Daily Archives: სექტემბერი 10, 2017

Apple-ი 12 სექტემბერს ახალ პროდუქტებთან ერთად საიუბილეო, ინოვაციურ პლანშეტს iPhone X წარადგენს

თბილისი (BPI) – კომპანია Apple-ი 12 სექტემბერს სამი ახალი სმარტფონის iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X პრეზენტაციას გამართავს, ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს. iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი სმარტფონის მეშვიდე მოდელის შთამომავალია.  iPhone X კი პრინციპულად ახალი, პრემიალური ვერსია იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქტს კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ. მოწყობილობის დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავებულია.  iPhone X-ი აღჭურვილი იქნება OLED-ეკრანით, გაუმჯობესებული ...

Read More »

კახეთში 16 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

თბილისი (BPI) –  კახეთის რეგიონში 10 სექტემბრის მონაცემებით,16 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 6 ათას ტონამდე რქაწითელი, 8 ათას ტონამდე საფერავი, 812 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით ფერმერებმა 14,8 მლნ ლარი მიიღეს. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 116 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა ...

Read More »

გურჯაანში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. განახლებული სახლ-მუზეუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ  და ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ “უნისონის” სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტომ დააკმაყოფილა უნისონის სარჩელი და ამით, როგორც კომპანიაში განმარტავენ, საშუალება მისცა სადაზღვევო კომპანიებს თავისუფლად გასცენ საბანკო გარანტიები. როგორც კომპანიაში ამბობენ, “უნისონი“ უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა  „შემსყიდველის“ (ბენეფიციარის) მხრიდან, სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღებისა და აღიარების ნაწილში პრობლემებზე მიათითებდა და აღნიშნავდა, რომ ეს საკითხი აშკარად შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის, მომხმარებლისათვის არჩევანის წართმევისა და ბანკებისათვის უპირატესი უფლებების ...

Read More »

“ისთ ფოინთში” “ერთგულის” სასკოლო ფესტივალი მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ისთ ფოინთში მომხმარებლებს თიბისი ბარათი “ერთგულის” მფლობელებს სასკოლო ფესტივალს სთავაზობს. ფესტივალი გუშინ დაიწყო და ბარათის მფლობელებს უამრავი სიახლე ელოდება: გაორმაგებული ქულები ერთგულის ყველა პარტნიორთან ისთ ფოინთში, სპეციალური შეთავაზებები, გასართობი პროგრამა პატარებისთვის, მათ შორის სახის მოხატვა, თამაშები, ბამბის ფერადი ნაყინები, მასკოტები და ფერადი ბუშტები.  “ერთგულის პარტნიორები ისთ ფოინთში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებენ. მაგალითად, ჯონ ვრეპი სასკოლო წიგნებს ერთ ლარად შეგფუთავს, კენარი ფასდაკლებას სთავაზობს ბავშვის ...

Read More »