Daily Archives: ივნისი 16, 2017

დეპოზიტების რეიტინგში თიბისი ლიდერია

თბილისი (BPI) – ფიზიკური პირების ანაბრებით ბაზარზე თიბისის წილი  40%-მდე გაიზარდა (01.05.2017 -37%). პორტფელი მაისში 9.9%-ით არის გაზრდილი (01.05.2017 – 3.3 მლრდ). TOP -4 (01.06.2017) 000₾  1 თიბისი ბანკი 3 617 468  2 საქართველოს ბანკი 3.106 814  3 ლიბერთი ბანკი   969 185  4 ვითიბი ბანკი   339 458 წყარო: კომერციული ბანკები  

Read More »

აგრობიზნესში ახალგაზრების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით დანიამ საქართველოს $5 მლნ გამოუყო

თბილისი (BPI) – დანიამ საქართველოს $5 მლნ გამოუყო. მიზანი აგრობიზნესში ახალგაზრების ჩართულობის ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო და მადლობა გადაუხადა IFAD-ისა და დანიის სამეფოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ...

Read More »

საქართველო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ სისტემაზე გადავა

თბილისი (BPI) – საქართველო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე 2017 წლიდან ეტაპობრივად გადავა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრაზე  ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განახლებული პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერები და ვეტერინარი ექიმები ოპერატიულად მოიძიებენ ინფორმაციას ...

Read More »

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდეა შესაძლებელი

თბილისი (BPI) – მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დღეს გამოცხადდა და 1 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) მიმდინარეობს. როგორც სააგენტოში ამბობენ, პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ...

Read More »

GWP-ს ნაძალადევში სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება 600 000 ლარი დაუჯდა

თბილისი (BPI) – ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სადაც აქამდე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა უსისტემოდ და თვითნებურად იყო გაყვანილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე, წყალმომარაგების 5.5 კმ სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყო. ასევე, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. კომპანიამ სარეაბილიტაციო პროექტში 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მეორე პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სადაც აქამდე წყალარინების ...

Read More »

GWP პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს

თბილისი (BPI) – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. კომპანია სამუშაოებს მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად განახორციელებს.  ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და  რეაბილიტაცია, სრულად შეიცვლება  წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად ...

Read More »

სომხურმა კომპანიამ ჩამოხსნა რეკლამა, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი დატანილი არ იყო

თბილისი (BPI) – ქართული დიპლომატიის ჩარევის შედეგად სომხურმა კომპანია ENTERPRISE-მა სარეკლამო დაფა ჩამოხსნა, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დატანილი არ იყოს. „11 ივნისის საღამოს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის ENTERPRISE-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კომპანია ENTERPRISE-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით ...

Read More »

მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 20 000-ზე მეტი ბიზნესიდეა დარეგისტრირდა

თბილისი (BPI) – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 20 000-ზე მეტი ბიზნესიდეა დაარეგისტრირეს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ეს რაოდენობა პროგრამისადმი ინტერესს ადასტურებს. საქართველოს რეგიონებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესული განაცხადების გადარჩევა. პროგრამის კომისია საბოლოო შედეგებს 25 ივნისისთვის დაასრულებს და კოორდინატორები შეატყობინებენ განმცხადებლებს. შემდგომ ეტაპამდე კი გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგი მეწარმეობისა და კერძოდ ბიზნესგეგმის ...

Read More »

ბაზარზე ბორჯომი ალუმინის ქილებში გამოჩნდება – კომპანიამ 5 მლნ-ის რეინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – მინერალური წყალი ბორჯომი მალე ბაზარზე ალუმინის 0,33 ლიტრიან ქილებში გამოჩნდება, – კომპანიამ ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში იტალიური კომპანია CFT-ის წარმოებული ახალი საწარმოო ხაზი უკვე აამოქმედა. ახალი ხაზი თანამედროვე სტანდარტებისაა. კომპანიამ ინოვაციური პროექტის განხორციელებაში 5 მილიონიანი რეინვესტიცია მოახდინა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, „ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით და ჩამოასხმას ბორჯომს ალუმინის ქილებში. ...

Read More »

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს მართავს

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“  მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში 20 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29). ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. ღია კარის დღეზე დასასწრებათ საკამარისია ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს: https://docs.google.com/a/bog.edu.ge/forms/d/e/1FAIpQLSfSREUHC5ioL_qFNXBjPZe8ShAVHDJdz3XdqqkMoYi8kHbuvw/viewform საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ფინანსები – თქვენი ...

Read More »