Daily Archives: აგვისტო 10, 2017

მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრებისთვის სებ-მა მიკროსაფინანსო დააჯარიმა

თბილისი (BPI) – მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. სებ-ის ცნობით, 2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა. კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით,  ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს ...

Read More »

ოზურგეთში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ოზურგეთში, წულაძის ქ.N17-ში, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. ახალი ბრიტანული კონცეფციის – „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ...

Read More »

სს ”საქართველოს რკინიგზის” განმარტება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით

საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი კოლეგები არ დაგვეტოვებინა სამსახურის გარეშე, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ადგილები. სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი გადავიყვანეთ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე, გაზრდილი დატვირთვის გამო. რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბისად. საქართველოს რკნიგზამ ჩაატარა ...

Read More »

წყლის კომპანიები სემეკის ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მოსაზრებას გამოთქვამენ

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი სემეკის მიერ მიღებულ ახალ სატარიფო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით მოსაზრებას გამოთქვამენ GWP-ის, RWC-სა და MWC-ს მთავარი იურისტის, ჯაბა მამულაშვილის განცხადებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია კომისიისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა პარალელურად აუცილებელია კომისიამ შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯებს გაითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, მხოლოდ ...

Read More »

GWP-იმ ვაზისუბნის მიკრორაიონების მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისი (BPI) – დღეს, 10 აგვისტოს, ისანში, ვაზისუბნის II მიკრორაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავი მაგისტრალური ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 700 მ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. „ვაზისუბნის II მიკრორაიონში, ვაზის ქუჩაზე, მთავარი მაგისტრალი დაზიანდა. მილზე სანიტარული ნორმების დარღვევით გაშენებულია ბაღები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარგავების ...

Read More »

საქართველოს ბანკის ფონდი “სიცოცხლის ხე” IV საგრანტო კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკში ამბობენ, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს  სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება  კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ...

Read More »

პრემიერი: სივრცითი განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს

თბილისი (BPI) – პრემიერი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს. “ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით არის გაზრდილი, მაგრამ მომავალი წლიდან გაცილებით უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა იგეგმება. “ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ...

Read More »

ბორჯომის ტყის აღსადგენად დაწყებული კამპანია გრძელდება

თბილისი (BPI) – კამპანია “აღადგინეს” ფარგლებში მონაწილეობა 150-მდე კომპანიამ და 5,000-მდე ფიზიკურმა პირმა მიიღო. კამპანიის ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე, კამპანიის ფარგლებში დარგულია 45 263 ხე. კამპანიის ორგანიზატორია “ბია” და ხორციელდება სტარტაპ “თრიფექსის” ტექნოლოგიური უზრუნველყოფით. ჩატარებული სამუშაოების ანგარიში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში. მონაწილე კომპანიებს გადაეცათ მადლობის სერტიფიკატი ტყის აღდგენისთვის. ...

Read More »

GWP-იმ ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განაახლა

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა – კომპანიამ წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეცვალა. ასევე, წყალმომარაგების ევროპული ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა. „აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში  მოძველებული მილები შევცვალეთ ახლით. დავამონტაჟეთ  ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების ქსელის გამართულად ფუნქციონირების ...

Read More »

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კალთბურთელი „იმპაქთ ჰაბში“ გამართულ შეხვედრაზე თიბისი ბანკის პროექტ სტარტაპერის შესახებ ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს ესაუბრა. „ბევრი საერთოა ჩემს როგორც სპორტსმენსა და თქვენს როგორც ბიზნესმენებს შორის,“ – განაცხადა ფაჩულიამ. „საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს თიბისი და ...

Read More »