იანვარი-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $2,2 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან იზრდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან ქვეყანამ 2,233 მლრდ დოლარი მიიღო, მაჩვენებელი 22.2%-ით ანუ 405 მლნ დოლარით მეტია.

2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …