Daily Archives: ივნისი 5, 2017

ხელოვნების სასახლეში დაცული საგანძური გუგლის ვირტუალურ გამოფენაში

თბილისი (BPI) – 1 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი ვირტუალური გამოფენა განათავსა. ამჟამად ქართული მუზეუმი გამოფენებისა და საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნებული ექსპონატების რაოდენობით ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერია. ხელოვნების მუზეუმის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, გუგლის კულტურულ რუკაზე სომხეთი საერთოდ არაა წარმოდგენილი, აზრებაიჯანის სამი მუზეუმის ექსპოზიცია კი 248 ნივთს ეძღვნება, მაშინ როცა საქართველოს ხელოვნების სასახლის საგანძური მსოფლიოს ...

Read More »

მწეველი და არამწეველი პატიმრები სხვადასხვა საკანში განთავსდებიან

თბილისი (BPI) – დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები უკვე შევიდა პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ბრძანება უკვე ძალაშია. განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი. ახალი კანონი 2018 წლიდან ამოქმედდება.

Read More »

ჩეხი და სლოვაკი ბიზნესმენები შეკვეთილში 50 მლნ-ის პროექტებს ახორციელებენ

თბილისი (BPI) – ჩეხი და სლოვაკი ბიზნესმენები შეკვეთილში საინვესტიციო პროექტს ახორციელებენ. პროექტებს კომპანია L&R სასტუმროში „ლაგუნა შეკვეთილთან“ 7 ივნისს წარადგენს. სულ 3 წლის განმავლობაში ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეკვეთილში 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; 2 წლის განმავლობაში დამატებით კიდევ რეგიონში 20 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. L&R  პროექტს “რივიერა” ახორციელებს. პროექტი რამდენიმე შენობისგან შედგება, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. ...

Read More »

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

თბილისი (BPI) – ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა, – გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4233 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.4253 ლარი იყო – დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7235 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7205 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ...

Read More »

“თიბისი ლიზინგი” ფიზიკურ პირებს ავტომობილის ონლაინ შეძენას სთავაზობს

თბილისი (BPI) – თიბისი ლიზინგს ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოაქვს. ახალი პროდუქტი „სტარტო“ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ სასურველი ავტომობილი. ახალი პროდუქტის პრეზენტაციას თიბისი ლიზინგი 6 ივნისს, 12:00 საათზე (თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის #7, მეოთხე სართული) გამართავს.

Read More »

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენას გეგმავს

თბილისი (BPI) – “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის წარდგენას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. “ვფიქრობთ,  კანდიდატი კალაძე იქნება. კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. სხვა ალტერნალიული წინადადება არც განგვიხილავს”, – განაცხადა დეპუტატმა.

Read More »

საქართველოს რეგიონებში არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

თბილისი (BPI) – დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონებში დაიწყება. საინფორმაციო შეხვედრები ივნისსა და ივლისში საქართველოს რვა ქალაქში გაიმართება. კამპანიის ინიციატორია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). კამპანია ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდება. კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა თელავში დღეს გაიმართა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა და იურისტებმა. საქართველოს საარბიტრაჟო ...

Read More »

კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება

თბილისი (BPI) – კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების  მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს. კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  2 514 704 ...

Read More »

Gulf Air-მა, Air Arabia-მ, Etihad Airways-მა, Flydubai-მ და Emirates Airlines-მა ყატარის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

თბილისი (BPI) – უცხოური მედიის ინფორმაციით, დუბაის ავიაკომპანია flydubai 6 ივნისიდან დუბაიდან დოჰადან მიმართულებით ყველა ავიარეისს აუქმებს. ავიაკომპანია იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ, მოუწოდებს იმ ტურისტულ სააგენტოებსა და ავიასალაროებს მიაკითხონ, სადაც თავის დროზე ბილეთები შეიძინეს. ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება Emirates Airlines-ზეც. ავიაკომპანია 6 ივნისიდან დოჰადან ყველა რეისს აჩერებს. ბოლო რეისს, აბუ-დაბი-დოჰა ავიაკომპანია 6 ივნისს 02:45 საათზე, ხოლო დოჰადან-აბი-დაბის მიმართულებით ...

Read More »

ბათუმის აეროპორტში ყოველი 571 მგზავრიდან 1 ბარგს დაგვიანებით იღებს

თბილისი (BPI) – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველ 571 მგზავრზე მოგვიანებით მიწოდებული 1 ბარგი მოდის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოგვიანებით მიწოდებული ბარგის რაოდენობამ 542 ერთეული შეადგინა, 2015 წელს – 764 ერთეული, 2014 წელს – 875 ერთეული. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით კი 2016 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 312 343 მგზავრი მიიღო, ...

Read More »