Daily Archives: ოქტომბერი 3, 2017

ირაკლი კობახიძე: ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა. „ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება.  მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, არის დუმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვეტოს ...

Read More »

ბაზისბანკის დაფინანსებით უსინათლო ბავშვებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოები შეიქმნა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სასარგებლო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, შშმ პატარებისთვის. უსინათლო ბავშვთა სკოლის კულინარიული კლასისთვის შეიქმნა და დაიბეჭდა სპეციალური სახელმძღვანელოები, ბრაილის, მსხვილი შრიფტით და ტაქტილური გამოსახულებებით, რომელთა ანალოგიც საქართველოში დღემდე არ შექმნილა და რომელთა დახმარებით უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდები შეძლებენ პროდუქტების რეალურად აღქმას და კულინარიული საქმის დაუფლებას. ბაზისბანკი სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებში აქტიურადაა ჩართული. 2006 წლიდან ბანკში ...

Read More »

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4731 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4764 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.33 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9076 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9075 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6906 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2796 ლარი ...

Read More »

აჭარა იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2017“ წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. აჭარის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელშიც 130 ქვეყნის 1310 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს მეორედ იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო-საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადად, სამთო-სათხილამურო კურურტით, ღვინითა და  სოფლის ტურიზმის ...

Read More »

პაშა ბანკი Caspian Energy -ის მიერ ჩატარებული პირველი CEO Lunch Tbilisi-ს პარტნიორია

თბილისი (BPI) – 29 სექტემბერს Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრა. აღნიშნული ღონისძიება Caspian Energy-ს მიერ საქართველოში თავისი საქმიანობის განახლებას უკავშირდება. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები. ღონისძიებას საპატიო სტუმრების სახით ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი ...

Read More »

ავიაკომპანიების Emirates და flydubai შეთავაზება საქართველოს მიმართულებასაც შეეხება

ავიაკომპანიები Emirates და flydubai პარტნიორობის პირველ ზიარი კოდების მარშრუტებს აანონსებენ. პარტნიორობის საწყის ეტაპზე, ზიარი კოდები შეეხება 29 მიმართულებას – მათ შორის საქართველოსაც. აღნიშნული შეთავაზება დანიშნულების პუნქტებს შორის დაკავშირებისას მგზავრებს სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობას სთავაზობს. მომხმარებლებს ფრენების დაჯავშნა საიტზე -Emirates.com, ასევე საკონტაქტო ცენტრებისა და აგენტების დახმარებით შეეძლებათ. ამ შეთავაზების ფრენები კი 29 ოქტომბრიდან განხორციელდება. flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორის, Sheikh Ahmed bin Saeed Al ...

Read More »

ქართული პროდუქცია მილანში გამოიფინება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINEAPELLE“  სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარმოადგენენ. ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და  აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. სავაჭრო ...

Read More »

“ლიბერთი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისი (BPI) – „ლიბერთი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და „ლიბერთი ბანკმა“, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და პორტატული კომპიუტერები კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ. საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის – „მე არ ვარ, მასწ“. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი; მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის ...

Read More »

AirBaltic-ი 22 წლისაა და მგზავრებს ბილეთზე 22 ევროიან ფასდაკლებას უკეთებს

ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი დაბადების დღეს აღნიშნავს და საჩუქრების მიღების ნაცვლად, მას საკუთარ კლიენტებს უკეთებს. „დაბადების დღე გვაქვს ჩვენ, ხოლო საჩუქარი თქვენთვისაა“, მიმართავს AirBaltic-ი მომხმარებელს. როგორც ირკვევა, AirBaltic-ი უკვე 22 წლისაა და მას დაბადების დღის აღნიშვნა მგზავრებთან ერთად სურს. სწორედ ამიტომ ავიაკომპანია 3 დღის განმავლობაში ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია ავიაკომპანიის 60 მიმართულებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ფასდაკლება ბილეთზე 22 ევროა. 22 ევროთი ნაკლებ ფასად ...

Read More »

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ეცნობა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Al-Bawani Group-ი ეცნობა. ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ფახერ ალ შავაფს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. Al-Bawani Group-ი, რომელსაც საქმიანობის  30-წლიანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი ძირითადად სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის ...

Read More »