Daily Archives: სექტემბერი 11, 2017

მთავრობა ბიზნესის სტიმულირებას იწყებს

თბილისი (BPI) – მთავრობა ბიზნესის სტიმულირებას იწყებს. სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის ლობისტები მიიწვია, სწორედ სტიმულირების ახალ მექანიზმზე იმსჯელეს. დამატებითი ინსტრუმენტი  კომიტეტების სახით იქმნება და მასში მთავრობა და კერძო სექტორი იქნება გაერთიანებული. პირველ ეტაპზე პრიორიტეტების მიხედვით 3 კომიტეტი იმუშავებს ლოგისტიკის, ტურიზმის და მწარმოებლების მიმართულებით. როგორც საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძრვანელი ლევან სილაგაძე ამბობს, მხარეები დარგში არსებულ პრობლემებს მოიძიებენ და მათი მოგვარების გეგმებსა ...

Read More »

“დინ გრუპი” ფართოვდება და ბეტონის საწარმოს ხსნის

თბილისი (BPI) – “დინ გრუპი” ფართოვდება.  კომპანია თავად შეძლებს ბეტონის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას. ახალ საწარმოს მენეჯმენტი ოქტომბრის ბოლოს გახსნის, ბეტონის წარმოებას დაიწყებს და დამატებით 15 ადამიანს დაასაქმებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, ლიზინგის მიმართულებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა ...

Read More »

პარლამენტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში სხდომების გამართვას ხელს არ შეუშლის

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვას ხელს არ შეუშლის. “რეაბილიტაციას კავშირი არ ექნება, საპარლამენტო სხდომების გამართვასთან, ეს იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ისედაც, მომავალი წლის ბოლომდე, რომც გვინდოდეს, ვერანაირად ვერ ჩავატარებთ სხდომებს თბილისის პარლამენტის სასახლეში, თუმცა უფრო ხანგრძლივი ვადითაც ვგეგმავთ ქუთაისში დარჩენას. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ საზოგადოების ...

Read More »

შეიძლება თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა ორსულთათვის

თბილისი (BPI) – 21-ე საუკუნის მეანგინეკოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ქალბატონებს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლიათ თვითმფრინავით მგზავრობა. ოსრულებს, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეკომენდაციებს სთავაზობს და მათთვის განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, ხშირად, ავიაკომპანიებს აქვთ კონკრეტული წესები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლი მოთხოვნაა. “მნიშვნელოვანია, რომ ავიაბილეთის შეძენამდე მიიღოთ ინფორმაცია არსებული შეზღუდვების შესახებ. ასევე, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ...

Read More »

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, 7 წლის შემდეგ პირველად გააუმჯობესა. რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაიზარდა, პროგნოზით “სტაბილური”. ფინანსთა მინისტრის თქმით, Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა და ეს არის პირველი გაუმჯობესება 2010 წლის შემდეგ. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში უკავია. დიმიტრი ...

Read More »

ყურძნის რეალიზაციიდან კახელმა ფერმერებმა 18 მლნ ლარი მიიღეს

თბილისი (BPI) – კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 11 სექტემბრის 13:00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 18.7 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ამ დროისთვის ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით, უკვე 18 მლნ ლარამდე აქვთ მიღებული. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, მათგან 67 უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში.

Read More »

7 ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა

თბილისი (BPI) – საქართველო ღვინის სამშობლოა, – ეს 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს. პროექტს ხელმძღვანელობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი. 11 ოქტომბერს, ღვინის ცივილიზაციის ქალაქში, ბორდოში,  ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში, რომელსაც „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჰქვია, გაიმართება ამ სამეცნიერო ჯგუფის შეკრება და საზოგადოებას წარუდგესნ აღნიშნული კვლევის ანგარიში. წამყვანი მეცნიერები 3 წლის განმავლობაში ზედმიწევნით ...

Read More »

ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას “საქართველოს ბანკის” 456 000 აქციით ივაჭრეს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას32.92 – 34.83  გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა (L/m – GBP34.25 – 35.90). ფასი შემცირებულია (-4.3%w.w; -7.84% m.m) G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 456 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 60 000). კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.304 მლრდ (bloomberg) 0.65% (L/m – GBP 1.33 მლრდ) შემცირებულია – FTSE 250 ინდექსი (BGEO სადაც ...

Read More »

“თიბისიის” საბაზრო კაპიტალიზაცია ივნისიდან შემცირებულია

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკის” (TBCB LI) აქციის ფასი გაზრდილია. გასულ კვირას  მაქსიმალური იყო 16.85 გირვანქა სტერლინგი (GBP). საანგარიშო სასესიო კვირა GBP 16.2-ით დაიხურა (+0.12%w.w; -0.61%m.m). 131 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 22 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია ივნისიდან შემცირებულია,  ამ დროისთვის GBP 860.7 მლნ-ია  (20.06.2017 – GBP 908.779 მლნ).

Read More »

გიორგი გახარია: ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და დღეს ბიზნესის წარმომადგნელებთან შეხვედრა ნაყოფიერი რიგითი შეხვედრა იყო. “ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს, ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს,“ – განაცხადა ეკონომიკი მინისტრმა. მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან ბევრ საკითზე გაიმართა საუბარი, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს EBRD-ის ...

Read More »