Daily Archives: ივნისი 12, 2017

თემურ ჭყონია: სასამართლომ ყველას გზავნილი გაუგზავნა, რომ უცხოური ბიზნესი დაცული იქნება

თბილისი (BPI) –  ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ თამბაქოს მსხვილი იმპორტიორების საქმეზე სააპელციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჭყონია “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ სწორი ფუნქციონირების, კანონიერების დაცვის შემთხვევაში საქართველოში უცხოური ბიზნესი იქნება დაცული. მისი შეფასებით, პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო. „სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ სწორი ფუნქციონირების, ...

Read More »

Ryanair-მა ბორტზე უფასო Wi-Fi-ზე უარი თქვა

თბილისი (BPI) – „ლოუკოსტერი“  Ryanair-ი ბორტზე მგზავრებს უფასო უსადენო ინტერნეტს არ მიაწვდის, რადგანაც ამ სერვისს კომპანიისთვის შემოსავალი არ მოაქვს. ასევე Wi-Fi-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ანტენების დაყენებაც, რომელიც ინტერნეტის სიგნალის მისაღებადაა საჭირო. თავის მხრივ კი ამ ანტენების დამონტაჟებით ავიაკომპანიას მეტი საწვავის ხარჯიც მოუწევდა, რადგანაც ჰაერში გადაადგილებისას ეს ანტენები მეტ წინაღობას ქმნის და ლაინერს მეტი საწვავის დახარჯვა უწევს. „საშუალოდ ფრენა ...

Read More »

ბათუმის ბულვარში ნაგვის დაყრაზე სანქციები მკაცრდება

თბილისი (BPI) – ბათუმის ბულვარში საჯარიმო სანქციები მკაცრდება. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბულვარსა და სანაპირო ზოლზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატოვებისთვის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მონიტორინგის სამსახური დააჯარიმებს. სანაპირო ზოლისა და ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი 09:00 საათიდან დაიწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება. მონიტორინგის სამსახური იმ ტერიტორიასაც გააკონტროლებს, რომელიც იჯარით არის გაცემული და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იურიდიული პირებიც დაჯარიმდებიან. მონიტორინგს 9 კაციანი ჯგუფი აწარმოებს,რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციის მუდმივი ...

Read More »

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, პროექტს ADB დააფინანსებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით,პროექტის მიხედვით, დაფინანსდება ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა და დაახლოებით, 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. დღეს არსებული გზა ტურისტულ ...

Read More »

რედ-კო გუდაურის განვითარებაში $150 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – კომპანია რედ-კო გუდაურის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. G&T-ი აცხადებს, რომ კომპანიამ Ecosign-ის მომზადებული ფაზიანი პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარების გენგეგმის მიხედვით შეიქმნა. დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად რედ-კომ 50 ჰექტარი მიწა შეიძინა, კომპანია ამჟამად ფლობს ოთხ აპარტოტელს ახალ გუდაურში, სადაც დაახლოებით 350 ოთახია განთავსებული. მასშტაბური პროექტი მოიცავს 26 ახალი შენობის აშენებას რომელთა შორის იქნება სასტუმროები, აპარტოტელები, საკუთარი სახლები და კოტეჯები, ჯამში დაახლოებით ...

Read More »

პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისიდან იწყება

თბილისი (BPI) – პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისიდან იწყება. როგორც თბილისის მერმა საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა, რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას. “მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე,  გვიწევს პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, შესაბამისად მოსახლეობა რაიონული გამგეობის მიერ წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი” – განაცხადა ...

Read More »

კურორტ გოდერძიზე 4 და 5*-იანი სასტუმროები მომავალ წელს გაიხსნება

თბილისი (BPI) – კურორტ გოდერძიზე მომავალ წელს 2 ახალი ბრენდული სასტუმრო გაიხსნება. G&T-ის ცნობით, ალიანს ჯგუფი კურორტ გოდერძზე 2018 წელს გახსნის 4-ვარსკვლავიან, 100-ოთახიან Ramada Resorts-ის სასტუმროს, ხოლო მეტრო ატლას ჯორჯია გეგმავს 5-ვარსკვლავიანი Metro Sky Tower-ის აშენებას 2018 წლის ბოლომდე. ორივე სასტუმროში განთავსებული იქნება კაზინო. “კურორტ გოდერძზე ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 4,500-მდე (-34.3% წ/წ). კურორტზე განთავსების ობიექტების მწვავე ნაკლებობის შედეგად ინვერსტორებმაც დაინახეს განვითარების ...

Read More »

TBCდაზღვევა: ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს 10 ივნისს, თბილისში მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. თიბისი დაზღვევის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე განაცხადი თიბისი ავტოდაზღვევის 250-მა მფლობელმა უკვე  წარადგინა. თიბისი დაზღვევა მათ ჯამურად დაახლოებით 250 000 ლარის ზარალს ანაზღაურებს. თიბისი დაზღვევის ცნობით, თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის პოლისით მოსარგებლეებმა სეტყვის შედეგად დაზიანებული მანქანის შესახებ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (2 ...

Read More »

გუდაური კვლავ ყველაზე მიმზიდველი სათხილამურო კურორტია

თბილისი (BPI) – გუდაური კვლავ ყველაზე მიმზიდველი სათხილამურო კურორტია, – ინფორმაციას კურორტზე სტუმრების რაოდენობის შესახებ G&T-ი ავრცელებს. კურორტმა წლევანდელ სეზონზე 276 000-ზე მეტ ვიზიტორს  უმასპინძლა და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +37.1%-ით გაიზარდა, 2011-2012 წლის შემდეგ კი გუდაურში ვიზიტორთა რაოდენობა გასამმაგებულია. G&T-ი მიიჩნევს, რომ რუსეთის საზღვართან სიახლოვე კურორტს რუსი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ამ ეტაპზე გუდაური დამსვენებლებს სთავაზობს 10 საბაგიროს 70კმ-იანი ტრასებით, ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი” კიბოს რისკის დაზღვევის პროგრამას იწყებს

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკის დაზღვევის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაზღვეულის სახელზე სოლიდური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის  „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და მსოფლიოს წამყვანმა გადამზღვევმა შვეიცარულმა კომპანიამ Swiss Re ერთობლივად შეიმუშავეს. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად ჩაერთო ძუძუს  კიბოზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 11 ივნისს, კუს ტბაზე გამართულ აქცია-მარათონზე – „სუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ...

Read More »