IATA-მ 2018 წლისთვის მსოფლიო ავიაციის მოგების პროგნოზი შეამცირა

თბილისი (BPI) – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IATA) 2018 წლისთვის მსოფლიო ავიაციას წმინდა მოგებს პროგნოზი 38,4 მლრდ დოლარიდან 33,8 მლრდ დოლარამდე შეამცირა.

არსებული პროგნოზის თანახმად, ავიაგადამზიდავების შემოსავლები 834 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 10.7%-ით აჭარბებს.

როგორც ირკვევა, წმინდა მოგების გადახედვა IATA-მ ავიაკომპანიების მზარდი ხარჯების ფონზე გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Brent-ის მარკის საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 70 დოლარია, რაც 16.7%-ით აღემატება 2017 წლის საშუალო ფასს.

ამ ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო ძვირდება ავიასაწვავიც. ამ დროისათვის ფასის ზრდამ 25.9%-ი შეადგინა და 1 ბარელი ავიასაწვავის ფასი 84 დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ხარჯების 24%-ი სწორედ რომ საწვავზე მოდის.

ასევე მოსალოდნელია კაპიტალური ხარჯების ზრდაც.

შეგახსენებთ რომ IATA აერთიანებს 290 ავიაკომპანიას, რომლებიც მსოფლიო ფრენების 80%-ს ასრულებენ.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …