Daily Archives: სექტემბერი 12, 2017

Apple-მა დაანონსებული ახალი, საიუბილეო iPhone X წარადგინა

თბილისი (BPI) – როგორც Apple-ის მიერ ახალი პროდუქტების წარდგენამდე დაანონსდა, კომპანიამ ახალ კამპუსში Apple Park სმარტფონეთან iPhone 8, iPhone 8 Plus-ი  და iPhone X წარადგინა. iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი სმარტფონის მეშვიდე მოდელის შთამომავალია.  iPhone X კი პრინციპულად ახალი, პრემიალური ვერსიაა. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქტს კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ. iPhone X-ის ფასი აშშ-ში 999 დოლარიდან იქნება და მისი ყიდვა ...

Read More »

iPhone 7 მოძველდა, Apple-მა ახალი iPhone 8 წარადგინა

თბილისი (BPI) – დღეიდან iPhone 7 მოძველებულ სმარტფონად ითვლება. Apple-მა ახალი iPhone 8 წარმოადგინა, რომლის ღირებულებაც აშშ-ში 699 დოლარი, Plus-ვერსია— $799 იქნება. ახალ iPhone 8-ს მთლიანად შუშის კორპუსი აქვს და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ის არ იმსხვრევა. სმარტფონი წყალმაძლეა, მასში გამოყენებულია ახალი6 ბირთიანი პროცესოსრი A11. პირველად Apple-ს ისტორიაში iPhone-ს გრაფიკული ჩიპი აქვს. ახალი პროდუქტები სამ ფერშია – საი, ნაცრისფერი და ოქროსფერი. ...

Read More »

ილაპარაკე საათით მობილურზე – Apple-ის ახალი სმარტ საათის ფასი $329-399 იქნება

თბილისი (BPI) – ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი სმარტ საათი Apple Watch Series 3 წარადგინა. მის ციფერბლატზე გულისცემის სიხშირე აისახება. გარდა ამისა, საათს შეუძლია მფლობელის არითმიის ამოცნობა და ამის სესახებ შეტყობინება. ახალი პროდუქტი Watch OS 4 ბაზარზე 19 სექტემბრიდან გამოვა. პროდუქტში LTE-მოდულია. ახლა უკვე შესაძლებელია iPhone-ის სახლში დატოვება და ტელეფონზე საუბრის შესაძლებლობა მფლობელს საათით ექნება. ამავდროულად ნომერი იგივე იქნება, რომელიც ...

Read More »

Apple Store-ის რითეილ მაღაზიების რედიზაინი იგეგმება

თბილისი (BPI) –  Apple Store-ის რითეილ მაღაზიები მთელ მსოფლიოში რედიზაინს განიცდის, – ამის შესახებ ცნობილი Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. მაღაზიაში იქნება  ე. წ. ვერანდები მაგიდებით, სადაც მომხმარებელი დასვენებას შეძლებს, შიგნით განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, სადაც Apple-ის ხელმძღვანელობას თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვადასხვა საკითხის განხილვა შეუძლია. როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, კომპანია ცდილობს Apple Store-ს ჰქონდეს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ გაყიდვების ადგილია.

Read More »

Apple-ი ახალ პროდუქტებს კომპანიის ახალ კამპუსში წარადგენს

თბილისი (BPI) – სტივ ჯობსმა ზუსტად 10 წლის წინ მსოფლიოს პირველი სმარტფონი iPhone  წარუდგინა. შედეგად ამერიკული კორპორაცია Apple ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 10 წლის შემდეგ კომპანია ახალი პროდუქტების პრეზენტაციას ცოტა ხნის წინ აშენებულ ახალ კამპუსში Apple Park მართავს. პრეზენტაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მომხმარებელს წარუდგენს 3 ახალ პროდუქტს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა ახალი კამპუსის მნიშვნელობასა და ...

Read More »

ქართულმა სტარტაპმა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა

თბილისი (BPI)- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულმა Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნა დაიწყო. მიღწევები პროექტის ავტორმა რატი ღოლიჯაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო. Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული. საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი. ...

Read More »

ბრიტანული საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ბრიტანული საინვესტიციო ფონდი CapEthica Investment Fund (CIF) საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. ფონდის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა უმასპინძლა და მათ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CapEthica Investment Fund-ი საქართველოში ...

Read More »

ქუთაისში 5*-იან სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტს” თემურ ჭყონია ააშენებს

თბილისი (BPI) – ქუთაისში 5*-იანი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” აშენდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი “ქორთიარდ მარიოტის” წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ქალაქის მერიაში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს”. სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული “მაკდონალდსის” გვერდით განთავსდება. ადგილი სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები. “ეს არის ...

Read More »

საქართველოს რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით ახალი მარკეტინგული კამპანია დაიგეგმა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთისა და იმერეთის რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყება. ტურიზმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კახეთის და იმერეთის რეგიონების ახალი მარკეტინგული სტრატეგია და საიმიჯო ვებგვერდები მომზადდება. ახალ სტრატეგიაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კახეთის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მუშაობენ. პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. ...

Read More »

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება

თბილისი (BPI) – მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება. ავიაციის მეშვეობით სამეგრელოს და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. 13 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა. ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით ...

Read More »