Daily Archives: ოქტომბერი 2, 2017

მსოფლიო რეკორდი ბათუმის ფრინველების საიმიგრაციო დერეფანში

თბილისი (BPI) –  აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი კონფერენციით დასრულდა. როგორც კონფერენციის დახურვაზე აღინიშნა, ფრინველებზე დაკვირვების 2017 წლის სეზონი აჭარაში განსაკუთრებული იყო. ორგანიზაცია BRC-ის წარმომადგენლის იოანეს იანსენის ინფორმაციით წელს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ბათუმი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ამის ნახვაა შესაძლებელი. ასევე ...

Read More »

“ფინანსები გადანაწილებულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სოციალურ მიმართულებებზე”

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთავრობას რესურსების გადანაწილება უწევს. “სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე,” – განაცხადა კაკაურიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს – ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“. ...

Read More »

EIB-იმ საქართველოს საჯარო სექტორში 1,33 მლრდ-ის საინვესტიციო პროექტები დააფინანსა

საქართველოს საინვესტიციო გარემო,  ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე. მხარეებმა EIB-თან წარმატებულ თანამშრომლობაზე აღნიშნეს, ისაუბრეს ბანკის  ჩართულობის გაზრდაზე კერძო სექტორში მიმდინარე ოპერაციებში, ასევე – საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რაც, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ...

Read More »

ტერაბანკმა ინტერნეტბანკი განაახლა 

თბილისი (BPI) – Ebanking.ge – ეს საიტი ტერაბანკის მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა დღეიდან Ebanking.ge -ზე შესულ სტუმრებს სრულიად განსხვავებული დიზაინი, ფუნქციონალი და შეთავაზებები დახვდებათ. ტერაბანკი ფილიალების შემდეგ, ახლა უკვე ინტერნეტბანკს აახლებს და მომხმარებლებს ახალ შეთავაზებებს უკეთებს. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი საბანკო მომსახურებით დისტანციურ რეჟიმში განახლებული ინტერფეისითა და სისტემით. გადარიცხვა, კომუნალური გადახდები, თეატრის ბილეთის შეძენა თუ საბანკო აქტივებისა და ...

Read More »

FlyUIA თბილისი-პარიზის ავიაბილეთებზე აქციას აცხადებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ავიაბილეთებზე აქცია თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებაზე იწყება და ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 214 ევროს შეადგენს. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 2 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა. „დაჯავშნეთ იაფად ...

Read More »

BGEO-ს კაპიტალიზაცია შემცირდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 32.02 – 33.97 გირვანქა სტერლინგად ივაჭრებოდა (L/w– GBP GBP 32.47 – 33.24). ფასი შემცირებულია -0.9%w.w; -5.3%Y.Y (წინა პერიოდის L/2w ანალოგიურად). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 216 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 54 000),კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის  (GBP 1.284 მლრდ (bloomberg)) 0.55% (L/w – GBP 1.296 მლრდ).  კაპიტალიზაცია შემცირებული -0.9%(w.w) მომატებულია  ...

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია გაზრდილია

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე  “თიბისის” (TBCB LI) კოტირებები გაზრდილია. გასულ კვირას მაქსიმალური ფასი  17 გირვანქა სტერლინგი (GBP) იყო. სასესიო კვირა GBP 16.6-ით დაიხურა (+0.9%w.w; +5.3%m.m). სულ, 126 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 879 მლნ-ია (L/w – GBP 861მლნ). საანგარიშო კვირას FTSE 250 ინდექსი გაზრდილია, თვის ჭრილში ...

Read More »

უნიკალური გამოფენები Check in Georgia-ს ფარგლებში: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე

თბილისი (BPI) – პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით “უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ...

Read More »

სადახლოზე 30600 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

თბილისი (BPI) – საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 30600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს, არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად, საზღვარზე, უკანონოდ, სხვადასხვა დასახელების კონიაკი (ჯამში 20,2 ლიტრი) გადმოჰქონდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Read More »

ისტანბულ რეკლამ მარკეტის მენეჯერი მარიამ არევაძე: რეკლამა ბიზნესის მუდმივი ძრავაა

თბილისი (BPI) – სარეკლამო კომპანია „ისტანბულ რეკლამ მარკეტ“ ფართო სპექტრის სარეკლამო მომსახურებას გთავაზობთ. თუ თქვენ გჭირდებათ რეალური ცვლილება, გახადოთ  თქვენი ბიზნესი უფრო მეტად  წარმატებული და მომგებიანი  – კომპანიაში იციან როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ მიზანს. როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარიამ არევაძე ამბობს, ბიზნესის წარმატებას მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად მიწოდება განსაზღვრავს. „თანამედროვე სამყარო რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია. კარგი რეკლამა ბიზნესისთვის ...

Read More »