Daily Archives: ოქტომბერი 9, 2017

მარტინ სიმჰანდლი: სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების დონე ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრია

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების მაგისტრთა დელეგაცია ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმრობის ფარგლებში გაყიდვების ტოპ გუნდის წარმომადგენლები ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს მარტინ სიმჰანდლს და ავსტრიელ კოლეგებს შეხვდნენ. ვიზიტის მთავარი თემა მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილება – ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იყო. შეხვედრაზე მასპინძლებმა ქართველ კოლეგებს ევროპული გამოცდილება გააცნეს და სავალდებულო დაზღვევის დადებით მხარეებზე იმსჯელეს. თუ რა გავლენას ახდენს რეგულაცია ...

Read More »

Georgian Airways-ი მომხმარებელს ლონდონის ორმხრივ ავიაბილეთს 500 ლარად სთავაზობს

თბილისი (BPI) – Georgian Airways-ი ლონდონის ორმხრივ ავიაბილეთზე ფასდაკლებას აცხადებს და მას მოკხმარებელს მხოლოდ 500 ლარად სთავაზობს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია – აღნიშნულ ფასად სულ გაიყიდება 200 ბილეთი. Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ ბილეთები გაიყიდება 25 ოქტომბრის ჩათვლით/ან ბილეთების ამოწურვამდე. აქცია მოქმედებს მხოლოდ „თიბისი ბანკის“ საკრედიტო ბარათით ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში: საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი პლატინუმი; საკრედიტო ბარათი ერთგული ...

Read More »

კაჭრეთში ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

თბილისი (BPI) – საცხენოსნო ტურნირში, “ვითიბი ბანკის“ თასზე, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გრან პრი აზერბაიჯანს ერგო. VTB CUP-ი 6 -8 ოქტომბერს, „ვითიბის“ მხარდაჭერით, „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართებ. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო – წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორი იყო საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.  

Read More »

Atlasglobal-ი ქართველ მგზავრებს ულიმიტო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ქართველ მგზავრებს ულიმიტო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მაისამდე ულიმიტო მგზავრობა ბიზნეს კლასის პრივილეგიებით შეეძლებათ. ავიაგადამზიდავი მომხმარებელს ორი ტიპის პაკეტს სთავაზობს, ესაა Atlasglobal Unlimited Turkey Domestic, რომელიც თურქეთის შიდა რეისებზე ულიმიტო მოგზაურობას ითვალისწინებს და ასევე Atlasglobal Unlimited International-ს, რომლის ფარგლებშიც ულიმიტო ფრენა საერთაშორისო რეისებზეა ხელმისაწვდომი. Atlasglobal Unlimited Turkey ...

Read More »

ბათუმის ძველ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილოსი (BPI) – ბათუმის ძველ ბულვარში საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უნივერსიტეტის მოედნიდან პლაჟზე ასასვლელ ქუჩებზე ამორტიზებული ფილების აყრა, დეკორატიული ბეტონის ფილებისა და ბაზალტის ბორდიურების მოწყობაა დაგეგმილიი. კაპიტალური სამუშაოების ფარგლებში, ფილების ძველი საფარის დემონტაჟი ხორციელდება, რის შემდეგაც 5325 კვადრატული მეტრის მოცულობის სასეირნო ბილიკზე ბეტონის დეკორატიული რომბისებური ფორმის ფილები დაიგება და ახალი ბორდიურები მოეწყობა. პროექტის განხორციელება 5 ოქტომბერს დაიწყო და 60 ...

Read More »

მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა სექტემბერშიც გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა სექტემბერშიც გაიზარდა, 60 მლნ-ით, წინა, აგვისტოს თვეში, მკვეთრი ზრდა იყო +70 მლნ-ით. სებ-ის სტატისტიკით (ცენტრალური ბანკის მიმოხილვა https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304) სარეზერვო ფული, რომელიც ნაღდ ფულსაც მოიცავს, 1 ოქტომბრისთვის, 6.7 მლრდ-ს შეადგენს. წლიური ზრდააა 20%(Y.Y). ფულის მასის მატებას, ანალიტიკოსები, ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ, რაც სეზონური ფაქტორით არის განპირობებული, ტურისტული ნაკადის ზრდით. სარეზერვო ფული მიმოქცევაში ეროვნულ ვალუტას ...

Read More »

Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ვენის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ვენის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. მიზეზად თვითმფრინავის ბორტის დაკვამლიანება სახელდება. დაშავებულები არ არიან. როგორც გაზეთი Kurier-ი წერს, ინციდენტი დაახლოებით 11 საათზე მოხდა, როდესაც თვითმფრინავი სტამბოლი-ბრიუსელის რეისს ასრულებდა. დაკვამლიანების გამო პილოტს თვითმფრინავის დასმა ვენის აეროპორტში მოუხდა. აეროპორტში თვითმფრინავს სახანძრო და პოლიციის ვერტმფრენები დახვდა. ამ დროისათვის უცნობია რამ გამოწვია დაკვამლიანება და რეალურად ეს იყო ...

Read More »

საქართველო სსფ-ის მეორე ტრანშის, $42.3 მლნ-ის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებს

თბილისი (BPI)  – საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველომ მოსალოდნელზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას გონივრული პოლიტიკითა და სავაჭრო პარტნიორების სწრაფი ზრდის შედეგად მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა, რის შემდეგაც ფონდმა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა. სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში ...

Read More »

სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3,5%-დან 4,3%-მდე ზრდის

თბილისი (BPI) – სსფ წლევანდელ ეკონომიკურ პროგნოზს 3,5%-დან 4,3%-მდე ზრდის, – ამის შესახებ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სსფ-ს ერთობლივ შეხვედრაზე სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი ტქმით, გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის პარამეტრი მომავალი წლისთვისაც და ფონდის პროგნოზით ზრდა, 2018 წელს 4%-ის ნაცვლად 4,2%-ს მიაღწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურია. დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურ პროგნოზზე ...

Read More »

ზოგადი განათლება და კრიტიკული აზროვნება – წარმატებული ახალი თაობისთვის

თბილისი (BPI) – თუ შვილის ზოგადი განათლება გაღელვებთ, თუ გსურთ მას კრიტიკული უნარები გამოუმუშავოთ, მაშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აუცილებლად უნდა ესტუმროთ “ლეტერატოს”. აზროვების აკადემია სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იქ არსებული თავისუფალი გარემო, თანამედროვე პედაგოგების დამოკიდებულება თქვენს შვილს ნამდვილად ჰპირდება აზროვნების გაუმჯობესებას. მხოლოდ პედაგოგები და გარემო საქმეს ნამდვილად ვერ შველის. მიამიტური განწყობა არც “ლეტერატოს” დამფუძნებელს ჰქონია. აკადემიის დაარსებამდე ჯერ სპეციალური მოდულები შეიმუშავა, ...

Read More »