Daily Archives: სექტემბერი 7, 2017

მოქალაქეებს 174 439 ლარის დავალიანება ჩამოეწერა

თბილისი (BPI) – მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წარდგენილი 130 შუამდგომლობა სემეკმა მოქალაქეთა სასარგებლოდ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სემეკში სს „თელასის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ მიმართ, ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერაზე მიიღეს. ენერგოომბუდსმენის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან 174 439 ლარი ჩამოეწერათ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ხანდაზმული დავალიანებების ...

Read More »

GWS-ი ინფორმაციას, თითქოს კომპანიის კუთვნილ ვენახებს ცეცხლი უკიდია არ ადასტურებს

თბილისი (BPI) – კომპანია GWS-ი გავრცებულ ინფორმაციას, თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ვენახებს ცეცხლი უკიდია არ ადასტურებს და აბსურდულს უწოდებს, – ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. “თელავში, GWS-ის ქარხნის მახლობლად ბალახზე გაჩენილი ცეცხლი ჩამქრალია. ქარხანამდე ცეცხლს არ მიუღწევია და არც შეხებია, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია GWS-ის საკუთრებაში არსებულ ვენახებს ცეცხლი უკიდია, სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო მეტიც, კომპანიის ვენახები საწარმოდან გაცილებით შორს მდებარეობს,” – განმარტავს კომპანია ...

Read More »

სემეკმა წყლისა და დენის ტარიფების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

თბილისი (BPI) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სემეკმა საქმისწარმოება დაიწყო შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „რუსთვის ...

Read More »

ლარი 1,72 თეთრით ისევ გამყარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაცვლითი ახალი კურსი გამოაქვეყნა. სებ-ის ცნობით, 7 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4630 ლარი შეადგინა.  დღეს მოქმედი კურსი 2.4802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.72 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9536 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9579 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, ...

Read More »

თიბისი დაზღვევის ბოტით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა უკვე შესაძლებელია

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევის  ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა. კომპანიის ცნობით, ბი ბოტით  ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება; წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება ...

Read More »

“თიბისიმ” ლარის სასესხო პორტფელი გაზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისიმ” პორტფელის დოლარიზაცია შეამცირა. ფიზიკური პირების სასესხო პორტფელი 1 აგვისტოს მდგომარეობით, 4.257 მლრდ ლარია (H1/2017 – 4.216 მლრდ; +1%m.m). ლარში გაზრდილია, ₾ 2.1 მლრდ -მდე. საცალო პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი  50.7%-ია  (01.06.2017 –  51.8%). 01.08.2017 ●     მლრდ  ₾ სესხები∑     7.493 მათ შორის საცალო     4.257 საცალო სავალუტო     2.159 წყარო:კომერციული ბანკი  

Read More »

“თელიანი ველის” ქვევრის ღვინოებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა

თბილისი (BPI) – „ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა: „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2015“ – ოქრო „გლეხური ქისი ქვევრი 2015“- ვერცხლი „გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2015“ – ბრინჯაო „ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი“ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია  მსოფლიოსთვის საუკეთესო ...

Read More »

Bloomberg-ის სისტემაში ლარს გამყარების ტრენდი აქვს

თბილისი (BPI) – დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს ისევ გამყარების ტრენდი აქვს. დილიდან ვაჭრობა $1/2.470 ლარიდან დაიწყო. თბილისის დროით, 16:20 საათისთვის $1/2.4606 ლარი ღირს. 0,009 პუნქტიანი გამყარება ფიქსირდება. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ბოლო 1 თვის განმავლობაში 5 აგვისტოს ლარის ყველაზე მაღალი გაუფასურება დაფიქსირდა და $1/2.4950 ლარი იყო.

Read More »

აგვისტოში სავალუტო რეზერვები შემცირდა

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები შემცირდა, 1 სექტემბრისთვის $2,915 მლრდ-ს შეადგენს (-0.8%m.m; +0.5%Y.Y). სებ-ის სტატისტიკით, უცხოური ვალუტის რეზერვები $2.709 მლრდ-ია (L/Y – $2.682 მლრდ). სარეზერვო აქტივები რეზერვების გარდა SDR-საც მოიცავს, რომლის მოცულობა $206 მლნ-ია.

Read More »

Air Astana მგზავრებს Boeing 767-ის ბორტზე Wi-Fi-ს სერვისს სთავაზობს

თბილისი (BPI) – ყაზახური ავიაკომპანია Air Astana მგზავრებს Boeing 767-ის ბორტზე Wi-Fi-ს სერვისს სთავაზობს. ავიაკომპანიის ცნობით, Air Astana გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელიც Inmarsat Global Xpress-თან მარალი ხარისხის თანამგზავრული კავშირი დაამყარა. კომპანიის ცნობით, ინტერნეტის სიჩქარე ბორტზე მინიმუმ 2 მბ/წმ იქნება. წლის ბოლომდე ავიაკომპანია Wi-Fi-ს სერვისით დანარჩენ ორ Boeing 767-საც აღჭურავს. Air Astana-ს ბორტზე ინტერნეტ პაკეტების ღირებულება ასეთია: „სტარტი“ – ...

Read More »