Daily Archives: ივნისი 11, 2017

საგზაო ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხის რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზეა. რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა და მასში სულ 136 ქვეყანაა შესული. რეიტინგი ქვეყნებში გზების ხარისხს განსაზღვრავს. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ხარისხობრივი მაჩვენებელი. რეიტინგში არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა სინგაპური, მესამეზე კი – ჰონგ-კონგია. ათეულში შედინ ჰოლანდია, იაპონია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, პორტუგალია და დანია. ...

Read More »

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს ვილნიუსის ნაცვლად კაუნასის აეროპორტში განახორციელებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Wizz Air-ი რამდენიმე კვირის განმავლონაში, ქუთაისიდან ფრენებს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად (VNO), კაუნასის აეროპორტში განახორციელებს. მიზეზი ვილნიუსის აეროპორტის დროებითი დაკეტვაა. როგორც ირკვევა, ვილნიუსის აეროპორტი 14 ივლისიდან 17 აგვისტომდე სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 დღის განმავლობაში ფრენები ვილნისუს აეროპორტის ნაცვლად კაუნასის აეროპორტში იქნება გადამისამართებული. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში კი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციაც მოხდება. ...

Read More »

სეტყვით გამოწვეულ ზარალს “ჯიპიაი” ავტოდაზღვევის მფლობელებს გაცხადებიდან 24 საათში აუნაზღაურებს

თბილისი (BPI) – “ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და აცხადებს, რომ სეტყვით გამოწვეულ ზარალს კომპანია ავტოდაზღვევის მფლობელებს გაცხადებიდან 24 საათის განმავლობაში აუნაზღაურებს 10 და 11 ივნისს სეტყვით გამოწვეული რეკორდული რაოდენობის შემთხვევა დაფიქსირდა კომპანიის ქოლცენტრში – რაოდენობა 350-ს აღწევს. “ჯიპიაი”-ს ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური ზარალების დარეგულირების პროცესი დღეს დილიდანვე დაიწყო – ადგილზე ანაზღუარების სისტემით და მობილური აპლიკაციით “GPI Mobile” ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ინცინდენტის დროს, ერთი ადამიანი დაშავდა. “თბილისი დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან ...

Read More »