Daily Archives: ოქტომბერი 5, 2017

2013 წელს Yahoo-ს ყველა მომხმარებლის ექაუნთიდან ინფორმაციამ გაჟონა

თბილისი (BPI) – კომპანია Yahoo-მ (რომელიც ამ დროისათვის Verizon-ის კუთვნილებაა) დაადასტურა, რომ 2013 წელს ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი გაჟონვა შეეხებოდა არა 500 მლნ, ან 1 მლრდ მომხმარებელს, როგორც ეს ადრე კომპანიამ დაადასტურა, არამედ კომპანია Yahoo-ს ყველა მომხმარებელს. საუბარია 3 მლრდ აქაუნთზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Verizon-მა Yahoo იყიდა და ბაზების გაერთიანებისას შესაბამის ინფორმაციასაც გადააწყდა. ირკვევა ისიც, რომ ...

Read More »

ტაბახმელასა და წავკისში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია თბილისის ზედა ზონაში, კერძოდ ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალ სისტემას მოაწყობს, რაც აღნიშნული დასახლების წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამ მიზნის მისაღწევად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 9 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას წყალსადენის 7კმ მაგისტრალური ქსელი ისეთ ტერიტორიაზე გაყავს, სადაც აქამდე წყალმომარაგების სისტემა არ ასრებობდა, ...

Read More »

ბათუმის ბოტანიკური ბაღი პარაზიტულ მცენარეებს ვერ მოერია და დახმარება თურქეთს სთხოვა

თბილისი (BPI) – თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TİKA) ბათუმის ბოტანიკურ ბაღს პრეპარატებით დაეხმარა. როგორც თურქული მედია იტყობინება, TİKA-ს დახმარება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ, “ტყის დაზიანებისგან დაცვის“ პროექტის ფარგლებში განახორციელა. TİKA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექციამ მათგან, პარაზიტული მცენარეების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება ითხოვა. ამ თვალსაზრისით 105 წლის ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის შესაბამისი პრეპარატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ...

Read More »

როგორ დავიცვათ თავი მუდმივად ცვალებად გარემოში – რეკომენდაციები ლიდერი კომპანია “ტრენდ მიკროსგან“ 

თბილისი (BPI) – კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანია  „ტრენდ მიკროს“  ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია Security TRENDs გაიმართა, რომელიც საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან  დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა. კონფერენციას, რომლის მთავარ თემას „ინფორმაციული უსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარება და მისი შედეგები მსოფლიოში“  მონაწილეობდნენ  წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალიზაციასაც  საინფორმაციო უსაფრთხოება, სისტემური ინტეგრაცია, პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო სისტემების შემუშავება წარმოადგენს, ასევე ქვეყნის წამყვანი ...

Read More »

DigiTimes-ის ანალიტიკოსები: სმარტფონების გაძვირება გარდაუვალია

თბილისი (BPI) – DigiTimes-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოს მობილური ბაზრის გასული წლის შედეგები გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სმარტფონების გაძვირება გარდაუვალია. ბაზარზე ასეთი ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სმარტფონების მაკომპლექტებელი კომპონენტების დეფიციტი იქნება, კერძოდ ეკრანები თანაფარდობით 18:9. საქმე იმაშია, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებელთა უმეტესობა მიისწრაფის, რომ პერსონიზირებული გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება გაჯეტის დიზაინს. ყველაზე მოთხოვნად ეკრანზე -18:9- მუშაობას მწარმოებლები უფრო მეტ ...

Read More »

ბიტუმის იმპორტი საქართველოში მცირდება

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემცირდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, სექტემბერში 10 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა საქართველოში, რაც 4,2 ათასი ტონით ჩამორჩება აგვისტოს მაჩვენებელს. იანვარ-სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა თითქმის 78 ათას ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, თითქმის 93,5%, ირანიდან შემოდის.

Read More »

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს, სწორედ მასზე მოდის ქართული ღვინის გაყიდვების 63%. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52.7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 55%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: ...

Read More »

$116 მლნ 9 თვეში – ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტრენდი გრძელდება

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მზარდია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში 52,7 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო 45 ქვეყნის ბაზარზე გავიდა. ეს მაჩვენებელი 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 55%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შედეგებით ...

Read More »

უცხოეთის ბაზრებზე ქართული ჭაჭის გაყიდვები 131%-ით გაიზარდა

ბილისი (BPI) – ქართულ ჭაჭაზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქართული ჭაჭის ექსპორტი 131%-ით გაიზარდა და 2017 წლის 9 თვეში 18 ქვეყნის ბაზარზე 147 000 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა გავიდა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები თითქმის 440 ათასი დოლარია, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია. სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ...

Read More »

თხევადი აირის იმპორტი სექტემბერში შემცირდა

თბილისი (BPI) – 8-თვიანი ზრდის შემდეგ, საქართველოში თხევადი აირის იმპორტი სექტემბერში შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით,  2017 წლის სექტემბერში საქართველოში თხევადი აირის (LPG) იმპორტმა 0,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. 9 თვეში კი თხევადი აირის იმპორტის მოცულობა 13 ათას ტონას აღწევს.    

Read More »