Daily Archives: აგვისტო 8, 2017

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას ეხმაურება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ატარებს.  ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა   და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია  2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებში მოყვანილი წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ  სამუშაოებთან, რომელსაც  კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას  ქუჩებზე. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად ...

Read More »

მუსიკალური ფესტივალები და ტურიზმი – ინტერვიუ ინტერკო თრეველის დამფუძნებელთან ნინო მახვილაძესთან

თბილისი (BPI) – მუსიკალური ფესტივალების როლს ტურიზმის განვითარებაში  “ინტერკო თრეველის” დამფუძნებელი ნინო მახვილაძე აფასებს. – ნინო, როგორია ფესტივალების როლი ტურიზმის განვითარებაში და რომელი ფესტივალები არის ყველაზე პოპულარული მსოფლიოში? – ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვცდილობ ვესტუმრო და გავეცნო ისეთ ადგილებს, სადაც ტურისტები, სხვადასხვა ასაკისა და ტიპის ადამიანები იყრიან თავს. ასეთ ღონისძიებებს შორისაა მუსიკალური ფესტივალები და კონცერტები, განსაკუთრებულად კი ელექტრონული, ე.წ. კლუბური მუსიკის ...

Read More »

რა რაოდენობის საქონლის შემოტანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან

თბილისი (BPI) – სახმელეთო და საზღვაო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოტანილი არაეკონომიკური დანიშნულების გარკვეული რაოდენობის გარკვეული საქონელი გადასახდელებისაგან თავისუფლდება. შემოსავლების სამსახური ავრცელებს იმ საქონლის ნუსხას, რომლის შემოტანაც თავისუფლდება გადასახდელებისაგან: 500 ლარამდე ღირებულების კვების პროდუქტების იმპორტი, რომელთა საერთო წონა არ აღემატება 30 კილოგრამს; 500 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტი, რომლის საერთო წონა არ აღემატება 30 კილოგრამს (გარდა კვების პროდუქტებისა და ელექტრო სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისა); 200 ღერი ...

Read More »

თურქეთმა სასტუმროს ავეჯზე შიდა მოთხოვნის შემცირება, საქართველოში ექსპორტის ზრდით დააკომპენსირა

თბილისი (BPI) – თურქეთმა სასტუმროს ავეჯზე შიდა მოთხოვნის შემცირება, საქართველოში ექსპორტის ზრდით დააკომპენსირა. თურქეთის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის (MOBSAD) ხელმძღვანელის მოადგილის ჯუნეტ იანკჩიოღლუს თქმით, თურქეთი ყოველწლიურად საქართველოში 50 მლნ დოლარის სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯის ექსპორტს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 2016 შიდა ბაზარზე მიწოდების შემცირების ფონზე, რაც ტურიზმის სფეროში წარმოქმნილი კრიზისს უკავშირდებოდა, თურქეთმა სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯის მიწოდება საქართველოში მნიშვნელოვნად გაზარდა. „მიმდინარე წელს საქართველოში სასტუმროსთვის ...

Read More »

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ირანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველმა მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი მედალი მოიპოვეს. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ გიორგი კლდიაშვილმა წლევანდელ მონაგარს კიდევ ერთი მედალი შემატა და ევროპის ოქროს მედლის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალიც დაიმსახურა. გიორგი კლდიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ნაკრების წევრია და მას არაერთი მედალი და პრიზი აქვს აღებული სხვადასხვა ოლიმპიდaზე. ნიჭიერი ახალგაზრდის ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $3 500-ს აჭარბებს

თბილისი (BPI) – Bitcoin-ის ფასმა 3 500 დოლარს გადააჭარბა, გაზრდილია Bitcoin Cach-ის ღირებულებაც და მისი ფასი 327 დოლარამდეა. ინფორმაციას bitcoingeorgia ავრცელებს. როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტა ორად 1 აგვისტოს გაიყო – კლასიკური ბიტკოინი (BTC) და Bitcoin Cash-ი (BCC). ახალ განშტოებას მხარი დაუჭირეს მაინერების ნაწილმა, გადამცვლელებმა და ელექტრონული საფულეების შექმნელებმა. მაინერებმა თავიანთი სიმძლავრეების ნაწილი გადაიტანეს Bitcoin Cash-ის ახალი ბლოკების მიღებაზე, ხოლო შემქმნელებმა რიგითი მომხმარებლებისთვის ახალი ვალუტის ...

Read More »

ბაზისბანკმა ზუგდიდში ახალი სერვისცენტრი გახსნა

თბილისი (BPI) – ზუგდიდში, თეატრის ქუჩა N1-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. დასავლეთ საქართველოში ეს ბაზისბანკის რიგით მე -5 სერვისცენტრია. ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. მისი მეშვეობით გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და კიდევ უფრო გაიზრდება კლიენტების რაოდენობა. სერვისცენტრი მოემსახურება, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. “ჩვენთვის სასიხარულოა, რომ დღეიდნ ბაზიბანკი ესოდენ მნიშვნელოვან რეგიონში იწყებს ფუნქციონირებას. ზუგდიდის ...

Read More »

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთან გარიგების დადება დისტანციურად შეიძლება

თბილისი (BPI) – „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნის შესაბამისად დაამტკიცა. რეგლამენტის ძველი რედაქციის თანახმად, მომხმარებელთან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებაზე გარიგების დადება მხოლოდ წერილობითი ფორმით იყო შესაძლებელი. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში მომსახურებების სახეების მრავალფეროვნებასთან ერთად, მომსახურების თაობაზე გარიგების დადების ინოვაციური საშუალებებიც გააჩინა. ცვლილებების თანახმად, ელექტრონული ...

Read More »

Ryanair-ი საშემოდგომო აქციის ფარგლებში ბილეთებს 7,5 ევროდან ყიდის

თბილისი (BPI) – ევროპის უმსხვილესი „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი, საშემოდგომო აქციის ფარგლებში ბილეთებზე 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილეთების რეალიზაცია 250 მიმართულებაზე ხდება და ავიაბილეთების ფასი, ერთი გზა, 7,5 ევროდან იწყება. სპეციალური ტარიფებით ავიაბილეთების შეძენა 8 აგვისტომდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ელი სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე.

Read More »

Georgian Airways-ი ბორისპოლის აეროპორტმა ერთ-ერთ ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად დაასახელა

თბილისი (BPI) – უკრაინის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების გრაფიკის დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი და კარგი ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით განხორციელებული რეისების მიხედვითაა შედგენილი. როგორც ირკვევა, აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიებად Czech Airlines, Belavia, Aegean Airlines და Georgian Airways-ი დაასეხელა. ავიაკომპანიების მიერ განხორციელებული რეისების 90%-ის დროის სიზუსტით შესრულდა. „ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიებში „ვერცხლი“ ავიაკომპანიებმა Austrian Airlines-მა, Lufthansa-მ, Windrose ...

Read More »