპანიების, მასმედიის და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული სექტორის შესაძლებლობების, სამომავლო გეგმებისა და არსებული დადებითი დინამიკის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა საუდელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ...

Read More »

მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

თბილისი (BPI) – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა. “მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო ...

Read More »

“ფინკა ბანკი” რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – “ფინკა ბანკი” რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის -„ფუძეობის“ – მხარდამჭერია. ბანკის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 7 რეგიონში მოეწყობა. ფესტივალის მთავარი გზავნილია – გამოგვყევი შენს ფუძეზე! “ფინკა ბანკის” თანამშრომლები საფესტივალო ქალაქებში შეხვდებიან ადგილობრივ მეწარმეებსა თუ ფერმერებს, გადასცემენ მათ საინფორმაციო მასალებს და უპასუხებენ შეკითხვებს. ასევე, “ფინკა ბანკი” ფესტივალის 7-ვე რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზამ”,  პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები  ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა. რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ  ახალი ტექნიკა,  გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს  და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის. «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო ...

Read More »

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი დაახლოებით 47%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 3,2 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, ზრდა 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 46,63%-აა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებმა 2,181 მლნ  მგზავრი მიიღო, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1,77 მლნ მგზავრი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 თვეში, 2015 ...

Read More »

GWP დღეს ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

თბილისი (BPI) – ვარკეთილი 3-ის, III მიკრორაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 360 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დღეს, 10 ოქტომბერს, 9 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. შედეგად, საგრძნობლად შემცირდება, როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის ...

Read More »

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნება

თბილისი (BPI) – საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მის: რუსთაველის გამზ. 29) გაიმართება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს წარადგენს და საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რუსუდან მდივანი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ...

Read More »

“თიბისის” საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 879 მლნ-მდე გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 17.2 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. გასული სასესიო კვირა GBP 16.79-ით დაიხურა (+1.14%w.w; +1.76%m.m). სულ, 85 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 879 მლნ-ია (L/w – GBP 861 მლნ). საანგარიშო კვირას FTSE 250 ინდექსი გაზრდილია, თვის ჭრილში ზრდაა +2.59%m.m, (ლონდონის საფონდო ბირჟის ...

Read More »

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” 286 000-ზე მეტი აქციით ივაჭრეს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 32.18 – 33.84  გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. ფასი გაზრდილია (+3.4%w.w; +1.32% m.m) G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 286 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 55  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.319 მლრდ (bloomberg) 0.73% (L/m – GBP 1.304 მლრდ). გაზრდილია FTSE 250 ინდექსი (BGEO სადაც შედის) +1.44% (w.w); +2.59% ...

Read More »