Daily Archives: აგვისტო 7, 2017

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

თბილისი (BPI) – პრესიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულია კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა. “ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ. ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის ...

Read More »

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის” საკალათბურთო მოედანი აშენდება. მოედანი გელოვანის გამზირზე აშენდება და მის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა და 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ...

Read More »

სომხეთიდან 10,3 ტონა კონტრაბანდული კიბორჩხალას შემოტანაზე ერთი პირი დააკავეს

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქს სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტის „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი  თევზი. საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, ...

Read More »

ქაან ურგანჯიოღლუმ Ay Yapim-თან კონტრაქტი გააფორმა

თბილისი (BPI) – ცნობილმა თურქმა მსახიობმა ქაან ურგანჯიოღლუმ, რომელივ Kara Sevda-ში განსახიერებული ემირ კოზჯუოღლუს როლის გამო პოპულარულობის ზენიტში იმყოფება, საპროდიუსერო კომპანია Ay Yapim-თან კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად ახალი სეზონიდან ქაან ურგანჯიოღლუ მაყურებლის წინაშე Ay Yapim-ის პროექტით წარდგება. ამ დროისათვის უცნობია რომელ სერიალში ითამაშებს ქაან ურგანჯიოღლუ და ვინ იქნება მისი პარტნიორი. თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს იქნება სერიალი სახელწოდებით «არასი“, სადაც მთავარ როლში ...

Read More »

Georgian Airways-ი პროექტ VKO Connect-ს შეუერთდა

თბილისი (BPI) – მოსკოვის, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტის პარტნიორი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი პროექტ VKO Connect-ს (M2 Closed fare) შეუერთდა. პროექტი VKO Connect ორიენტირებულია ტრანზიტულ გადაზიდვებზე ვნუკოვოს აეროპორტის გავლით. პროგრამის მიზანს აეროპორტის საშუალებით, ურთიერთდამაკავშირებელი მარშრუტების ფართო ქსელის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გამჭოლი ტარიფების მომსახურების სპეცტექნოლიგიების გამოყენებით მგზავრების და ვარგის მომსახურების საშუალებას იძლევა და ურთიერთდამაკავშირებელ რეისებს შორის დროის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. პროექტი VKO ...

Read More »

კურორტ გოდერძიზე 6 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – კურორტ გოდერძიზე 6 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება. 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი. სასტუმრო GOLDMINE-ის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო ...

Read More »

საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ივლისში მცირედით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ივლისში 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა საქართველოში, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს. იანვარ-ივლისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა თითქმის 54 ათას ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, თითქმის 94,4%, ირანიდან შემოდის.

Read More »

ივლისში ნავთობპროდუქტების იმპორტი 40%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 119,4 ათასი ტონა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით მეტია ივნისთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიდან  წლის ივლისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 52,7 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 66,7 ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინის საწვავის ...

Read More »

აბიტურიენტებს ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ

თბილისი (BPI) – სბიტურიენტებს, ტრადიციულად, ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. ფაკულტეტის ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ფაკულტეტის შეცვლა, დამატება და არჩევა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.  ცვლილების სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფოსტაზე მიღებული პაროლი ...

Read More »

საქართველოს მოსწავლე-ნატურალისტთა გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

თბილისი (BPI) – ქართველმა მოსწავლეებმა ჩინეთში გამართულ ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-5 საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს. განათლების სამინისტროს ცნობით, ტურნირზე 11 ქვეყნის 18 გუნდი მონაწილეობდა, ქართველმა მოსწავლეებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ შედეგებით საქართველოს გუნდი თანატოლ ნატურალისტებს შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.

Read More »