Daily Archives: ივნისი 19, 2017

პრემიერი: შეზღუდვები, რომელსაც მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, ინვესტიციებს პრობლემას არ შეუქმნის

თბილისი (BPI) – პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ის შეზღუდვებიმ, რომელსაც საქართველო მიწის საკუთრებაზე აწესებს, ინვესტიციებს პრობლემას არ შეუქმნის. მან ასევე აღნიშნა, იქნება გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსავლისთვის ხელშეწყობა. “გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა ...

Read More »

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით, აშენდება ორ კილომეტრიანი საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბი. პროექტის ბიუჯეტი 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის განხორციელება მთავრობამ ბოლო პერიოდში დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების მატებასთან დაკავშირებით მიიღო. როგორც ცნობილია, სტიქიური მოვლენების დროს გზაზე მოძრაობა ხშირად შეზღუდული იყო და სატრანზიტო ფუნქციის შეწყვეტის შედეგად სახელმწიფოს საშუალოდ დღეში მილიონ ლარიანი ზარალი ადგებოდა.

Read More »

“ღვარძელაშვილის მარნის” ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – კომპანია “ღვარძელაშვილის მარანი” გაფართოებას და წარმოების ზრდას გეგმავს. გადაწყვეტილებისკენ მენეჯმენტს მათ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ უბიძგა. როგორც “ღვარძელაშვილის მარანის” დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ მოთხოვნადია – საუბარია, ბუნებრივ, ნატურალურ ღვინოზე. „უცხოეთიდან ბევრი დამკვეთი მყავს, რომელსაც ჩემი ღვინის ექსპორტზე გატანა სურს. მე  ღვინის მცირე წარმოება მაქვს და ხარისხზე ვარ ორიენტირებული. ამერიკიდან, ევროპიდან და ავსტრალიოიდან იყვნენ იმპორტიორები, უნდოდათ წელიწადში ...

Read More »

Georgian Airways-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

თბილისი (BPI) – ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 18 ივნისს შეასრულა. რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ს 19 მაისს მიენიჭა.

Read More »

დავით შანი მსმენელის წინაშე მასშტაბური სოლო პროექტით წარსდგა

თბილისი (BPI) – დავით შანის სოლო პროექტი ქართული მუსიკის სიძლიერის წარმოსაჩენად 3 წლის ასაკში პოლიფონიით დაწყებული მუსიკალური ცხოვრება ეთნო ჯაზმა და არტ როკმა შეცვალა. ახლა კი დავით შანი (დავით შანიძე) “შინისა” და “ეგარის” შემდეგ მასშტაბური სოლო პროექტით გვევილინება. ქართულ ეთნოსს თანამედროვე დეტალები დაუმატა და ქართული მუსიკის ემოცია და ჰარმონია ჯაზისა და არტ როკის კომპოზიციებში გაშალა. პროექტის მთავარი  მიზანი ქართული მუსიკის ...

Read More »

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება

თბილისი (BPI) – მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს. 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს. საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის ...

Read More »

კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა, – ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო – საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე. 2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე ...

Read More »

რიკოთის სოფლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის ADB-ი 80 მლნ-ს გამოყოფს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩუმათელეთის მაგისტრალის მშენებლობას დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში ძირულა – ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. შეთანხმება მხარეებმა უკვე გააფორმეს და მას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება 80 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ...

Read More »

ბათუმში ნაგვის 60 ურნა და ათამდე კონტეინერი დაწვეს

თბილისი (BPI) – ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამწვარია სანაგვე 60 ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი. „დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან”, – აცხადებენ მერიაში.

Read More »

შშმ პირებზე პარკირების საცნობი ახალი ნიშნები გაიცემა

თბილისი (BPI) – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პარკირების საცნობი ახალი ნიშნები ექნებათ. ახალი ნიშნების გაცემა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო. როგორც საქალაქო სამსახურში ამბობენ, შშმ პირები ახალ სტიკერებს მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. ამიერიდან სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ. ახალი ნიშნის მისაღებად შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში სოციალური ...

Read More »