ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანად გიორგი ქადაგიძე აირჩიეს

თბილისი (BPI) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აირჩიეს.

არჩევნები დღეს გაიმართა და  ქადაგიძე ბიზნესის სკოლის ფაკულტეტის საბჭოს 35-ვე წევრის გადაწყვეტილებით დაინიშნა დეკანის პოზიციაზე.

გიორგი ქადაგიძე 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორია.

2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; იგი ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან.