Daily Archives: ივნისი 9, 2017

სიახლეები, რომლითაც ზაფხულის სეზონზე აჭარა სტუმრებს ხვდება

თბილისი (BPI) – აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონს სიახლეებით ხვდება. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახვდებათ. განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი  ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი. ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ...

Read More »

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი სეზონის სლოგანია „ზაფხული იწყება აქ“. სეზონის გახსნისას 4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ დახვდა. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, ზრუნავდნენ. პლაჟზევე ფუნქციონირება დაიწყო ღია ბარებმა და კაფეებმა – Radio Bar, ...

Read More »

კომპანიები, რომლებმაც იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს

თბილისი (BPI) – “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” იმ კომპანიების სია გადასცა, რომლებმაც 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, ინვესტორთა ჩამონათვალშია ბრიტანული BP, რომელიც თანხას სამხრეთკავკასიური გაზსადენის განვითარებაში დებს, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი „ტავ-ჯორჯია”, რომელიც აეროპორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ათეულშია შპს „ოლდ სითი დიველოპმენტი”, რომელიც თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ინვესტორთა ათეული: * შპს ჯეოსელი * შპს რაკიინ აფთაუნ ...

Read More »

პაშა ბანკმა ჯანდაცვის სექტორის განვითარებაზე კონფერენციას უმასპინძლა

თბილისი (BPI) – პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას უმასპინძლა. ამჯერად კონფერენციის თემა იყო „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“. შეხვედრის მიზანი ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრება იყო. კონფერენციაზე განხილეს სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა ...

Read More »

ლევან გამყრელიძე: საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყება

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი უწყების რეორგანიზაციას აანონსებს. როგორც ლევან გამყრელიძემ განაცხადა, ის უკვე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირად შემადგენლობას. “იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ. “ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისი (BPI) – საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ლევან გამყრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. მისი თქმით, სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნული უწყების რეფორმირებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ქართულმა ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2017 გაიხსნისას განაცხადა, საქართველო ღვინის სამშობლოა და ქართულმა ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. “საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა ...

Read More »

ექსპო-ჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნა

თბილისი (BPI) – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გაიხსნა. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა 9-11 ივნისს ტარდება. გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება. წელს, WinExpo Georgia 2017-ში 97 ...

Read More »

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის დეტალიზებული სტატისტიკის გამოქვეყნებას იწყებს

თბილისი (BPI) – სებ -მა სტატისტიკის გაფართოებაზე განაცხადა. საფინანსო  სექტორის ინფრასტრუქტურულ მონაცემებს (3.1.-1), სადაც  ბაზრის მონაწილეების, მათ შორის ბანკის, მ/ო-ს, სადაზღვევო კომპანიის, სავალუტო ჯიხურის სერვის ცენტრებია აღრიცხულ, დაემატა 2 გვერდი  ( 3.1-2 და 3.1-3), სადაც სტატისტიკა  დეტალიზებულია გეოგრაფიულ ჭრილში, რეგიონების მიხედვით, საზღვარგარეთ არსებული ქსელის ჩათვლით https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/financial_institutionsgeo.xls ასევე დამატებულია სუბიექტები, დამხმარე ერთეულები,  მათ შორის  ფულადი გზავნილების მომსახურე კომპანიები. ცხრილის მონაცემები ხელმისაწვდომია ...

Read More »

BAT-მ ოჯთ-ს დავა მოუგო – კომპანიას სააპელაციო სასამართლომ 100 მლნ-იანი ჯარიმა გაუუქმა

თბილისი (BPI) – სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედსა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100.5  მლნ დოლარის ჯარიმა გააუქმა. სასამართლო დავა გასაჩივრების შედეგად, თამბაქოს მულტინაციონალურმა კომპანია ადგილობრივ მწარმოებელს “ოჯთ” მოუგო. სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ნაწილობრივ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება – უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ დაკისრებული ჯარიმისგან, ამავდროულად მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვაზე. ...

Read More »