Daily Archives: აგვისტო 4, 2017

“პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ნავებით ემსახურებიან”

თბილისი (BPI) – პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ნავებით ემსახურებიან, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მიერ გვარცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ  პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისზე, მედია საშუალებებით არასწორია ინფორმაცია გავრცელდა. “პრომეთეს მღვიმეში 2017 წლის 13 მაისიდან ნავით მომსახურების სერვისი განახლდა. სერვისის მიწოდება ხორციელდება სრულიად ახალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნავებით, რომლებიც ფუნქციონირებენ შეუფერხებლად, ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე. ნავებით ...

Read More »

საპარტნიორო ფონდი მწვანე კლიმატის პროექტების დაფინანსებას გეგმავს

თბილისი (BPI) – “საპარტნიორო ფონდი” მწვანე კლიმატის პროექტების  დაფინანსებას გეგმავს. ფონდი მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციას გადის, რის შემდეგაც ფონდს საშუალება მიეცემა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების პროექტების დაფინანსებაში. მწვანე კლიმატის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ფონდის მენჯმენტმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან განიხილა. დავით საგანელიძემ გერმანულ მხარეს ამ მიმართულების პროექტები გააცნო. KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, ...

Read More »

საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია  NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

თბილისი (BPI) – ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA -ს ჩემპიონი გახდა. 6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანს და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდება. ზაზას გუნდმა Golden State Warriors ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში Cleveland Cavaliers ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი ...

Read More »

ქართული ღვინო ყველაზე კარგად ისევ რუსეთში იყიდება

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობას არ თმობს, სწორედ მასზე მოდის ქართული ღვინის გაყიდვების ნახევარზე მეტი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 52%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ექსპორტიორი ...

Read More »

მრეწველობის დაკრედიტების მიხედვით საქართველოს ბანკი ლიდერობს

თბილისი (BPI) – ბანკების საკრედიტო დაბანდებაში მრეწველობის პორტფელი გაზრდილია 2.075 მლრდ ლარამდე (Q1/2017 – ₾1.823 მლრდ). 1 ივლისის მდგომარეობით(H1/2017), იურიდიული პირების სესხების პორტფელში (₾ 8.4 მლრდ) 24.7%-იანი წილით არის წარმოდგენილი. სამთომომპოვებელ და გადამამუშავებელ სექტორზე გაცემული სესხებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველოს ბანკს აქვს. H1/2017  მლნ ₾ 1 საქართველოს ბანკი 29.504 2 თიბისი 14.424 3 ქართუ   4.661 4 ვითიბი   2.597 5 ...

Read More »

საქართველომ 7 თვეში ღვინის ექსპორტიდან $84 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 7 თვეში 38 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო 44 ქვეყნის ბაზარზე გავიდა. ეს მაჩვენებელი 60%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 52%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შედეგებით ...

Read More »

მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

თბილისი (BPI) – 1 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორ მიწაზე – ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს კონსული მოემსახურება. საკონსულო წარმომადგენელი მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გაუწევს საკონსულო მომსახურებას. გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო. ახლად დანიშნული კონსული, საქართველოს ...

Read More »

ტურიზმის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები – ინტერვიუ „ინტერკო თრეველის“ დამფუძნებელთან

თბილისი (BPI) – ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების სწრაფი ტემპი ადვილი შესამჩნევია. საერთაშორისო დონეზე საქართველოს მარკეტინგულმა კამპანიებმა წარმატებით იმუშავა, რაც ტურისტების რაოდენობაზეც აისახება. სფეროს განვითარებასთან ერთად ვითარდება ქართული კომპანიები, აუმჯობესებენ მომსახურებისა და სერვისის ხარისხის, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე მუდმივად ცდილობენ ტენდენციების შესაბამისად განვითარებას.  კონკრეტულად რა ეტაპზეა საქართველოში ტურიზმის განვითარება, რა გამოწვევები გვაქვს საქართველოში, ვაკმაყოფილებთ თუ არა ...

Read More »

“ვისოლმა” გორის დასვენების კომპლექსთან ელექტრომობილების დამტენი სადგური გახსნა

თბილისი (BPI) – “ვისოლი” ელექტრომობილების დამტენების ქსელს აფართოებს. კომპანიამ ელექტრომობილების დამტენი მეორე სადგური ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნა. „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია E-space-თან თანამშრომლობით ავითარებს. „ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა და მომავალში კომპანია მსგავსი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ეტაპზე ...

Read More »

“ვისოლმა” პირველად საქართველოში ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

თბილისი (BPI) – „ვისოლმა“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად პირველად საქართველოში „ეკო დრაგი“ – ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა. „ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის – Nissan Leaf-ის  მძღოლები შეეჯიბრნენ,  „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმა ოთხ-კარიანმა სედანმა – „ტესლამ“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტული ბოლიდი გამოიწვია შეჯიბრში და აჯობა კიდეც. „ვისოლმა“ „ეკო დრაგი“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ საზოგადოებრივი მხარდაჭერით გამართა. ...

Read More »