Daily Archives: ივნისი 7, 2017

თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადახდა მობილურითაც იქნება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ. სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა ...

Read More »

თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება იწყება

თბილისი (BPI) – თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით ახალი საინვესტიციო პროექტი იწყება. ახალ საინვესტიციო პროექტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს 8 ივნისს , 14.00 საათზე, ტექნოპარკში გააცნობს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი (პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით) ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას. ამისთვის შემუშავდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ...

Read More »

SCAT Airlines-ი აქტაუ-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია SCAT Airlines-ის მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით 8 ივნისს, 11:00 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ პრესკონფერენცია გაიმართება. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს. ავიაკომპანია SCAT Airlines-ი არის ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ...

Read More »

თიბისის გალერეაში თინათინ კობახიძის საქველმოქმედი პერსონალური გამოფენა გაიმართება 

თბილისი (BPI) – საქართველოს  სოლიდარობის ფონდის დაბადების დღეს, 9 მაისს, 19.00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა – “360 გრადუსი”. ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას. საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: 94-ე მუხლის კონსტიტუციაში არსებობით ინვესტორები მშვიდად არიან

თბილისი (BPI) – „კონსტიტუციის ახალი პროექტის ზოგადი პოზიტიური შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოცულობით უფრო კომპაქტური, შეკრული და ამ კუთხით, უფრო ეფექტური გახდა”, – ასეთია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასება კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი, რომლის განხილვაც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა. ცვლილებების ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილ პროექტში პარლამენტის ფუნქციონირების და დათხოვნის საკითხი ...

Read More »

რკინიგზა Stadler -ის მატარებლებში კვების პროდუქტების რეალიზაციაზე კომპანიებს იწვევს

თბილისი (BPI) – Stadler -ის მატარებლებში საკვები პროდუქტების და გამაგრილებელი სასმელების რეალიზაციის უფლებაზე „საქართველოს რკინიგზა“ ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. კომპანიის ცნობით, გამარჯვებული ამ უფლებას 1 ივლისიდან 15  ოქტომბრის ჩათვლით მოიპოვებს და შეძლებს თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავ ორსართულიანი მატარებლების მგზავრებს სენდვიჩები, ბურგერები, სხვა ანალოგიური, მათ შორის სამარხვო პროდუქცია, ასევე შოკოლადები, კანფეტები, კრეკერები და სასმელები  შესთავაზოს. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები 16 ივნისის 18:00 საათამდე უნდა ...

Read More »

იტალიაში ტურისტებს მატარებლის უფასო ბილეთებს მისცემენ

თბილისი (BPI) – იტალიის ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორმა Trenitalia პროექტ Al Mare In Treno-ს (“ზღვაზე მატარებლით”) განხორციელება დაიწყო, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტებს უფასო ბილეთები მიიღონ. თუ კი ტურისტი დასასვენებლად ჩადის იმ სასტუმროში, რომელიც პროექტშია ჩართული, მაშინ Trenitalia მათ უბრუნებს თანხას, რაც მათ კურორტზე ჩასვლისთვის მატარებლის ბილეთში გადაიხადეს. პროგრამა ემილია-რომანიას რეგიონის სასტუმროებზეა ორიენტირებული.

Read More »

ოცნების სამსახური: მოიარე 1 წელში 40 ქვეყანა და მიიღე 30000 ევრო

თბილისი (BPI) – იმოგზაურო და თან ამისათვის ფული მიიღო? ეს მართლაც, რომ ბევრის ოცნებაა. სწორედ ამას ითვალისწინებს პროექტი World Life Experience, რომელიც მზადაა 12 ადამიანს ყოველთვიურად მოგზაურობისთვის 2,5 ათასი ევრო გადაუხადოს. ვაკანსია პროექტის ვებ-გვერდზე უკვე გამოცხადებულია. პროექტი 1 წლიანია და ამ ხნის განმავლობაში მის მონაწილეებს მსოფლიოს 40 ქვეყანაში სხვადასხვა პირობებში მოუწევთ ცხოვრება. თუმცაღა პროექტის პირობაა, რომ მათ ერთობლივად უნდა იმოგზაურონ. ...

Read More »

მაისში სავალუტო რეზერვები გაიზარდა

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები  გაიზარდა. 1 ივნისის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო  აქტივები 2.826 მლრდ აშშ დოლარია (US $), მაისში მატებაა $80 მლნ-ით. (აპრილში აღინიშნა კლება – $87 მლნ, სებ-ის მიერ $20 მლნ-მდე ინტერვენციის მიუხედავად). აქტივებში  $ 2.624 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, $202 მლნ,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ვალდებულებები ( SDR) . სსფ-ში ქვეყნის სარეზერვო პოზიცია $13 800-ია (L/Y– $14 000).

Read More »

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

თბილისი (BPI) – „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. 4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე  სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia  და ლაშა გურული, იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები – Radio Bar, Pipes Burger ...

Read More »