Daily Archives: სექტემბერი 6, 2017

საპარლამენტო უმცირესობას ფინანსთა მინისტრთან კითხვები აქვს

თბილისი (BPI) – პარლამენტში დღის ბოლოს ფინანსთა მინისტრზე მოთხოვნა გაიზარდა. ქუმსიშვილთან უმრავლესობას კომპლიმენტების თქმა უნდა, უმცირესობას კითხვები აქვს თხილის ბიზნესის პერსპექტივის დაბრუნებაზე, პედაგოგების სახელფასო პოლიტიკაზე, როდის მიახლოვდება დაპირებულ 800 ლარს, რა შედეგი მოყვა ლარიზაციას, ვინ აუფასურებს ლარს. თუმცა, ბოლო კითხვაზე პასუხი რომან გოცირტიძემ გასცა, რომ მთავრობა აუფასურებს ლარს, რადგან ამის ფუნდამენტური ფაქტორები (ტურიზმი; ტრანსფერები, სავალუტო ნაკადები) პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს. რომან ...

Read More »

ხაზინის ფულის მართვის ოპერაციებზე არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს

თბილისი (BPI) – ხაზინის ფულის მართვის ოპერაციებზე კომენტარი არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მპკ-ის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მექანიზმი სებ-თან შეთანხმებულია, მასთან კოორდინირებით ხორციელდება, შემუშავებულია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისა დახმარებით. ეს ოპერაციები არ იწვევს ფულის მიწოდების ზრდას გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური მოცულობით ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება. ეს მსგავსი პროდუქტებია და ერთმანეთს აბალანსებს.

Read More »

მსჯელობა ლარის კურსზე – გოცირიძე მიზეზად ხაზინის ფულის ბანკებზე გასესხებას ასახელებს

თბილისი (BPI) – რომან გოცირიძემ ლარის დასუსტების ხარჯზე, მთავრობის გასესხებული 0,6 მილიარდზე მსჯელობა fb-დან პარლამენტში გადაიტანა. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გაბრაზებულია იმ „ოროსანზე“, რომლის იდეითაც  ე.წ. სადეპოზიტო  პროდუქტი დაინერგა და რომლის ინსპირატორი სავარაუდოდ კეინსის  ბროშურა გახდა.  30-იანი წლების დიდი დეპრესიიდან შოკური თერაპიის ავტორის, რომლიც მიდგომა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ეფექტს ეყრდნობა. ისე, ცენტრალური ბანკები დღესაც კეინსის  მიდგომებით ხელმძღვანელობენ. გოცირიძე სწორედ მთავრობის ამ ...

Read More »

ლარი დოლართან 1,24 თეთრით, ევროსთან 0,83 თეთრით გამყარდა

თბილისი (BPI) – ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ბანკის ცნობით, 6 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4802 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.4926 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9579 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.83 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7199 ...

Read More »

მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისი (BPI) – მმართველი გუნდი ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის სახურავი, შუშის კონსტრუქცია, ასევე, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. “მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. პირველ რიგში, საჭიროებს გადახურვას, ასევე არის პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის ...

Read More »

კოვზანაძე: ლარის დევალვაციის მაკროეკონომიიკური საფუძვლები არ არსებობს, ეს დროებითი მოვლენაა

თბილისი (BPI) – ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ლარის კურსის დევალვაციას ფუნდამენტური მაკროეკონომიიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს და ამ მოვლენას დროებითი და მოკლევადიანი ხასიათი აქვს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსი და ამიტომ მოძრაობა აი მიმართულებით შეიძლება იყოს ორმხრივი, როგორც ლარის გამყარების ასევე დევალვაციის კუთხით. “ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხედავდა, რომ ჩვენ გვქონდა ლარის გამყარება. ამ თვალსაზრისით ...

Read More »

Euronews-ი ბათუმს გადაცემას უძღვნის (ვიდეო)

თბილისი (BPI) – პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გადაცემა „მეტროპოლიტანის“ მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო. ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა „ბათუმი – სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა.  ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ ...

Read More »

პოლონური ავიაკომპანია LOT-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას იწყებს

თბილისი (BPI) – პოლონური ავიაკომპანია LOT-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციაზე აცხადებს. ავიაკომპანია მგზავრებს ფასდაკლებას სთავაზობს არამხოლოდ პოლონეთის ქალაქების, ასევე ბერლინის მიმართულებითაც. აქციის ფარგლებში ავიაბილეთის შეძენა უნდა მოხდეს 19 სექტემბრამდე. მოგზაურობის პერიოდი 1-ელი ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. აქცია ვრცელდება ახალი წლის დღეებში განხორციელებულ რეისებზეც. ავიაბილეთების ფასი მოცემულია ორი გზის და მოსაკრებლების ჩათვლით. TBS WARSAW EUR 139 TBS GDANSK EUR 179 TBS KRAKOW EUR ...

Read More »

ბათუმი შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს მასპინძლობს

თბილისი (BPI) – Viva Consult -ს ორგანიზებითა და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს მხარდაჭერით ბათუმში ყოველწლიური კონფერენცია/ფორუმი International Black and Caspian Sea Transport Forum გაიმართება. ფორუმი, რომელზეც რეგიონში საზღვაო და სახმელეთო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, 8 სექტემბერს სასტუმრო შერატონში ჩატარდება. ფ ორუმზე განსახილველ საკითხთა შორის არის: რეგიონში ტვირთების გადაზიდვაში არსებული ძირითადი ბარიერები და მათი დაძლევის შესაძლებლობები; რეგიონის სატრანსპორტო ...

Read More »

პრემიერი მნიშვნელოვანს უწოდებს EBRD-ის მიერ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას

თბილისი (BPI) – საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის მთავარი თემები. EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობით ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით ...

Read More »