Daily Archives: სექტემბერი 13, 2017

სითი მოლი ქავთარაძეზე ფართოვდება

თბილისი (BPI) – სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი – საბურთალო“ ფართოვდება. გაფართოებულ ცენტრში საერთაშორისო ბრენდული მაღაზიები და კვების ობიექტები გაიხსნება. მოეწყობა გასართობი ცენტრიც. როგორც “სითი მოლში” აცხადებენ, გაფართოების შემდეგ, 2018 წლიდან სითი მოლი საბურთალოს სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას. ამ ეტაპზე ქავთარაძის N1-ში მდებარე ”სითი მოლის” შენობის ფართი 17,000 მ²-ია, ახალი შენობა კი 36 000 მ²-ზე იქნება განთავსებული და ბიზნესცენტრის გარეშე, 87,000 მ² ...

Read More »

GMP-ი წარმოებული მედიკამენტებისთვის საექსპორტო გეოგრაფიას აფართოებს

თბილისი (BPI) – “PSP ჯგუფში” შემავალი ფარმაცევტული კომპანია GMP-ი საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს. როგორც “PSP ჯგუფის” გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი BPI-თან აცხადებს, ახალი მედიკამენტების დარეგისტრირებისა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული პროცედურებია. ამ დროისთვის GMP-ში წარმოებული ქართული მედიკამენტები 11 ქვეყნის ბაზარზე პოზიციონირებს, რეგისტრირებულია 70-80 დასახელების მედიკამენტი. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიკამენტების გატანასთან დაკავშირებით ყაზახეთთან ...

Read More »

PSP საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება ”სტივი ევორდსის” გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული კომპანია ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოების ”სტივი ევორდსის” გამარჯვებული ხდება. ქართულმა PSP ჯგუფმა  ”სტივი ევორდსზე” ნომინაცია ”წლის საუკეთესო რებრენდიგი” გაიმარჯვა. “მანამდე არც ერთ ქართულ კომპანიას, ქართულ ორგანიზაციას არ გაუმარჯვია ამ დაჯილდოებაში. ამიტომ არამარტო ჩვენს თანამშრომლებს ვულოცავ ამ წარმატებას, არამედ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ქვეყანას”, – განაცხადა PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა. “PSP ჯგუფის” გენერალური ...

Read More »

“PSP ჯგუფი” კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსს” აფართოებს

თბილისი (BPI) – “PSP ჯგუფი” კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსს” აფართოებს. როგორც “PSP ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი BPI-თან განმარტავს, კლინიკა ორთაჭალაში “ნიუ ჰოსპიტალსის” ტერიტორიაზე შენდება. სამშენებლო სამუშაოები 14 თვეში დასრულდება და კლინიკა 9000 კვ მეტრ ფართს დაიკავებს. გაფართოებულ კლინიკაში მომხმარებელს ახალ სერვისებს შესთავაზებს. კლინიკა 2011 წელს ამოქმედდა. მის მშენებლობაში “PSP ჯგუფმა” 23 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო. “ნიუ ჰოსპიტალსი” არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, იგი აღჭურვილია ...

Read More »

ირანის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია

თბილისი (BPI) –  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მიესალმნენ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ...

Read More »

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა

თბილისი (BPI) – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები, N14 დაწესებულებაში კი კერამიკის სახელოსნო გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. სამინისტროში ამბობენ, რომ სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პენიტენციურ დაწესებულებებში ...

Read More »

ხანძრების ეკონომიკური გავლენა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ეკოსისტემის ფასეულობა. „კლიმატის ეკონომიკაზე“ გავლენას ახდენს ჯანსაღი ეკოსისტემა, ბუნებრივი რესურსების განვითარება, ხალხის ჯანმრთელობა, კლიმატის ცვლილებები, ეკოლოგიური მდგომარეობა. არსებითია აღინიშნოს, რომ ხანძრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. ხანძრებს გააჩნია, როგორც გლობალური ისე ლოკალური შედეგები. ბიზნესისათვის წარმოდგენს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას და რისკს. წამყვანი გლობალური ორგანიზაციების კვლევებით, ხანძრები შედის გლობალური საფრთხეების ათეულში,  რომელიც ცვლის დედამიწის ...

Read More »

ექსპორტი ზრდის ტრენდით – საგარეო ვაჭრობა გაიზარდა

თბილისი (BPI) –  საქართველოში 2017 წლის იანვარ-აგვისტოში  საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,2%-ით გაიზარდა და 6,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1,682 მლრდ დოლარი იყო , იმპორტი – 4,935 მლრდ დოლარი. ექსპორტი ისევ ზრდის ტრენდით ხასიათდება და ერთი წლის განმავლობაში ზრდის ნიშნულმა 28.5%-ს მიაღწია, გაზრდილია იმპორტიც (+7.5%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 ...

Read More »

რა მართავს ლარს

თბილისი (BPI) – 3 წელი ეროვნული ბანკი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ რეფინანსირების სესხები ზეგავლენას არ ახდენს ლარის კურსზე, ხოლო ახლა ამის საპირისპიროს იძახის. 21 აგვისტოდან ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. თუ 21 აგვისტოს ლარის დოლარის მიმართ 2,38, ხოლო ევროს მიმართ 2,80 კურსის ნიშნულზე იყო, 6 სექტემბრისთვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად 2,49 და 2,96 დონეზე დაეცა. ამ ხნის მაძილზე ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია. ...

Read More »

საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურსს გამოაცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, განათლებისა ...

Read More »