Monthly Archives: ივლისი 2017

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ელექტრონული სისტემები ინერგება

თბილისი (BPI) – საბიუჯეტო ორგანიზაციებში  ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემები ინერგება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) 230 საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დანერგილი და ამ სისტემით 23 735 მომხმარებელი სარგებლობს. სამსახურის კიდევ ერთი პროდუქტი – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) დანერგილია 323 ორგანიზაციაში და 1309 მომხმარებელი სარგებლობს. ელექტრონული სისტემებით სარგებლობენ ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორიცაა: მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები და მათში ...

Read More »

აშშ-ის $140 მლნ-ის ინვესტიცია განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – როგორ შეიძლება სიღარიბის დაძლევა განათლების სისტემის გაუმჯობესებით? რას ხმარდება 140 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განათლების სფეროში? როდის მივიღებთ უმსხვილესი ინვესტიციის კონკრეტულ შედეგებს ? ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული მისიით შეიქმნა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (გრანტის) მეშვეობით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 35 ლოკაციაზე მოემსახურება

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR გადასახადის გადამხდელებს 1 – 30 აგვისტოს 35 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. სამსახურის ცნობით, გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ შემდეგი სახის ელექტრონული სერვისები: კონსულტაცია საქართველოს ...

Read More »

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

თბილისი (BPI) – ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული ახალი გავლითი კურსის მიხედვით, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3956 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.4009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.53 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8103 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8110 ლარს შეადგენდა – ევროს ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ...

Read More »

ბაზისბანკი მომსახურების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – ბაზისბანკი მომსახურების ქსელს აფართოებს. ახალი,  №1 სერვისცენტრი ზუგდიდში გაიხსნება.  ბანკი, გორში, ქუთაისშსა და თელავში თითო-თითო ფილიალით, ბათუმში კი 3-ით არის წარმოდგენილი. სულ, თბილისსა და რეგიონებში 21 ფილიალია და ზუგდიდის იქნება 22-ე. ივლისში ბაზისბანკმა რამდენიმე სერვის ცენტრი განაახლა, თბილისში ვაჟა–ფშაველას 58-ში მდებარე ცენტრი უახლესი აპარატურით აღიჭურვა. დასრულდა დიდუბის ფილიალის (წერეთლის გამზ.112) განახლებაც.      

Read More »

რამაზ ბოლქვაძე: კურორტი “გოდერძის” განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა

თბილისი (BPI) – კურორტი „გოდერძის“ 1761 მეტრი შიდა გზის მოწყობა დაიწყო. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. დაგეგმილია გზის მოშანდაგდება, სამომავლოდ კი ბეტონის საფარით დაიფარება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. პროექტში 2 049 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2 თვეში დასრულდება. ...

Read More »

ზვიად ციკოლია ელექტრომობილების შექმნაზე: თუ მზად არიან, მეც მზად ვარ!

თბილისი (BPI) – ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია ამბობს, რომ ელექტრომობილის საქართველოში შექმნაზე GITA-ს შეთავაზების საპასუხოს მზად არის. “თუ მზად არიან მეც მზად ვარ,” – განმარტავს დიზინერი ექსკლუზიურად BPI-სთან საუბრისას. ზვიად ციკოლიას BPI ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის გიორგი ზვიადაძის შეთავაზებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა. მან “საქმიან დილაში” TV პირველზე განაცხადა, რომ მზად არის ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას იდეას ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით ...

Read More »

GWP-ის ევროპის საინვესტიციო ბანკი 21.5 მლნ ევროთი დააფინანსებს

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 21.5 მლნ ევროთი დააფინანსებს. გრძელვადიან სესხს კომპანია კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიიღებს. EIB-სგან მიღებული თანხა,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება. დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ მოაწერეს. გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში უპრეცენდენტო ინვესტიცია ...

Read More »

1 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი (BPI) – 1 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე  რიკოთის საავტომობილო გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლებაა. გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, იკრძალება. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 ...

Read More »

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

თბილისი (BPI) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა. შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანობთან დაახლოებით 150 მეტრ კუბი მიწის შვავი ჩამოვიდა, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა. ადგილზე მობილიზებულმა მძიმე ტექნიკამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უმოკლეს ვადებში მოახდინეს გზის გაწმენდა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

Read More »