Daily Archives: ივნისი 1, 2017

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით 8 ახალი ავიაკომპანია იფრენს

თბილისი (BPI) – 2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის,  ს. პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება. ვარშავის მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines 26 მაისს შეასრულა. ფრენების განრიგი Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი) Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი) Nordavia ...

Read More »

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტებს საინფორმაციო ცენტრში მოემსახურებიან

თბილისი (BPI) – მთიან აჭარაში ტურისტულად ყველაზე ხშირად ვიზიტირებად მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პესპექტივები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქედის გამგებელთან ერთად განიხილა. სულხან ღლონტი დავით დუმბაძესთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის პროცესსა და ჩანჩქერის სათავეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის გეგმას გაეცნო. ის ასევე შეხვდა, ჩანჩქერთან არსებული სუვენირებისა და ადგილობრივი პროდუქციის  დამამზადებლებსა და გამყიდველებს. საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ქედაში ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ადგილის ...

Read More »

თბილისში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Apart Hotel MX გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისში ახალი მაღალი სტანდარტის სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო Apart Hotel MX. 4-ვარსკლავიანია, აქვს 10 სასტუმროს ნომერი და 6 ორსაძინებლიანი აპარტამენტი. სასტუმროში განთავსებულია 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და დიდი კაფე-ტერასა. ინვესტორმა პროექტში 867 000 დოლარის ინვესტიცია დაააბანდა. მენეჯმენტ კომპანიისთვის ეს რიგით მეხუთე აშენებული სასტუმროა თბილისში, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის. სასტუმროში დასაქმებულია 16 ადამიანი. რაც ...

Read More »

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარკვეული ობიექტების დაზღვევა სავალდებულო იქნება

თბილისი (BPI) – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარკვეული ობიექტების დაზღვევა სავალდებულო იქნება, – ამასთან დაკავშირებით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები პრემიერმა დღევანდელ მტავრობის სხდომაზე უკვე დაანონსა. მისივე თქმით, ნუსხას მთავრობა შეადგენს. “ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია. ...

Read More »

საქართველოში უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტომანქანების დაზღვევა სავალდებულო ხდება

თბილისი (BPI) – საქართველოში უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტომანქანების დაზღვევა სავალდებულო ხდება, ამასთან დაკავშირებით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. “სავალდებულო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ეს მოთხოვნა იქნება აღსრულებული, რადგან ჩვენ ხშირად გვაქვს ინციდენტები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგჯერ ჯანმრთელობისა თუ ქონების დანაკარგი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ...

Read More »

საზაფხულო სკოლების პროგრამის განხორციელებისთვის მანავის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი (BPI) – თავდაცვის სამინისტრო საზაფხულო სკოლების პროგრამის განხორციელების მიზნით მანავის სამხედრო ბაზაზე შესაბამის ინფრასტრუქტურას 1 ივლისამდე მოაწყობს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით სამინისტრომ ბაზა უნდა უზრუნველყოს სველი წერტილებით, სამზარეულოს ინფრასტრუქტურით, სამედიცინო კაბინეტით. ბაზაზე არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება გადახურული სცენის და სპორტული მოედნის მოწყობა. სამინისტრომ ასევე უნდა უზრუნველყოს პროგრამის მონაწილეთა უსაფრთხოება და ბანაკის პერიმეტრის დაცვა; ასევე ბანაკის შენობა-ნაგებობებში სახანძრო ...

Read More »

თბილისის შემოგარენში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება – როგორია პერსპექტივა

თბილისი (BPI) – გადატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის. უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. რეალტორების თქმით, პოპულარულ მიმართულებებს შორისაა ცხვარიჭამია, წყნეთი, კიკეთი, წავკისი, საგურამო  და სხვა დასახლებული პუნქტები. ჯანდაცვის მსოფლიოში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ყოველი ...

Read More »

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის

თბილისი (BPI) – მინისტრთა კაბინეტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, საფუძველი არ გააჩნია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციებიც, რომ საქართველოში თვითმმართველობას რამე ემუქრება, რაც უსაფუძვლოა. „თვითმმართველობის ...

Read More »

საქართველოში ცხვრის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოში 2017 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1,096 მლნ სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15 000-ით (1.3%-ით) აღემატება, – მონაცემებს  ”საქსტატი” აქვეყნებს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან ფურის სულადობა 537,2 ათასით განისაზღვრა. ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა. სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 168 000-ია და 2017 წლის 1 მარტისთვის ცხვრისა ...

Read More »

ქართული ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქართული პროდუქტების წარმოების მაჩვენებელი იზრდება. “საქსტატის” 2017 წლის I კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა როგორც ხორცისა და რძის, ასევე კვერცხის წარმოება. ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის I კვარტალში ქვეყანაში ხორცის წარმოება 30%-ით არის გაზრდილი და 11,1 ათას ტონას აღწევს (2016 წლის პირველ კვარტალში – 8,5 ათასი ტონა). საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ფერმერებმა სულ 106,1 მლნ ლიტრი რძის ...

Read More »