Daily Archives: ივნისი 13, 2017

Ellinair-ი და Mouzenidis Travel-ი თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით ავიარეისებს იწყებენ

თბილისი (BPI) – 2017 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში საქართველოდან საბერძნეთში მოგზაურთათვის თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულება იხსნება. პირველი პირდაპირი რეისი თბილისიდან კუნძულ კრეტაზე ტუროპერატორ Mouzenidis Travel-ისა და ავიაკომპანია Ellinair-ისგან 16 ივნისიდან, ყოველ პარასკევს განხორციელდება. დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, Ellinair -ის ზაფხულის რეისების განრიგი 22 სექტემბრამდე იმოქმედებს. ავიარეისი ჰერაკლიონში საშუალებას მისცემს კავკასიის რეგიონის ტურისტებს გაამრავალფეროვნონ მოგზაურობის მიმართულებები და დაისვენონ საბერძნეთის საუკეთესო კურორტებზე. ფრენების სიხშირიდან გამომდინარე ...

Read More »

კახი კალაძე დედაქალაქის საჭიროებებზე რიგითი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობს

თბილისი (BPI) – რა სჭირდება თბილისს, პირველ რიგში, თანაგუნდელების არჩევანის ოფიციალურ გაცხადებამდე, კახი კალაძე დედაქალაქის საჭიროებებზე ენერგეტიკის მინისტრის და რიგითი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობს. „მაესტროს“ განახლებულ ეთერში მინისტრმა 3 პრიორიტეტად ეკოლოგია, ტრანსპორტი და მშენებლობა დაასახელა. შესაბამისი რეგულაციებით, ახალ მშენებლობებში ენერგოეფექტურობის გამოყენება, ყვითელი ავტობუსების ამოღება და გამწვანება. „მომავალ მერს ძალიან ძალიან ბევრი სამუშაო ექნება“, – კახი კალაძემ თბილისის პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობის ჩართულობის ...

Read More »

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

კოსმეტიკის ქართული ბაზარი მამაკაცის სახის და სხეულის მოვლის საშუალებებით განებივრებული ნამდვილად არ არის. ბოლო დროს გაზრდილი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები თანასწორად ნეგატიურად აისახება როგორც ქალის, ასევე — მამაკაცის სახის კანზე. ამიტომაც დღის წესრიგში ეფექტური გამწმენდი საშუალების არსებობა დგება, რომელიც კანს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყისგან გაათავისუფლებს. ჩვენი ყურადღება ახალმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა — DEFY DIRT FIGHTER-მა მიიპყრო: მამაკაცებს ხშირად ეზარებათ, თავის მოვლას ...

Read More »

მგზავრები “ჯიპიაის” სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ქუთაისის აეროპორტშიც შეძლებენ

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. კომპანია “ჯიპიაის” სასურველ სადაზღვევო პაკეტს მგზავრები აეროპორტში, გამგზავრებამდე შეიძენს. აეროპორტში “ჯიპიაი” მგზავრებს სხვადასხვა სახის სადაზღვევო პოლისებს სთავაზობს, მათ შორის სტანდარტული (ერთჯერადი) – განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. “ბიზნეს თრეველი” – განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს. მრავალჯერადი – საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვიზიტისას. პოლისი ტურისტი – განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც მოგზაურობს ...

Read More »

ჯიპიაი ბაზარს კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების ახალ მოდელს სთავაზობს

თბილისი (BPI) – კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების ახალ მოდელზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ   სასტუმრო „რედისონში“ „პაშა ბანკის“ მიერ გაიმართულ ბიზნეს -კონფერენციაზე ისაუბრა. კონფერენციაში, რომლის თემა იყო  საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომდაგენლები. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული  მოდელი ითვალისწინებს  კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა (ფორმალური სექტორი) სავალდებულო, კერძო დაზღვევით ...

Read More »

ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა. შონ ფულერმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ნასაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები  გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებზე.  ღონისძიების დასასრულს  მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებსა და შონ ფულერს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს. ნასას ადამიანის კოსმოსში ...

Read More »

ქართული პროდუქცია, რომლის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება

თბილისი (BPI) – საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდით ხასიათდება. 2017 წლის მაისში ექსპორტი 25%-ით (43 მლნ დოლარი) გაიზარდა, იმპორტი 3.8%-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით. მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) მინერალური და მტკნარი წყლების (25%) რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ...

Read More »

G&T-ი ქართულენოვანი ყოველთვიური მიმოხილვის დამატებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – გალტ & თაგარტი (G&T) ქართულენოვანი ყოველთვიური მიმოხილვის დამატებაზე აცხადებს www.gtresearch.ge (ინგლისურენოვანი 2016 წლის ნოემბრიდან ქვეყნდება). ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა მოიცავს სექტორულ სტატისტიკას და ახალ ამბებს. ვიზიტორების რაოდენობას, ქვეყნების და კატეგორიების მიხედვით.. ასევე საქართველოს აეროპორტებსა და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა დინამიკას, ავიარეისების განრიგს. სიახლეებში თავმოყრილია ინფორმაცია ინვესტორთა გეგმებზე, ბაზრის მონაწილეებზე, ახალი კომპანიის შესვლაზე. G&T-ის ანალიტიკაში საქართველოში ახალი კურორტების განვითარების პერსპექტივებიც ...

Read More »

სებ-ი ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებაა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. კომპანია, რომელიც აპირებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიას, ვალდებულია მოამზადოს საჯარო შეთავაზების “პროსპექტი”, სადაც ახსნილი და ...

Read More »

“თიბისის” აქციის ფასმა ლონდონის ბირჟაზე 18 GBP-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასმა 18  გირვანქა სტერლინგს (GBP) გადააჭარბა. სასესიო კვირა GBP 18.18-ით დაიხურა (+3.6%w.w; +10.2%m.m). ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 200 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 939 მლნ-მდეა  გაზრდილი (31.03.17 – GBP 788 მლნ).

Read More »