Daily Archives: ივნისი 3, 2017

ხვალ, #დაზოგეწყალი კამპანიის საპილოტე პროექტი საზეიმოდ დასრულდება

22 მარტს, წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო კამპანია #დაზოგეწყალი დაიწყო

თბილისი (BPI) – ხვალ, 4 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანიის #დაზოგეწყალი საპილოტე პროექტი საზეიმოდ დასრულდება. ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარედ გაიმართება. თბილისის ზღვაზე, კამპანიის მხარდასაჭერად პროფესიონალური ველოშეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც ველოსპორტის ფედერაციის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას ქალაქის მერი, თბილისის საკრებულოს, გარემოს დაცვის, განათლების, სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები და ვარკეთილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრებიან. #დაზოგეწყალი კამპანიის საზეიმო ღონისძიება ნინა სუბლატის კონცერტით დასრულდება.

Read More »

კამპანიის #დაზოგეწყალი ფარგლებში სპორტული თამაშები მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – დღეს, თბილისის ზღვის მიმდებარედ  #დაზოგეწყალი კამპანიის მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში ეჯიბრებიან. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდი #gwpოლიმპიადის ბოლო,  სახალისო შეჯიბრშია ჩართული. აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში ვარკეთილის რაიონის 16 სკოლის გუნდი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. კამპანია „დაზოგე წყალი“ და მის ფარგლებში მიმდინარე #gwpოლიმპიადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. ...

Read More »

GWP მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. დღეს, 3 ივნისს, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ, დიუკერული ტიპის  შემაერთებელ კოლექტორზე ორი ახალი, ევროსტანდარტის 1000 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. პროექტი, დედაქალაქის განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ...

Read More »