Daily Archives: ოქტომბერი 6, 2017

რაჭაში შვეიცარიული სტანდარტის კიდევ ერთი ფერმა აშენდება

თბილისი (BPI) – შვეიცარიულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭაში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად კომპანია 95 000 ლარის ინვესტიციას განხორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა. ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა ...

Read More »

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღება დაიწყო

თბილისი (BPI) – პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღება დაიწყო. „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და ...

Read More »

გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

თბილისი (BPI) – გორში ხორცისა და თევზის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. „ბატონო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 300 ტონა სხვადსხვა სახის სასურსათო პროდუქცია იწარმოება. საწარმო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოში ჯამურად 459 833 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183 933 დოლარი გრანტია, 229 917 დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა ...

Read More »

ერთი ბრენდის ისტორია – ვაკის ხორცპროდუქტები

თბილისი (BPI) – ქართული ხორცპროდუქტების კომპანია  „ვაკის ხორცპროდუქტები“  1961 წელს დაარსდა. თავდაპირველად სპეციალიზებული იყო სოსისების წარმოებაში. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ 80-იან წელებში ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანაში პირველად შეიქმნა ყველასთვის საყვარელი სოსისი „ივერია“ და „საბავშვო.“ 1990 წლიდან კომპანიამ უფრო მეტად განავრცო ასორტიმენტი. დღეისათვის ქარხანაში დაახლოებით 130 დასახელების ხორცპროდუქტი იწარმოება. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ...

Read More »

“ხალიკბანკმა” დაკრედიტება 4%-ით გაზარდა

თბილისი (BPI) – “ხალიკბანკმა” დაკრედიტება გაზარდა.  ივლისი-აგვისტოს პერიოდში ზრდაა +3.9% (02/2017 –₾ 258.6 მლნ).  სექტემბრის მდგომარეობით ბანკის სასესხო პორტფელი  269 მლნ ლარს აღემატება  და  ყაზახური ბანკის შვილობილი, ბაზარზე 1.4% წილით არის წარმოდგენილი. პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 82%-ია. 1.09.2017 ●      ₾არი სესხები    269 028 000 -დანაკარგების  რეზერვი     14 319 000 დეპოზიტები      71 870 000 წყარო: კომერციული ბანკი  

Read More »

კახა კიკნაველიძე: ჩვენს კლიენტებს “საქართველოს ბანკის” გამოცდილება გავუზიარეთ

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ბათუმში, სპეციალურად კორპორატიული კლიენტებისთვის რეგიონალური ფორუმი გამართა. როგორც ბანკში ამბობენ, ფორუმის მიზანი, დამსწრეთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობა გახლდათ. ფორუმზე, განხილულ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის: საქართველოს მარკოეკონომიკური მიმოხილვა, ცალკეული ბიზნეს სექტორების  და საგადასახადო სისტემის ანალიზი. საინვესტიციო კვლევითმა გუნდმა „გალტ & თაგარტიდან“ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკაში ორი უმნიშვნელოვანესი სექტორი: ტურიზმის და ენერგეტიკის, საუბარი შეეხო თუ ...

Read More »

გიორგი გახარია: ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება

თბილისი (BPI) –  ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizzair – თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერისა და და Wizzair – ის კომერციული დირექტორის, ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილვისას. შეხვედრას აეროპორტების გაერთიანების ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით, ქართული შრიფტი გრანშანის არალათინური შრიფტების კვირეულზე წარსდგება

თბილისი (BPI) – გრანშანის (GRANSHAN) არალათინური ფონტების და ტიპოგრაფიის კვირეულზე, რომელიც წელს ერევანში იმართება,  ქართველი ტიპოგრაფიკოსების ნამუშევრები  პირველად იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენა ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ორგანიზებითა და თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი შრიფტები, მათ შორის ხელით შესრულებული და პოლიგრაფიული შრიფტისა და ფონტების ნიმუშები. ნამუშევრებს გრანშანის კვირეულზე გრაფიკოს-დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი ...

Read More »

იპოთეკური სესხების ლარიზაცია გაიზარდა

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტმა იპოთეკური სესხების ზრდის ტრენდის საინტერესო სტატისტიკაზე განაცხადა. „2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იპოთეკური სესხები მთლიანი საბანკო სესხების დაახლოებით 16.5%-ს შეადგენდა და ბოლო 4 წლის განმავლობაში 6%-ული პუნქტით გაიზარდა“, – იტყობინება კობა გვენეტაძე სოციალური ქსელის საშუალებით. სებ-ის ოფიციალური სტატისტიკით, 1 სექტემბრის მდგომარეობით,  ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფით 5.705 მლრდ ლარია  გაცემული და მათ შორის ეროვნული ვალუტით – ...

Read More »

“მამიკოს გოგო” – საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღება დაიწყო

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღება მიმდინარეობს. “მამიკოს გოგო” („Daddy’s Girl”) – ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს. ფილმის რეჟისორია ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ჯულიარდ რიცარდსი, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები ოქტომბრის ...

Read More »