Daily Archives: აგვისტო 3, 2017

მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისი (BPI) – ორბელიანის  მოედანზე  მიმდინარე  საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 ივლისს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ...

Read More »

GWP-იმ 40 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, საქართველოს ბაზარზე კომუნალური მომსახურების სფეროს  ორგანიზაციისთვის, უპრეცენდენტო მოცულობის, 40 მლნ ლარის ობლიგაციების კერძო განთავსება წარმატებით განახორციელა. ლარში ნომინირებული 6 თვიანი ობლიგაციებით  მიღებული თანხა კაპიტალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. წლიური სარგებელი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ გამოცემული ობლიგაციები კომპანია „გალტ & თაგარტმა” განათავსა. ,,წარმატებით ვაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. ეს არის ობლიგაციების მეოთხე ემისია.  დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, ...

Read More »

ვანის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ვანის მუნიციპალიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც  დაუფასოებელი და ბიო ჩაის წარმოებას უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფერეთა ჩაი“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა  ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,18 ჰა მიწის ნაკვეთი.  აღნიშნული ქონება  შპს „ფერეთა ჩაი“-ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ...

Read More »

ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება

თბილისი (BPI) – ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში გათევზინება იგეგმება, სადაც სამი სახეობის 40 000 ლიფსიტა ჩაეშვება. გათევზინების მიზანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება და ეკოლოგიური დეგრადაციის შეჩერება. თევზები სწორედ იმ მავნე წყალმცენარეებით იკვებებიან, რომლებიც შთანთქავენ ჟანგბადს და ხელს უშლიან ტბის აერაციას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. ტბაში აერაციის სისტემა 2016 წელს ...

Read More »

ძველ ბათუმში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების 150-მდე ფაქტი დაფიქსირდა

თბილისი (BPI) – ბათუმში დაზიანებული ურნების გამოცვლა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ივლისში, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შპს ,,სანდასუფთავების“ სამსახურის მიერ შესყიდულ იქნა 150 ერთეული დეკორატიული ურნის შიგთავსი, რომელთა განთავსება დასუფთავების სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა დღეს დილიდან დაიწყეს. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაუფრთხილდნენ ...

Read More »

რუსეთის ქალაქ იაროსლავიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები იწყება

თბილისი (BPI) – რუსეთის ქალაქ იაროსლავიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება იგეგმება. როგორც რუსული მედია წერს, ეს აეროპორტის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოხდება. რუსული მედიის ინფორმაციითვე, იაროსლავის აეროპორტში ამ დროისათვის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ კი აეროპორტი ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ასაფრენ/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ამ დღეებში ბილიკის ნატურალ-ინსტრუმენტალური კვლევა ჩატარდა და მან დადებითი ...

Read More »

ევროდირექტივების დანერგვის გზაზე – საქართველოს რკინიგზა საფრანგეთის გამოცდილებას ეცნობა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა საფრანგეთის რკინიგზის გამოცდილებას იზიარებს. საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა ჯგუფი ქართველ კოლეგებს ძირითადად ევროდირექტივების დანერგვასა და სტრუქტურულ რეფორმირებაში გაუწევენ კონსულტირებას. საფრანგეთის რკინიგზის საერთაშორისო პროექტების დირექტორის ფრედერიკ პარდეს თქმით, მსოფლიო გლობალური ხდება და ყველა კომპანიამ ახალ რეალობასთან უნდა მოახდინოს ადაპტირება. “არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები, რომ კომპანია საერთაშორისო დონეზე გავიდეს. თუმცა, ეს იოლი არაა. ამას დრო სჭირდება. საფრანგეთს ამისთვის 20 წელი ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება

თუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და ფიქრობთ, რომ თქვენი წარმატების ისტორია სხვებსაც გაუზიაროთ, დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოება 2017-ში. მონაწილეთა რეგისტაცია 15 აგვისტოს ჩათვლით  გაგრძელდება. ბიზნესდაჯილდოება თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების  განვითარებას და ახალი ბიზნესების წამოწყებას. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში : წლის ინოვაციური ბიზნესი წლის ტურისტული ბიზნესი წლის აგრობიზნესი ...

Read More »

ევროკავშირში Ryanair-ი პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც 1 მლრდ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-იევროპაში ნომერ პირველი ავიაკომპანიაა. Ryanair-ის პრესსამსახურის ინფორმაცით, ივლისში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 11%-ით, 12,6 მლნ მგზავრამდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზარდა 1%-ით და 97%-ი შეადგინა. შესაბამისად გასული თვე მგზავრთნაკადისმხრივ Ryanair-სათვის რეკორდული იყო, რადგანაც ის გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელიც ერთ თვეში ევროპაში 12 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. „1985 წლის შემდეგ, ივლისში ჩვენ მემილიარდე კლიენტის მომსახურება ავღნიშნეთ და ევროკავშირის მასშტაბით გავხდით პირველი ავიაკომპანია, რომელიც 1 მლრდ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა“, აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

პირველ კვარტლში უცხოური ტურიზმიდან 23,3%-ით მეტი შემოსავალი შემოვიდა

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია. 2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +33.5%-იანი ...

Read More »