Daily Archives: ივნისი 15, 2017

აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილები შედის

თბილისი (BPI) – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სესიაზე აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილები წარადგინა. მინისტრ რამაზ ბოლქვაძის თქმით, ცვლილებები ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. “ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა ნაკლები დრო და ფინანსური რესურსი დახარჯონ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციისას და მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული პროცესები,“ – განაცხადა ბოლქვაძემ. კანონის მე-3 მუხლის ...

Read More »

Global Beer Georgia-მ ახალი ქართული ლუდი “აისის” წარმოება დაიწყო

თბილისი (BPI) – კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ (GBG) საქართველოში სრულიად ახალი ქართული ლუდის „აისი“-ს წარმოებას იწყებს. მენეჯმენტის თქმით, ლუდი „აისი“ ინოვაციური ტექნოლოგიით – ყინულის ფილტრაციით მზადდება, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს. „აისი“ არის თანამედროვე, მაღალხარისხიანი ლაგერის ტიპის ლუდი, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით იხარშება. ორიგინალური რეცეპტი და ხარშვის ტექნოლოგია ლუდს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს. „აისი“ დასალევად ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ზაალიშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, გიგა ზაალიშვილი დაინიშნა. „საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“ ...

Read More »

Atlasglobal-ი და Pegasus Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდიან 

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანიები Atlasglobal და Pegasus Airlines, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებენ. ავიაკომპანია Atlasglobal სტამბული თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირეს 19 ივნისიდან ამატებს. ყოველდღიური რეისების გარდა დამატებით ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას (სულ კვირაში 10 სიხშირე). რაც შეეხება ავიაკომპანია Pegasus-ს, 2017 წლის 20 ივნისიდან ავიაკომპანია სტამბული-თბილისის მიმართულებით ...

Read More »

იაპონელებს ქვევრის ქართული ღვინოები ხიბლავს

თბილისი (BPI) – საქართველოში ღვინის იაპონელ იმპორტიორთა ჯგუფი იმყოფება. ჯგუფის შემადგენლობაშია ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ეწვიენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები. იაპონელ ...

Read More »

“ქართული ხილის კომპანიამ” ქსოვრისში 10 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა

თბილისი (BPI) – მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა. ბაღი 10 ჰექტარზეა გაშენებული. „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გააშენა. კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 ...

Read More »

“ბაზისბანკმა” პორტფელის დოლარიზაცია შეამცირა

თბილისი (BPI) – „ბაზისბანკმა“ პორტფელის დოლარიზაცია შეამცირა. 1 ივნისის მდგომაროებით, კოეფიციენტი 69%-ია (Q1/2017 – 70.2%). 2 თვეში ლარის სესხების პორტფელი 4.5%-ით არის გაზრდილი (Q1/2017 – ₾ 176 მლნ). მთლიანი სესხების ზრდაა +0.7% (Q1/2017 – ₾593 მლნ). აქტივების მიხედვით ბანკის საბაზრო წილი 3%-ია. 01.06.2017 ●     მლნ  ₾ აქტივები 882 895 158 სესხები ₾ 184 124 248 სესხები $/€/£  596 567 389 წყარო: კომერციული ბანკი

Read More »

როგორი იქნება ავტობუსების განრიგი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს

თბილისი (BPI) – 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაციისა და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების  მოძრაობის სქემა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მარშრუტის განრიგს აქვყენებს: მარშრუტი № 6:  შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან – ბუდაპეშტის ქ. – პეკინის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – ბექას ქ. – ა. ...

Read More »

მცხეთაში სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება

თბილისი (BPI) – მცხეთაში სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება. სპორტულ კომპლექსს ექნება მრავალფუნქციურ დარბაზი სხვადასხვა სახეობის სპორტული შეჯიბრისთვის (ფრენბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და სხვა), ასევე სატრენაჟორო სივრცეები მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადამიანი, კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დასრულდება.

Read More »

ფასდაუდებელი მიწა – დეპუტატების მოსაზრებები და განხილვები საპარლამენტო ტრიბუნაზე

თბილისი (BPI) –„მიწა ფასდაუდებელია, არაკონვერტირებადი არც ერთ ვალუტაში“, –  ეკა ბესელიამ მიწის მორატორიუმის მოწინაღმდეგე უმცირესობას, საკუთრების კანონის მე-4 მუხლის ქვეპუნქტის ამ კვირაშივე შეჩერებაზე აცნობა. დაჩქარებული წესით მისაღები ცვლილებების წარდგენისას, საპარლამენტო განხილვაზე,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს უმცირესობასთან ოპონირება მოუწია, თუ რატომ უნდა გადაუწყვიტოს უმრავლესობამ, მესაკუთრეს, თავის მიწას ფასი დაადოს თუ ფასდაუდებელი იყოს. ინიცირებული ცვლილებებით  ჩერდება იმ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც საკუთრების უფლების ...

Read More »