Daily Archives: ივნისი 6, 2017

BGEO ენერგოსექტორში 65 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – მესტიაში „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება. ორივე ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. „ჩვენი ქეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი  ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, ...

Read More »

ლაგოდეხის ნაკრძალთან ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – პირველად საქართველოში, ლაგოდეხის ნაკრძალთან ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტური მოეწყო. ტურის მონაწილეებმა ლაგოდეხის ნაკრძალი დათვალიერეს, გაეცნენ ბლუზფესტივალის კონცეფციისა და პროგრამას. დღის ბოლოს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისათვის „მოდერნ ბლუზ ბენდის“ მუსიკა შესრულდა. ფესტივალი ყოველ შაბათ-კვირას, 17ივნისადან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ბლუზისა და ღვინის ფესტივალს ოფიციალურად ჩიკაგოელი ბლუზ-დივა შერონ ლუისი გახსნის. ფესტივალი ...

Read More »

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებიმა, რეგულარული და ჩარტერული რეისებით 1 224 010 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 391 124 მგზავრით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. მგზავრთნაკადი გაზრდილია სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვეში 1 005 605 მგზავრს მოემსახურა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, 703 405 მგზავრი (+42,96%); ქუთაისის ...

Read More »

ფერმერებს ევროპაში თხილის ექსპორტისთვის ფიტოსანიტარული მოთხოვნები გააცნეს

თბილისი (BPI) – DCFTA საინფორმაციო ცენტრმა სამეგრელოში მწარმოებლებს თხილის ექსპორტისთვის ფიტოსანიტარული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში ტრენინგი ზუგდიდში გაიმართა. ბიზნეს სექტორს ძირითადად თხილთან დაკავშირებული სიჯანსაღისა და ექსპორტის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები გააცნეს. მთავარი თემები იყო: მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული საქართველოს მარეგულირებელი ნორმატივები, ზოგადი და სპეციფიური მოთხოვნები საქართველოდან თხილის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას, თხილის ძირითადი მავნე ორგანიზმები და მათი კონტროლი თხილის ...

Read More »

თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა კიდევ ერთმა ირანულმა კომპანიამ დაიწყო

თბილისი (BPI) – თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება კიდევ ერთმა ირანულმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ი რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს. ფრენები Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. კომპანია ავიარეისებს 27 ოქტომბრამდე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2 ივნისს მიანიჭა. ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ...

Read More »

პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი გარემოს დაცვითი პროექტი განხორციელდა

თბილისი (BPI) – 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას, რომელიც პროექტის ორგანიზატორის “Georgia Today”-ს მიერ იქნა წინასწარ შერჩეული, კავკასიური სოჭის ნერგები გადასცა ამავე სკოლების ეზოებში დასარგავად. ნერგებთან ერთად თითოეულ სკოლას ასევე გადაეცა „Georgia Today“-ის ახალი გაზეთი “Georgia Today Education”, რომელიც სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და მათ ინგლისური ენის დახვეწაში დაეხმარება. კავკასიური სოჭი ...

Read More »

ჩაერთე რაგბიში ფესტივალზე მონაწილეებმა სამოასა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ივარჯიშეს

თბილისი (BPI) – ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი” ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლების მოზარდებს მასტერკლასები სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა  ჩაუტარეს. 1 ივნისს, მარტყოფში, რაგბის გადამზადების ცენტრში ფესტივალში მონაწილე საფინალო ეტაპზე  გასული სკოლების მოზარდების საჩვენებელი ვარჯიში მოეწყო. მათ მასტერკლასები მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფმა სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ჩაუტარეს. დასასრულს, პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ფარგლებში სკოლებს შორის საჩვენებელი ...

Read More »

ავიატრანსპორტის ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – ავიატრანსპორტის ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა. რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა და მასში სულ 136 ქვეყანაა შესული. რეიტინგი ქვეყნებში მოგზაურთათვის ავიატრანსპორტზე ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას გაითვალისიწნეს თუ რამდენ შიდა და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა. რეიტინგში კანადა ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა აშშ, მესამეზე კი – არაბეთსი გაერთიანებული საეიმოებია. ათეულში შედინ ავსტრალია, ჰონგ კონგი, სინგაპური, ნორვეგია, ბრიტანეთი, ესპანეთი ...

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია GBP 896 მლრდ-მდე გაიზარდა

თბილისი (BPI) –  თიბისის კაპიტალიზაცია GBP 896 მლრდ-მდე  გაიზარდა (1.05.17 – 856 მლრდ: + 4.7%m.m) ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას “თიბისის” (TBCB LI) 544 000 აქციით ივაჭრეს. სასესიო კვირა GBP 17.55-ით დაიხურა (+3.54%w.w; +7.01%m.m). ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 000 აქცია შეადგინა. თვის დინამიკით გაზრდილია (+0.11%m.m)  FTSE 250 ინდექსი, რომელში შესვლაზეც „თიბისიმ“ გასულ  კვირას განაცხადა.

Read More »

Express Bank-ში საზაფხულო აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – Express Bank-ში საზაფხულო აქცია დაიწყო. Express სესხით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, მსესხებელი გაცემის საკომისიოსგან თავისუფლდება და დაფარვას 30 დღის შემდეგ იწყებს. სწრაფი სესხი 1000 ლარამდე მოცულობით გაიცემა. სტანდარტული პირობებით  გაცემის საკომისიო 6.5%-ია ,  1 თვეში დაფარვისას,  მსესხებელი, დამატებით არაფერს იხდის, 1 თვით გადავადებას კი  50 ლარი სჭირდება.

Read More »