H&M-ის მეორე მაღაზია „ისთ ფოინთში“ იხსნება

თბილისი (BPI) – სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“ H&M -ის მაღაზია გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რიგით მეორე სავაჭრო ობიექტი იქნება.

გახსნის დღე სავსე იქნება სიურპრიზებით, უფრო კონკრეტულად, ახალი მაღაზიის კარებს ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წამყვანები გახსნიან; პირველი 100 ვიზიტორი საჩუქრად 30-ლარიან ვაუჩერს მიიღებს; გახსნის დღეს ყველა სტუმრისათვის იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ერთ რჩეულ ნივთზე.

სპეციალური შეთავაზება გავრცელდება პირველ 100 ვიზიტორზე, რომელიც H&M-ის მაღაზიის წინ რიგში 11:00 საათამდე ჩადგება.

20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა თითოეულ ადამიანს მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ შენაძენზე შეეძლება. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათებზე, არ მოქმედებს სხვა აქციებთან ერთად და არ იცვლება ნაღდ ფულზე.
H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში 2017 წლის 18 ნოემბერს გაიხსნა.

Hennes & Mauritz AB (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა. მისი აქციები შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. H&M-ის მთავარი ბიზნესიდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: Cheap Monday, & Other Stories, COS, Monki, Weekday და H&M Home. H&M Group-ი 66 ქვეყანაში 4300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება.