Daily Archives: ივნისი 8, 2017

აზარტული თამაშები ყველაზე მომგებიანი ბიზნესი საქართველოში

თბილისი (BPI) – აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, გაუმჭირვალე და მოსახლეობისთვის სახიფათო ბიზნესია. სპეციალისტების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საქართველოში სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ...

Read More »

DCFTA-საკონსულტაციო ჯგუფს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენდირექტორის მოადგილე უხელმძღვანელებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის სამინისტროში DCFTA-საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. მომავალი 1 წლის განმავლობაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკონსულტაციო ჯგუფს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე- ნატო ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. საკონსულტაციო ჯგუფს მანამდე ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ეკონომიკისმინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2016 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ...

Read More »

ტურისტებმა საბანკო ტრანზაქციები გაზარდეს

თბილისი (BPI) – ტურისტებმა საბანკო ტრანზაქციები გაზრდილია. სებ-ის წლიური ანგარიშით (2016 წ), ბანკომატებით და პოს-ტერმინალებით უცხოელების  დანახარჯები (განაღდება/შესყიდვა) 20%-ით გაზრდილია (Y.Y). საბარათე ტრანზაქციების მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა გაზრდილია, პოს-ტერმინალების 29%-ით (Y.Y), ბანკომატების  +5%(Y.Y).საანგარიო წლის ბოლოსთვის 29 000 პოს-ტერმინალი და  2 240  ბანკომატია. 1 ბანკომატით საშ. თვეში ₾ 500 000 -ის 2 200 ოპერაცია სრულდება,  გადახდის ტერმინალით – 254 ოპერაცია (₾ 9 000). ანალოგიური პერიოდისთვის, სებ-ში, ...

Read More »

მიმოქცევაში ახალ ნომინალებს შორის 20-ლარიანი ბანკნოტი ჭარბობს

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ახალ ნომინალებს შორის ₾20 ბანკნოტი ჭარბობს (2016 წ -64.1%). 60.2%-ია ₾50-ის წილი და 29.3% – ₾100. 20/100/200 ლარიანებზე მოთხოვნა 23.4%-თ არის გაზრდილი (Y.Y), ₾10-ზე, 14%-ით  შემცირებული(Y.Y). სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ბოლოს მიმოქცევაში ₾ 2,999 -ის ნაღდი ფული იყო, მათ შორის ₾2.912 მლრდ  ბანკნოტები, ₾ 88 მლნ მონეტები.  „თეთრების“ (ხურდა ფულის)  რაოდენობა თანხობრივად, 8.8%-ით არის ...

Read More »

სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვი დააფინანსა, მობილიზებულია 10 მლნ ლარი

თბილისი (BPI) – საქართველოს სოლიდარობის ფონდში 2014 წლის ივნისიდან დღემდე 10 მილიონ ლარზე მეტი თანხაა მობილიზებული, ფონდმა სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო. ფონდში შენატანი მთლიანობაში 700-ზე მეტმა საჯარო უწყებამ და 65-მა ორგანიზაციამ (მათ შორის 53 კერძო კომპანია) განახორციელა. ფონდში განმარტავენ, რომ სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის ...

Read More »

ქართული თხილი, როგორც ბრენდი – 2021 წელს თხილის მსოფლიო კონგრესი საქართველოში გაიმართება

თბილისი (BPI) – 2021 წელს თხილის მსოფლიო კონგრესის საქართველოში გამართვა იგეგმება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ქართული თხილი ყალიბდება როგორც ბრენდი და საკუთარ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოში თხილის დარგის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამის დასტურია ისიც, ...

Read More »

ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა მკაცრად გაკონტროლდება

თბილისი (BPI) – ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევის თავიდან აცილების მიზნით, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებას „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მტავრობის სხდომაზე განმარტა,  საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. “სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა, იყო შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა, რა თქმა უნდა ...

Read More »

თხილის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის HACCP-ის დანერგვა სავალდებულო ხდება

თბილისი (BPI) – 2018 წლიდან თხილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს წარმოებაში მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის (HACCP) დანერგვას ავალდებულებს, – ცვლილებები ამასთან დაკავშირებით თხილის ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული თხილის მიმართ ნდობას საექსპორტო ბაზრებზე. როგორც სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრაზე სოფლის ...

Read More »

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები იზრდება

თბილისი (BPI) – ქართული უძრავი ქონების ბაზარი იზრდება. თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში განხორციელებული კვლევის თანახმად, 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარე­ბით, 6.1%-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა. კვლევის მიხედვით, უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში თბილისის წილი 38.7%-ია და დედქალაქში მთლიანობაში უძრაოვი ქონების ბაზარი 14.7%-ით გაიზარდა სულ ამ პერიოდში თბილისში  8 ...

Read More »

კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება – იანვარ-მაისში 781 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

თბილისი (BPI) – სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს. კონტროლის შედეგად დაჯარიმდა 781 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 127 ბიზნესოპერატორს. მხოლოდ მაისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა 907 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 397 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, ...

Read More »