იანვარ-აპრილში იმპორტი 8 პროცენტით, ექსპორტი კი 26 პროცენტით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარი იყო – 26 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2326 მლნ. აშშ დოლარი – 8 პროცენტით ნაკლები იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით აპრილში ექსპორტმა 186 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმპორტიც – მან 551 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად შემცირდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც, – მან 365 მილიონი დოლარი შეადგინა – მარტში უარყოფითი სალდო 487 მილიონი დოლარი იყო.

ipress.ge

შემთხვევითი სიახლე

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5% შეადგინა

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი …