Daily Archives: სექტემბერი 14, 2017

ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოებული ლითონის ნახევარზე მეტს რუსული “მეტინვესტი” ყიდულობს

თბილისი (BPI) – ფეროშენადნობთა ქარხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული პარტნიორები, რუსული კომპანიის “მეტინვესტის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრებს საწარმოში კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი და სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მხარეთა შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომპანიებს შორის არსებულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სპეციალური მმართველის ინფორმაციით, ქარხანაში ნაწარმოებ ხარისხიან პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება ...

Read More »

საქართველოს მოქალაქეებს “ევრომილიონების” სუპერ-ტირაჟში მონაწილეობისა და €130 მლნ-ის მოგების შანსი აქვთ

თბილისი (BPI) – საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ”ევრომილიონების” ოფიციალური ბილეთების ყიდვა შეუძლიათ, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ipn-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, “ევრომილიონების” მომდევნო სუპერ-ტირაჟი პარასკევს, 15 სექტემბერს გაიმართება. საერთაშორისო ლატარეის სერვისმა TheLotter.com-მა ლეგენდარული ტირაჟის ბილეთების გაყიდვა 11 სექტემბერს დაიწყო. ევროპული ლატარეა “ევრომილიონების” მიმდინარე წლის მეორე სუპერ-ტირაჟის გამარჯვებული 130 მილიონ ევროს მოიგებს. სუპერ-ტირაჟში მონაწილეობის მისაღებად ლატარეის სერვის TheLotter.com-ის საიტზე ბილეთის შევსებაა საჭირო. “ევრომილიონების” სუპერ-ტირაჟი ...

Read More »

აშშ საქართველოს $20 მლნ-ით დაეხმარება

თბილისი (BPI) – აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ ...

Read More »

ბათუმში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბათუმში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიოონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი). ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 5000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. 2017 წლის 1 ივლისიდან მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია ...

Read More »

ფრანგული რთველი – მუჯურეთული და კახური მწვანე ნიცაში

თბილისი (BPI) – საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი – მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა. „საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, – აცხადებს ილია კახოიძე. ანტიბაში ...

Read More »

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 32 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

თბილისი (BPI) – რთველი-2017-ის პროცესში, კახეთში მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია. 14 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 29,7 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 14,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ...

Read More »

ქართული ქათამი გაძვირდება ან საერთოდ ბაზრიდან გაქრება

თბილისი (BPI) – ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები დარგისთვის ხელშეშლაზე და პროდუქტის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. ამის მიზეზად ისინი  რამდენიმე დღის წინ ამოქმედებულ იმ ნორმატიულ აქტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წარმოებულ ფრინველის ხორცზე მწარმოებელს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაზღრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.  ...

Read More »

როგორ დავძლიოთ აეროჰობია – რეკომენდაციები Georgian Airways-ისგან

თბილისი (BPI) – როგორ დავძლიოთ აეროჰობია – ეს ის კითხვაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს აწუხებს. აეროჰობიით შეპყრობილთათვის Georgian Airways-ი რეკომენდაციებს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ფრენის შიშის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია. “მთავარია, მასთან გამკლავება შეძლოთ და არ გადადოთ გეგმები. რა სასიამოვნოა ღრუბლებში ფრენა?!… სულ რამდენიმე საათში კი, სასურველ ადგილას აღმოჩნდებით. წინ საინტერესო მოგზაურობა გელით, მოიკრიბეთ ძალა, დატვირთეთ გონება პოზიტიური ამბებით. არ დაიწყოთ ...

Read More »

მიხეილ ჯანელიძე: პოლოლიკაშვილის გამარჯვება ქვეყნისთვის ახალი წარმატების და აღიარების საფუძველია

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. „საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი ...

Read More »

“საქართველოს ბანკი” „გლობალურ ბიზნეს ფორუმს“ უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკი” „გლობალურ ბიზნეს ფორუმს“ უმასპინძლებს, „საქმიან ქალთა გაერთიანებასთან“ პარტნიორობით. ბანკის ინფორმაციით,  „გლობალური ბიზნეს ფორუმი“ საქართველოში პირველად ტარდება. მონაწილეობენ: ადგილობრივი სამთავრობო და  კერძო სექტორი, ასევე დელეგატები სხვა ქვეყნიდან ( დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული საამიროები, თურქეთი …) ფორუმის მთავარი მიზანი  ქალთა ბიზნესის გაძლიერებაა. ღონისძიება 15 სექტემბერს 09:00 სთ-ზე  „ბილტმორში“  გაიხსნება.

Read More »