Daily Archives: აგვისტო 2, 2017

“ვისოლი” ელექტრომობილების დამტენების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – “ვისოლი” ელექტრომობილების დამტენების ქსელს აფართოებს. კომპანია ელექტრომობილების დამტენ მეორე სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის. „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია E-space-თან თანამშრომლობით ავითარებს. „ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა და მომავალში კომპანია მსგავსი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ეტაპზე ...

Read More »

ეკო დრაგი – “ვისოლი” პირველად საქართველოში ელექტრომობილების ავტორბოლას მართავს

თბილისი (BPI) – „ვისოლი“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად პირველად საქართველოში „ეკო დრაგს“ – ელექტრომობილების ავტორბოლას მართავს. „ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის – Nissan Leaf-ის  მძღოლები შეეჯიბრებიან,  „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ოთხ-კარიანი სედანი – „ტესლა“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტულ ბოლიდს გამოიწვევს შეჯიბრში. ელექტროსკუტერებითა და ელექტროველოსიპედებით  დაგეგმილი შოუ კი „ეკო დრაგს“ კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. ...

Read More »

ეროვნული ბანკი 2018 წლის დასაწყისისთვის ინფლაციის 3%-მდე შემცირებას ვარაუდობს

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკირი ინფლაციის თარგეთირების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის მაჩვენებელი ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლისაკენ, 3%-თან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. კობა გვენეტაძე 2017 წლის დასაწყისში ინფლაციის ზრდას ერთჯერადი ფაქტორებით ხსნის. “ინფლაციამ ივნისში 7,5%-ს მიაღწია, ინფლაციის მატება ერთჯერადი ფაქტორებით არის განპირობებული, ძირითადად საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირებით, რაც ამ პროდუქტებზე აქციის განაკვეთის ზრდას და ასევე საერთაშორისო ...

Read More »

ბანკებმა პილარ 3-ის ახალი წესით I გაფართოებული ანგარიშგება გამოაქვეყნეს

თბილისი (BPI) – ბანკებმა პილარ 3-ის ახალი წესით I გაფართოებული ანგარიშგება გამოაქვეყნეს (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=672). ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი”  სებ-ის პრეზიდენტის 22 ივნისის ბრძანებით არის დამტკიცებული, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის. წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და ...

Read More »

ფრანგი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან საქართველოს რკინიგზის რეფორმას განიხილავენ

თბილისი (BPI) – ფრანგი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან საქართველოს რკინიგზის რეფორმას განიხილავენ. საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შეხვდერა  საქართველოს რკინგიზაში (მის: თამარ მეფის, 15) 3 აგვისტოს, 10:00 სთ-ზე გაიმართება. ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევრო-დირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება.

Read More »

Philip Morris-ი სიგარეტების ტრადიციული წარმოების შემცირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – სიგარეტის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანია Philip Morris-ი სიგარეტების ტრადიციული წარმოების შემცირებას გეგმავს. მის ჩანაცვლებას კომპანია მოწევისგან თავისუფალი თანამედროვე პროდუქტით (smoke-free product) IQOS აპირებს. “როდესაც მომხმარებელთა 50-60% ახალ პროდუქციის მოხმარებაზე გადავა, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სიგარეტის წარმოების სრულად შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არალეგალურ პროდუქციას მივიღებთ,” – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე კალანდზოპყლოსი. მისივე თქმით, კომპანიას სურვილი ჰქონდა პროცესი მცირე ბაზრებზე დაეწყო, ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში რიგებია

თბილისი (BPI) – ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში რიგებია, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. საკუთარი მოქალაქეებისთვის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც ასევე ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში მგზავრთა რიგებზე იტყობინება. მიზეზად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ერთიანი საკონტროლო სისტემის შემოღება სახელდება. სწორედ კონტროლის გამკაცრების შედეგად პალმა-დე-მალიორკას, ლისაბონის, მადრიდისა და პარიზის აეროპორტებში უდიდესი რიგებია. კონტროლის ახალი, ერთიანი სისტემა იმ ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა-გასვლის მონაცემებნის სისტემატიზირებას ემსახურება, რომელიც ...

Read More »

ატმის ექსპორტიდან საქართველომ 3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – ქართულ ატამზე მოთხოვნა იზრდება. 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7 784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 3 მილიონ აშშ დოლარია. ქართული ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთში (78%), აზერბაიჯანში (11%), სომხეთში (5%), ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 4,616 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის ...

Read More »

თურქეთში უცხოელი ტურისტების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა

თბილისი (BPI) –  თურქეთში ტურისტების რაოდენობა 2017 წლის იანვარ-ივნისში 14,5%-ით გაიზარდა. თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 12,3 მლნ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, საიდანაც მხოლოდ ივლისში თურქეთი 3,5 მლნ უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა – მაჩვენებელი  43,1%-ით მეტია 2016 წლის ივლისთან შედარებით. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთში ჩასული უცხოელების მაჩვენებელში ლიდერ პოზიციას რუსეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან ჩასული ...

Read More »

თიბისი დაზღვევის შეძენა ჩატბოტითაც შესაძლებელია (ვიდეო)

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევის შეძენა ჩატბოტით გახდა შესაძლებელი. B Bot •ი (ბიბოტი) Facebook Messenger -ში 24/7 რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ბოტი სადაზღვევო პაკეტის მსურველს,  საფასურს რამდენიმე მარტივ შეკითხვის შემდეგ გადაახდევინებს, ასევე, ჩატიდან გაუსვლელად. დაზღვევას კი  მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე და sms-ის სახით, მითითებულ ნომრით, მობილურ ტელეფონზე მიიღებს. თიბისი დაზღვევა ბიბოტის საშუალებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებასაც აპირებს.    

Read More »