Daily Archives: აგვისტო 1, 2017

ბანკების სასესხო პორტფელი რეგიონების მიხედვით

თბილისი (BPI) – ბანკების სასესხო პორტფელი, გეოგრაფიულ ჭრილში თბილისი/რეგიონები  63/37% ნაწილდება.  რეგიონებს შორის კი 22.1% წილით, იმერეთი ლიდერობს. ბოლოა რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი – 12 მლნ-ის პორტფელით, ₾100 მლნ-ზე  ნაკლებია მცხეთა-მთიანეთის (₾32 მლნ) და გურიის (₾65 მლნ) დაკრედიტება. სულ რეგიონების ჯამური პორტფელი  2.8 მლნ ლარია (Q2/2016 – 2.1 მლნ; +33%Y.Y) TOP-7 Q2/2017 Q2/2016  მლნ ₾ მლნ ₾ 1 იმერეთი 619.9 468.6 2 ...

Read More »

სავალუტო რეზერვები სებ-ის ინტერვენციებით და მსოფლიო ბანკის სესხის წყალობით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები სებ-ის ინტერვენციებით (USD 70 მლ ) და მსოფლიო ბანკის USD 53 მილიონიანი  სესხით ( ბიუჯეტის მხარდამჭერი) USD 131 მლნ-ით გაიზარდა. სარეზერვო აქტივები, ამ დროისთვის, USD 3 მლრდ-მდეა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან  (H1/2016) შედარებით  მატებაა USD 100 მლნ. შარშან, ივნისში ზრდა იყო +USD289 მლნ ( m.m), აქედან  +USD 260 მლნ, ბანკების  უცხოური ვალუტით ...

Read More »

ანაკლიის თიზ-ის ოპერირებაზე მოლაპარაკებები მსხვილ ჩინურ კომპანიასთან მიდის

თბილისი (BPI) – თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი ანაკლიის ე. წ. საუკუნის პროექტის სარგებლიანობაზე საუბრობს. აცხადებს, ანაკლიის განვითარების კორპორაცია, სახელმწიფოსთან და კერძო ინვესტორებთან ერთად დიდ გარღვევას მოახდენს. “ანაკლია გახდება იმ ფუნქციის მატარებელი, რომელიც საქართველოს ერგო, ის იქცევა დამაკავშირებელ კარიბჭედ აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, აღმოსავლეთსა და ამერიკას შორის.  პროექტში ამერიკული SSA Marine-ის მონაწილეობა სწორედ ამას მოწმობს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ანაკლიის ...

Read More »

კობა გვენეტაძე: საქართველოს რეგიონის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვს

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკირი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით,  არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მოქნილი გაცვლითი კურსი, განვითარებული საფინანსო სისტემა და საკანონმდებლო გარემო. სწორედ ამიტომ კობა გვენეტაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს რეგიონის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა, მით უფრო იმ თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კაპიტალის ბაზრის სტრატეგიითაა გათვალისწინებული. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გაზეთ “ბანკები და ფინანსებთან” საქართველოს ...

Read More »

კერძო სექტორისთვის საქართველოში ელექტრომობილების დამტენების წარმოების პერსპექტივაა

თბილისი (BPI) – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) საქართველოში ელექტროავტომობილების დამტენების წარმობის დაწყების მომხრეა და დაინტერესებულ პირებს იწვევს. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ  ელექტრომობილების წარმოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და საქართველოც ამას აჰყვება. სწორედ ამიტომ როგორც GITA-ს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ „საქმიან დილას“ TV პირველზე განუცხადა, GITA მზად არის კერძო სექტორს ამ იდეის განხორციელებაში დაეხმაროს. ზვიადაძე საქართველოში ელექტრომობილებით დაინტერესების მზარდ მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ...

Read More »

თბილისის აეროპორტი სექტემბრიდან მგზავრთა გამტარუნარიანობას ზრდის

თბილისი (BPI) – თბილისის აეროპორტი სექტემბრიდან მგზავრთა გამტარუნარიანობას ზრდის. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. “ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითით 10 სარეგისტრაციო დახლისა და საოფისე ფართების მოწყობა. სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალი მგზავრებს 40 სარეგისტრაციო დახლით მოემსახურება.

Read More »

ლარი დოლართან გამყარდა

თბილისი (BPI) –  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. სებ-ის მონაცემით, 1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.3952 ლარი შეადგინა. დღევანდელი კურსი 2.3956 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8285 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8103 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.82 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, ...

Read More »

SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი: ანაკლიის პროექტში ჩართვით ქართული საზოგადოების ნაწილი ვხდებით

თბილისი (BPI) – უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი აღიარებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში შესვლაზე გადაწყვეტილების მიღება კომპანიისთვის არ იყო მარტივი, თუმცა რობერტ ვოტერსმა ანაკლიის პორტის კონსორციუმთან ოპერირებისა ინვეტირების სესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებტან საუბრისა აღნიშნა, რომ პროექტი ნებისმიერ ეტაპზე აკმაყოფილებს ამერიკული კომპანიის კრიტერიუმებს. “მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილობრივი პარტნიორები გვყავს ანაკლიის პორტის კონსორციუმის სახით. შეთანხმებაზე ხელის მოწერა ძალიან ...

Read More »

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის მნიშნელოვან ზრდაზე აცხადებს. აეროპორტუის ცნობით, ივლისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 49 092-ს მიაღწია, რაც 67%-ით მეტია, შარშან ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. “69% -ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის ივლისის მონაცემები 188 რეისს ითვლის”, – განმარტავენ აეროპორტში.

Read More »

გლდანის “სითი მოლში” საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თბილისი (BPI) – რუხის სავაჭრო ცენტრის შემდეგ, საზოგადოებრივი ცენტრი გლდანის „სითი მოლში“ გაიხსნა. ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო და კერძო სერვისების გაცემა გლდანში მოხდება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კერძო სექტორი აღიარებს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების იდეის ნოვატორულობასა და წარმატებას. როგორც წულუკიანი აცხადებს, საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის ...

Read More »