Daily Archives: სექტემბერი 8, 2017

Spar-ი მაღაზიათა ქსელს აფართოებს და ფილიალს სამტრედიაში ხსნის

თბილისი (BPI) – Spar Georgia-ი მაღაზიათა ქსელს აფართოებს. ახალი ფილიალი მენეჯმენტმა სამტრედიაში გახსნა. მარკეტის გახსნასთან დაკავშირებით სამტრედიის სპარში სრულ არორტიმენტზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. გახსნაზე სპარი ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტორტითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. სპარის მარკეტში 10 000-მდე დასახელების პროდუქტი იყიდება და როგორც სპარის მენეჯმენტში განმარტავე,ნ სპარი სამტრედიის მოსახლეობას  ყოველკვირეული აქციებითა და სხვადასხვა აქტივობით გაახარებს. როგორც ცნობილია, სპარ საქართველო აგრძელებს ფრენჩაიზინგის ...

Read More »

TBC Pay მომხმარებელს ფრაგმენტული ხარვეზის შესახებ ატყობინებს

თბილისი (BPI) – TBC Pay მომხმარებელს ფრაგმენტული ხარვეზის შესახებ ატყობინებს 21:00 სთ-დან (08.09.2017) 01:00 სთ-მდე (09.09.2017). თიბისის ბანკში განაცხადეს, რომ შეფერხება პროგრამულ განახლებას უკავშირდება. ანალოგიური ხარვეზი მოსალოდნელია ინტერნეტ და მობაილბანკის ქსელში. განახლების გამო შეფერხება თიბისი ბანკის 24/7 სივრცეში მოქმედ ტერმინალებზე იქნება. ასევე ბანკის 24 სთ-იან მომსახურების ფილიალებში. გამონაკლისია მხოლოდ „მერიოტში“, სადაც სერვისცენტრი შეუფერხებლად იმუშავებს. ქუჩაში არსებული ტერმინალების მომსახურებას მომხმარებელი ჩვეულ ...

Read More »

ასლი: კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა და აზრს, ვერც მუქარა შემაცვლევინებს, ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისი (BPI) – მიუხედავად იმისა, რომ  საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს სასამართლოში უჩივის, ფადი ასლი პოზიციების დათმობას არ აპირებს. ბიზნესმენი და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნავდა, რომ  ვერაფერი შეაცვლევინებს აზრს მოსამართლე კაკაბაძესთან დაკავშირებით. როგორც ამბობს, იგივე განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სადაც მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელის განხილვა ფადი ასლის წინააღმდეგ დაიწყო. „სასაცილოა, რომ მოსამართლე, რომელიც თბილისის ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება – ახალ ტერმინალს “ანაგი” ააშენებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება. ახალ ტერმინალს კომპანია „ანაგი“ ააშენებს, რომელმაც უფლება სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების საფუძველზე მოიპოვა. კომპანიის ცნობით, “ანაგსა” და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სატენდერო ფასი დაახლოებით 23 მლნ ლარამდეა. ახალი ტერმინალი არსებულის მიმდებარედაა. პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს. პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება. ...

Read More »

გახარია: საქართველოს აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილო-სამხრეთის კორიდორებზე დამაკავშირებელი კარიბჭის როლი

თბილისი (BPI) – ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“- ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართა უკრაინის ქალაქ ოდესაში. კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო. როგორც კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მაღალი დონის ფორუმის მსჯელობის ძირითადი თემა იყო სატრანზიტო დერეფნები, კავშირი ქვეყნებსა და მათ ეკონომიკებს შორის. ფორუმზე ისაუბრეს იმ ...

Read More »

“უმასპინძლე საქართველოს” ფარგლებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაში 89 მლნ-ია ინვესტირებული

თბილისი (BPI) – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ “უმასპინძლე საქართველოს” კომპონენტის ფარგლებში 89 მლნ ლარია ინვესტირებული. სააგენტოს მონაცემებით, პროგრამის ფარგელბში დაფინანსებული 32 სასტუმრო 976 დამატებით ოთახს და 1050 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. სასტუმროები გაიხსნება ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიასა და გურჯაანში. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობის მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ახალი კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის ...

Read More »

რუხში ინოვაციების ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება

თბილისი (BPI) „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნას გეგმავს. ცენტრს სააგენტო წლის ბოლომდე გახსნის. ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგართან წვდომას; სერვისებს რეგიონში ახალი სტარტაპ კომპანიების შესაქმნელად; წვდომას სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროგრამებთან ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. მსგავსი ცენტრები უკვე გახსნილია ჭოპორტში, ბაღდათსა და ხარაგაულში. 2018 წელს იგეგმება ინოვაციების ცენტრების გახსნა ​ წალენჯიხასა და ოზურგეთში. ინოვაციების ცენტრების მთავარ ...

Read More »

მინერალური წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება

თბილისი (BPI) – მინერალური წყლების ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება. ახალ ბრენდს „მინერალური წყალი კობი“ ბაზარზე სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია „აქვა გეო“ გამოიტანს. პროდუქტი დახლებზე 2018 წლის ივნისის თვიდან გამოჩნდება. პროდუქტის წარმოების მიზნით, “აქვა გეო” გაფართოებას გეგმავს. კომპანია ახალ საწარმოს ააშენებს და უახლესი მანქანა დანადგარებით აღიჭურვება. მენეჯმენტი გეგმების განხორციელებას „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლებს. ახალი ბრენდირებული პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ...

Read More »

საქართველო კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-2 პოზიცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის კი, 1-ლი ადგილი დაიკავა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო არის ის გამონაკლისი, რომელსაც არცერთ თემატურ მიმართულებაში არ მიუღია ნულოვანი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთიან და კომპლექსურ მიდგომას კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ინდექსი სახელმწიფოების მიერ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით აფასებს. შეფასებული თემატური ...

Read More »

აჭარის მთავრობა პრივატიზაციიდან 35 მლნ ლარის მობილიზებას ელის

თბილისი (BPI) – 2017 წელს აჭარის მთავრობა რესპუბლიკურ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 35 მლნ ლარის მობილიზებას ელის. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტით დაგეგმილ მაჩვენებელს რამდენადაც აჭარის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით, გაწერილია 21,055 მლნ ლარი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის არაფინანსური აქტივების (მიწა) კაპიტალური შემოსავლების გეგმა 18,875 მლნ ლარია, ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან (ქონება) შემოსასვლელი გეგმა 2,18 მლნ ლარი. სამინისტროს მონაცემებით, ...

Read More »