Daily Archives: ივნისი 2, 2017

ყაზტრანსგაზ თბილისის ქსელში გაზის დანაკარგი 9% -ით, სოკარის ქსელში -5%-ით განისაზღვრა

თბილისი (BPI) – წელს 6 თვეში საქართველოში გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგი 17 688 726 კუბ.მეტრი იქნება, მომავალ წელს კი, ჯამში 35 377 453 კუბ.მეტრი- სემეკმა  ციფრები უკვე დაამტკიცა და ის 1 ივლისიდან შევა ძალაში. გარდა ამისა, მარეგულირებელმა სამი კომპანიისთვის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგის ოდენობაც განსაზღვრა. კერძოდ, „საქორგგაზის” დანაკარგი  2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში –   ...

Read More »

ბიზნეს კაფეს მეათე შეხვედრა

თბილისი (BPI) – 2017 წლის 31 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეათე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო ანტერპრენიორი გიორგი ქანანაშვილი, რომელმაც ისაუბრა „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“. ბიზნეს კაფეს შესახებ: ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე ...

Read More »

„აფბა“: ქვეყანაში ფინანსური პირამიდებისგან მოქალაქეები კვლავ დაუცველები არიან

თბილისი (BPI) – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, ქვეყნის საფინანსო სექტორში ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით კვლევას აგრძელებს და მთავრობასა და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც „აფბას“ ვიცე – პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში ფინანსური პირამიდების მომრავლების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არსებული კანონის მოუქნელობა და კანონში დარჩენილი ხვრელებია, რომლითაც თაღლითური სქემით მომუშავე კომპანიები სარგებლობენ. „მოქმედი კანონით, ფინანსურ კომპანიები, რომლებიც შეზღუდული ...

Read More »

იანვარ-მაისში საქართველოს 2 329 677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

თბილისი (BPI) – საქართველოს 2017 წლის იანვარი-მაისში 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 206,736-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (+9.7%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვარ-მაისის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981 668 შეადგინა, რაც 196 369-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (+25%). 2017 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან ...

Read More »

პრეზიდენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს ხელი მოაწერა

თბილისი (BPI) – პრეზიდენტმა თამბაქოს ახალ კანონს ხელი უკვე მოაწერა, – ამის შესახებ BPI-ს პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც ცნობილია, პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის განხილვა 17 მაისს დაასრულა. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი წელს, 31 მაისს, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობით გამკაცრდა რეგულაციები. საკანონმდებლო სიახლე ყველა ...

Read More »

მაისში ყველაზე მეტად ტრანსპორტი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა

თბილისი (BPI) – ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველოში ფასებმა ტრანსპორტზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე მოიმატა. “საქსტატის” მონაცემებით, მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტზე ფასები თითქმის 17,5%-ით არის გაძვირებული. უწყების ანგარიშში მითითებულია, რომ ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24%) სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (11,2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (6%). 15%-ით არის გაძვირებული ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი. ფასების 8,3%-იანი მატებაა სურსათისა ...

Read More »

საქართველოში ინფლაციის ტემპი 6,6%-მდე დაჩქარდა – ეს ნიშნული 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა

თბილისი (BPI) – საქართველოში მაისში წლიური ინფლაციის დონე დაჩქარდა და 6,6%-ს მიაღწია. ეს ნიშნული 2011 წლის აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა და ფაქტობრივად, 68-თვიან მაქსიმუმზე. “საქსტატის” მონაცემებით, ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა. საშუალო ინლაციის დონე 2,8%-ით განისაზღვრა.

Read More »

საქართველო “აბრეშუმის გზის ფორუმს“ ნოემბერში უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – საქართველო “აბრეშუმის გზის ფორუმს“ ნოემბერში უმასპინძლებს. დეტალები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ...

Read More »

იაპონიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ბიზნეს კლიმატი იაპონური ბიზნესისთვის მიმზიდველია

თბილისი (BPI) – საქართველო და იაპონია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ვიცე-მინისტრს ტაკუმი იჰარას შეხვდა. იაპონიის ვიცე-მინისტრი მიესალმა ერთობლივ გადაწყვეტილებას დაიწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ეკონომიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულებით. შეხვედრაზე იაპონიის ...

Read More »

„ჰუალინგ ჯგუფი“ აჭარაში ინვესტირებით ინტერესდება

თბილისი (BPI) – ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. „ჰუალინგ ჯგუფი“ აჭარაში ინვესტირებით ინტერესდება და რეგიონის მთავრობამ კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტები და რეგიონში არსებული საპრივატიზაციო ობიეტები გააცნო. ჯგუფის პრეზიდენტი მი ენ ჰუასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, ...

Read More »