Monthly Archives: ოქტომბერი 2017

7 საფეხურით წინ – Doing Business-ში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია წინა წელთან შედარებით 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია. DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. ახალი ...

Read More »

Pobeda თბილისსა და სტამბოლში ფრენებზე უარის თქმის გამო საავიაციო ხელისუფლებას უჩივის

თბილისი (BPI) – რუსულმა „ლოუკოსტერმა“ Pobeda-მ პირველად რუსული ავიაციის ისტორიაში ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსაერონავიგაციას“ უჩივლა. მიზეზი ამ უწყებების მიერ ავიაკომპანიისთვის საერთაშორისო რეისებზე უარის თქმა გახდა. როგორც რუსული მედია წერს, სარჩელის რეალური მიზეზი რეგიონებიდან საქართველოსა და თურქეთის მიმართულების ფრენებზე უარის თქმა გახდა. გასულ ზაფხულს Pobeda-მ შეიტანა განაცხადი მახაჩკალა-სტამბოლი-მახაჩკალას და კრასნოდარი-თბილისი-კრასნოდარის მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირეზე, თუმცა უარი მიიღო. იმავდროულად ავიაკომპანიამ უარი ...

Read More »

FlyUIA 25 წლის იუბილეს ორიგინალურად აღნიშნავს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA 25 წლის იუბილეს ორიგინალურად აღნიშნავს. FlyUIA-ს დაბადების დღე ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავში აღინიშნება. ამ დღეს კომპანია საჩუქრების მიღების ნაცვლად, საჩუქარს საკუთარ მგზავრებს გაუკეთებს. დაბადების დღის სპეციალური საჩუქარია ყველა სტუმარს 25%-იანი ფასდაკლების სერტიფიკატი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. ფასდაკლება ეხება ავიაკომპანიის ყველა რეისს და ყველა კლასს.

Read More »

პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა

თბილისი (BPI) – 27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი – პაშა ბანკი სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ...

Read More »

ბროწეულა-კოპიტნარის რკინიგზის გადასარბენზე გვირაბის მოეწყობა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი. სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.    

Read More »

თვითმმართველობის არჩევნები 2017 – რჩევები ახალი მერისთვის

თბილისი (BPI) – თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია. მისი განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია და მეტი თანამედროვეობა, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კალაძე ამბობს, ...

Read More »

ელექტრონული მმართველობის განვითარების ტენდენციები საქართველოში

თბილისი (BPI) – ელექტრონული მმართველობითი გარემოს ფორმირებით იზრდება მომსახურების წარდგენის რენტაბელობა, მართვის ეფექტიანობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება, პროცესების გამჭვირვალობა. სისტემა წარმოდგება ინოვაციური და დემოკრატიული მმართველობით, რაც განაპირობებს სახელმწიფოს ძლიერებას. მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის როლი სახელმწიფო მმართველობითი გარემოს ტრანსფორმაციის ხელშეწყობისა და პროდუქტიული ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ საქართველომ წარმატებებს მიაღწია ტექნოლოგიური გარემოს განვითარების მიმართულებით (ელექტრონული მთავრობის განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით). ამ მიმართულებით შთამბეჭდავია, ...

Read More »

“პროკრედიტ ბანკმა“ EIB და EIF -თან საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა

თბილისი (BPI) – „პროკრედიტ ბანკმა“ EIB და EIF -თან ერთობლივად, პირველ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებაზე განაცხადა, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, € 100 მლნ საინვესტიციო პორტფელით. შეთანხმება, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაფინანსებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობას ზრდის, თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით. ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა ბორისლავ კოსტადინოვმა განაცხადა, რომ პროკრედიტი პირველი საბანკო ჯგუფია, რომელმაც EU4Business ინიციატივის ფარგლებში პირველი ხელშეკრულებები ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს. ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია 50 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 17.33 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. გასული სასესიო კვირა GBP 17.22-ით დაიხურა (+1.18%w.w; +5.8%m.m). სულ, 99 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 000 აქცია შეადგინა. “თიბისის” საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 910.4 მლნ-ია (L/m– GBP 861მლნ).    

Read More »