Daily Archives: სექტემბერი 5, 2017

რომან გოცირიძე: მთავრობამ ლარი შარშანდელ გზას გაუყენა

თბილისი (BPI) – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის” ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა. “მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის”. ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ დღეს მაინც შეწყვეტდა ამ უმსგავსობას. ნურას უკაცრავად, 50 მილიონი ლარი გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე ...

Read More »

რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში მთავრობას და ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს

თბილისი (BPI) –  რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში მთავრობას ადანაშაულებს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომერციულ ბანკებზე 585 მილიონი ლარის სესხი გაიცა “მხოლოდ ბოლო ორ თვეში 400 მილიონი ლარი. მევახშეობას ეწევა. ბიუჯეტის ფულს აპროცენტებს. ამას, მათი ჭკუით, ეკონომიკის ფულის ემისიით სტიმულირება ჰქვია. აბსოლუტურად ვერ ერკვევიან პრიორიტეტებში. დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის ...

Read More »

EBRD-ი საქართველოში წელს რეკორდული, $350 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტირებას გეგმავს. როგორც ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, EBRD საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. “შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და მან 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება,” – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. ...

Read More »

ქუმსიშვილი: EBRD-ს საქართველოში 200-ზე მეტ პროექტში $3 მლრდ-ზე მეტი აქვს ინვესტირებული

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობას საქართველოში დადადებიტად აფასებს და ამბობს, რომ სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია და გამოირჩევა ინოვაციებით ქვეყანაში. “ბანკმა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა,” – განაცხადა მინისტრმა და ასეთ პროექტებს შორის პირველმა ვიცე-პრემიერი დაასახელა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აგრეთვე ევროკომისიასთან ერთად მიმდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მხარდამჭერი ...

Read More »

ელექტრონული კომერციის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

თბილისი (BPI) – „აწარმოე საქართველოში“ ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყო ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია, ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით, აღნიშნული მიმართულებით არსებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და მათი გაყიდვების ხელშეწყობა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია გერმანული კომპანია „Conoscope” და მათი ადგილობრივი ექსპერტები. ელექტრონული კომერცია არის ინდუსტრიის ტიპი, ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა ...

Read More »

საფინანო სექტორი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ელის

თბილისი (BPI) – საფინანო სექტორი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) გადაწყვეტილების მოლოდინშია. არ არის გამორიცხული, რომ მთავარმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს, მით უფრო რომ ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით უფასურდება. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე, უცვლელად 26 ივლისს დატოვა. მაშინ კომიტეტმა მაღალი ინფლაციის მიუხედავად არ გაზარდა, რადგან მიიჩნია, რომ ინფლაციის ძირითადი მდგენელი ერთჯერადი ფაქტორები იყო.  

Read More »

ელტონ ჯონის კონცერტების გამართვის თარიღი “ბლექ სი არენაზე” ჯერჯერობით უცვლელია 

თბილისი (BPI) – საქართველოში, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტების გამართვის თარიღი ამ დროისთვის უცვლელია და ძალაში რცება 16-17 სექტემბერი. როგორც კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორის გიორგი კერესელიძის თქმით, ელოდებიან ექიმის დასკვნას ელტონ ჯონის მუსიკალური დირექტორისა და გიტარისტზე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. ამ დასკვნაზეა დამოკიდებული “ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კიონცერტების გამართვის თარიღი. „მუსიკოსს და ელტონ ჯონის ძალიან დიდი ხნის მეგობარს დევიდ ჯონსტონს, რომელიც ...

Read More »

“მზის გოგონები“ – საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება

თბილისი (BPI) – “მზის გოგონები“ („Girls on the Sun”), – ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს. ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული. ...

Read More »

ნინო ჯავახაძე: აგვისტოში ტურიზმში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებს აჯამებს. მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი მონაცემებია. “საქართველოს მხოლოდ ერთ თვეში მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.4%-ით მეტია. აქედან 573 ათასზე მეტი არის ტურისტი, ანუ 24 საათზე და მეტ ხანს ვინც დარჩა საქართველოში ,ზოგადად, უპრეცედენტო ზრდით გამოირჩევა არა მხოლოდ აგვისტო, არამედ მთლიანად ...

Read More »