Daily Archives: სექტემბერი 4, 2017

მამუკა ხაზარაძე VS ასავალ-დასავალი – ადვოკატები უზენაესის გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძის საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პრესის ₾6 000 -ით დაჯარიმების განჩინებიდან 1 წლის თავზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები, ქეთევან ქვარცხავა და ზვიად კორძაძე გამოაცხადებენ. პრესკონოფერენცია 5 სექტემბერს, 13:00 საათზეა (აღმშენებლის ქ. 129, IV სართული), სააპელაციო სასამართლომ მედიასუბიექტს 6 000 ლარი შარშან დააკისრა. მანამდე კი საქალაქომ (2015წ ) გაზეთს ცილისმწამებლური სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა, თუმცა კამპანია არ ...

Read More »

“მოითხოვე ქართული ყველგან, MADE IN GEORGIA” – კრინიცაში ქართული პროდუქციის გამოფენა იმართება

თბილისი (BPI) – კრინიცაში ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება. ქართული პროდუქციის გამოფენა პოლონეთის ქალაქში 5 სექტემბერს ააიპ “მოითხოვე ქართულის” მხარდაჭერით იმართება. “მოითხოვე ქართულის” ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულია, რომ გამოფენა სახელწოდებით “მოითხოვე ქართული ყველგან – MADE IN GEORGIA” იმართება. ორგანიზაციის განმარტებით, გამოფენის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზება და ექსპორტის ზრდა. გამოფენა არის ქართული დღეების შემადგენელი ნაწილი, რომელიც 27-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით დაიგეგმა.  

Read More »

ლუკაშენკო: ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უწევენ, არამედ ავსებენ

თბილისი (BPI) – მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში. “თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით, ისევე როგორც  თქვენ გჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნების  ეკონომიკები ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას, არამედ ...

Read More »

ლუკაშენკო: ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას

თბილისი (BPI) – მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე. “თქვენთვის კარგად  არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქვეყნის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნამდვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილსა ...

Read More »

Mouzenidis Group-ი საქართველოს ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის გეგმებზე ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განიხილა. ბიზნესმენი, ძირითადად, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებითა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნით არის დაინტერესებული, ასევე, სასტუმრო სექტორში შემოსვლას განიხილავს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, ასევე ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს. განსაკუთრებით აღინიშნა ის ...

Read More »

ასტანის აეროპორტი დროებით იკეტება

თბილისი (BPI) – Air Astana-სა და სხვა ავიაკომპანიებს თავიანთ განრიგში ცვლილებების შეტანა მოუწევთ. როგორც ყაზახური მედია წერს, ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს რეკონსტრუქცია უტარდება და ამ მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. როგორც Air Astana-ში განმარტავენ, აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი 15-დან 24 სექტემბრამდე დაიკეტება. ავიაკომპანია მგზავრებს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ არსებულ განრიგს გადახედონ და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ვიზიტში კორექტირება შეიტანონ და მგზავრობის თარიღები შეცვალონ. ...

Read More »

ეკონომიკური ზრდის ტემპი იკლებს – ივლისში მშპ-ს ზრდა 3,8%-მდე შემცირდა

თბილისი (BPI) – წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,4 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. “2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ...

Read More »

“ვისოლმა” საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. კომპანია “ეკოს” პირველ პილოტური ავტოგასამართ სადგურს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში 5 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება. „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Read More »

eAuction.ge-ზე საძიებო სისტემა კიდევ უფრო გამარტივდა

თბილისი (BPI) – ვებგვერდზე eAuction.ge საძიებო სისტემა კიდევ უფრო გამარტივდა და გაფართოვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პორტალზე სასურველი ნივთის ძიება უკვე ნებისმიერი პარამეტრით არის შესაძლებელი, რომელიც ბევრად უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის აუქციონზე მიმდინარე თუ დასრულებული ლოტების ძებნის პროცესს.  

Read More »

arabnews.com: “რაკია” თბილისის სასტუმრო Sheraton-თან დაკავშირებით საერთაშორისო დავაშია

თბილისი (BPI) – არაბული მედია თბილისის სასტუმრო Sheraton-თან დაკავშირებით საერთაშორისო დავაზე წერს. arabnews.com-ი აღნიშნავს, რომ კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი” (RAKIA) საქართველოში არსებულ სასტუმროსთან დაკავშირებით $1,5 მლრდ-იან საერთაშორისო დავაშია ჩართული. თბილისის სასტუმრო Sheraton Metechi Palace ერთ-ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო დავის, რომელიც „რაკიას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ხატერ მასადს უკავშირდება და ამ დროისთვის საუდის არაბეთში იმყოფება. ახლა კომპანიის ხელმძღვანელობა დავაშია ავსტრიულ კომპანია VI2 Partners-თანაც, ...

Read More »